Milanium M&T

Milanium M&T M. M&T
MILANO & TBILISI

La missione dell'associazione è promuovere la cultura georgiana in Italia.

დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა 🇬🇪ვუსურვებ ჩემს სამშობლოს ნამდვილ და ღირსეულ დამოუკიდებლობას,ძალას ეროვნული იდენტ...
26/05/2026

დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა 🇬🇪

ვუსურვებ ჩემს სამშობლოს ნამდვილ და ღირსეულ დამოუკიდებლობას,
ძალას ეროვნული იდენტობის განსამტკიცებლად.
შესაძლებლობას, დაიცვას თავი არასასურველი მეზობლების ზეწოლისგან და გამბედაობას, გააგრძელოს საკუთარი გზა ღირსეულად, სახელმწიფოებრივი სიამაყით.
ვუსურვებ დამოუკიდებლად განვითარებასა და მუდამ წინსვლას თავისუფალი, ძლიერი, ღირსეული, დემოკრატიული სახელმწიფოს გზისკენ!

Oggi è la Festa dell’Indipendenza della Georgia 🇬🇪

Auguro alla mia patria una vera e dignitosa indipendenza, la forza di rafforzare la propria identità nazionale,
la capacità di difendersi dalle pressioni degli stati vicini indesiderati e il coraggio di proseguire autonomamente il proprio cammino ~ con dignità, libertà e orgoglio statale.
Che la Georgia continui a crescere, svilupparsi e avanzare con fierezza sulla strada di uno Stato libero, forte e rispettato.

Milano __ ინგას მილანი __
#საქართველო #დიდებაგმირებს #დამოუკიდებლობისდღე
#რუსეთიოკუპანტია

15/05/2026

Louis Vuitton _ის გამორჩეული ვიტრინა მილანის გალერეაში.

#მილანი #მილანიუმი #იტალია

14/05/2026

▫️ “Note di Luce” ~
მილანში, Teatro alla Scala _ს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პიაცა დელლა სკალა განსაკუთრებულ სანახაობად გადაიქცა.
მხატვარმა Marco Lodola, ახალი საოცარი ინსტალაციით, თეატრის ფასადზე ფერებითა და ვიდეოპროექციებით, მანათობელი ფიგურების უფერადესი ისტორია შექმნა.
▫️ ინსტალაციის მთავარი გმირები Giuseppe Verdi_ს ოპერის “Nabucco” პერსონაჟები არიან.
სანახაობა 17 მაისამდე გაალამაზებს თეატრს და გირჩევთ საღამოხანს ეწვიოთ პიაცას.
თან, მოიწონეთ გვერდი 👇

Milanium M&T

Milano __ ინგას მილანი __
#მილანი #ინგასმილანი #იტალია #ლასკალა #თეატრი #ინსტალაცია

13/05/2026

▫️მილანი, Radio Italia Live_ს
კონცერტის სამზადისშია, რომელიც
▫️ 15 მაისს 21:00 საათიდან, პიაცა დუომოს ცოცხალი მუსიკის ერთ დიდ სცენად გადააქცევს.
იტალიური მუსიკის ვარსკვლავები დაუვიწყარ საღამოს პირდებიან მსმენელებს.
▫️კონცერტი უფასოა და პირდაპირ ეთერში გადაიცემა Radio Italia_სა და მის ციფრულ პლატფორმებზე.
გაუზიარეთ მეგობრებს ეს ამბავი, გაერთეთ და თან მოიწონეთ 👇

Milanium M&T

#მილანი #მილანიუმი #იტალია
#დუომო #მილანისდუომო

07/05/2026

▫️ AGRAN MELIÁ HOTEL ~ PALAZZO CORDUSIO_ს ყვავილების დღესასწაული ..
გაუზიარეთ მეგობრებს, ეწვიეთ და გადაიღეთ ულამაზესი ფოტოები. არ დაგავიწყდეთ გვერდის ~ Milanium M&T მოწონება 🥰

#მილანი #მილანიუმი #ყვავილები


🔸 Via Durini_ზე Versace _ს სიმშვიდე, მინიმალიზმი, დახვეწილობა და ჰარმონიაა   _ის ფარგლებში. ზოგადად ეს ქუჩა   _ს დროს, ე...
26/04/2026

🔸 Via Durini_ზე Versace _ს სიმშვიდე, მინიმალიზმი, დახვეწილობა და ჰარმონიაა
_ის ფარგლებში.
ზოგადად ეს ქუჩა _ს დროს, ერთი დიდი, ლამაზი, სიახლეების სავსე სივრცეა.

Milano __ ინგას მილანი __
#მილანი #მილანიუმი


19/04/2026

🔸CONSERVATORIO DI MILANO
🔸CONCERTO DELL'ORCHESTRA SINFONICA DEL CONSERVATORIO
Musiche di ~
• PËTR ILIČ CAJKOVSKIJ
• SERGEJ PROKOF'EV
Ouverture da “Romeo e Giulietta”
• FILIPPO LEPRE

“რომეო და ჯულიეტა”
ჩაიკოვსკი, პროკოფიევი, ლეპრე და ქართველი ჩელო ~
Mariam Maisuradze

Milano __ ინგას მილანი __
#მილანი #მილანიუმი #იტალია
#კონსერვატორია #მუსიკა


◽️▫️ ქართული ენა და ქართული             ანბანი უნიკალურია! გილოცავთ მშობლიური ენის დღეს! 1978 წელს, როცა საბჭოთა რეჟიმი ...
14/04/2026

◽️▫️ ქართული ენა და ქართული
ანბანი უნიკალურია!
გილოცავთ მშობლიური ენის დღეს!

1978 წელს, როცა საბჭოთა რეჟიმი შეეცადა ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი გაეუქმებინა ~ 14 აპრილს, უამრავი ადამიანი გამოვიდა საქართველოს დედაქალაქში. თბილისის ქუჩები გადაივსო დემონსტრანტებით და ამ მასობრივმა პროტესტმა აიძულა საბჭოთა რეჟიმი განძრახვაზე უარი ეთქვა.
▫️ საქართველომ შეინარჩუნა მშობლიური ქართული, როგორც სახელმწიფოს ოფიციალური ენა.
ბოლო საუკუნეები გამუდმებით გვებრძვის დამპყრობელი მეზობელი და გამუდმებით თავდაცვის რეჟიმში ვართ..
• სამწუხაროდ არც დღევანდელ რეალობაში ვართ დაცულები და მუდამ საფრთხე ემუქრება ჩვენს ერთიანობასა და სუვერენიტეტს.

Milano __ ინგას მილანი __

#მილანიუმი #14აპრილი
#ქართულიენა #ქართულიანბანი

13/04/2026

◽️▫️მარტში, გალერეაში Gallerie d’Italia, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი შედგა ~ ‘მარადიულობა და თვალთახედვა. რომი და მილანი, ნეოკლასიციზმის დედაქალაქები’.
მნიშვნელოვანი იმ მიზეზის გამო, რომ გამოფენაზე საზოგადოების წინაშე წარვსდექი როგორც კულტურის მედიატორი, კურატორი და გიდი ქართულ ენაზე.
▫️ გალერეას ესტუმრნენ ადამიანები, რომლებიც ჩემი, და ჩვენი ასოციაციის გვერდით არიან წლების განმავლობაში. გვამხნევებენ, ჩვენი წარმატება უხარიათ და თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯის ფასი იციან.
▫️მადლობა ჩემი გიდობის პროექტის ქომაგებს!
Milanium M&T მუდამ თქვენს სამსახურშია 🙂

Amici del Fai ❤️
Milano __ ინგას მილანი __

#მილანი #მილანიუმი #იტალია
#გალერეა #გამოფენა #ნაპოლეონი

🗼2026 წელი მილანში არის და სამუდამოდ დარჩება ზამთრის ოლიმპიადასთან ასოცირებული.  #მილანოკორტინა 2026_ის ექო დიდხანს გასტ...
22/02/2026

🗼2026 წელი მილანში არის და სამუდამოდ დარჩება ზამთრის ოლიმპიადასთან ასოცირებული.
#მილანოკორტინა 2026_ის ექო დიდხანს გასტანს ქალაქში.
ოლიმპიადის თემაზე არაერთი საინტერესო გამოფენა შედგა, მაგრამ მათ შორის ნამდვილად გამორჩეული და ფასეულია Fondazione Luigi Rovati
🏺როვატის დახვეწილი და ლამაზი საგამოფენო სივრცე, რომელიც ძირითადად ეტრუცკების მუზეუმია, ამჯერად რამდენიმე დარბაზში ოლიმპიური თამაშების სამიათას წლოვანი ისტორია გამოიტანა დამთვალიერებლის წინაშე იშვიათი ნიმუშებით, როგორც უძველესი, ასევე თანამედროვე მატერიალურ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული.
🗼ჩირაღდანი ამ ობიექტებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს 1936 წლიდან, რაც თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სიმბოლოდ იქცა და ხაზს უსვამს უძველეს ფესვებთან იდეალურ კავშირს.
სპორტი, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ფიზიკური ვარჯიში, ძველ ბერძნულ გიმნაზიებსა და ეტრუსკულ დარბაზებში გადაჯაჭვული იყო სამოქალაქო განათლებასთან. აერთიანებდა დისციპლინას,
საზოგადოებრივ ღირებულებებსა და ყოველდღიურ რიტუალს.

Milano __ ინგას მილანი __

#მილანი #მილანიუმი #იტალია
#ოლიმპიადა #სპორტი


18/02/2026

🔥 ოლიმპიური კოცონი ლეონარდოს შთაგონებით, დიზაინისა და ინჟინერიის სინთეზის ნამდვილი მშვენება იყო მილანის სემპიონეს პარკში.

#მილანი #მილანიუმი #იტალია #მილანოკორტინა

Indirizzo

Torre Dei Gorani, Milano Mi
Milan

Sito Web

Notifiche

Lasciando la tua email puoi essere il primo a sapere quando Milanium M&T pubblica notizie e promozioni. Il tuo indirizzo email non verrà utilizzato per nessun altro scopo e potrai annullare l'iscrizione in qualsiasi momento.

Condividi