National Council of Youth Organizations of Georgia (NCYOG)

National Council of Youth Organizations of Georgia (NCYOG) Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from National Council of Youth Organizations of Georgia (NCYOG), Youth Organization, Tbilisi.

09/03/2023

კანონპროექტის გაწვევა არ ნიშნავს იმას, რომ აღარ მოხდება მისი განხილვა.
#არარუსულკანონს
#წინევროპისკენ

საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციები მკაცრად ვგმობთ და ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კა...
09/03/2023

საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციები მკაცრად ვგმობთ და ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონის პროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ვთვლით, რომ აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად დააზიანებს ადამიანის უფლებების, თავისუფლებებისა და საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კონსტიტუციაში გაცხადებულ კურსს.

გთხოვთ, იხილოთ განცხადების სრული ტექსტი და ხელმომწერი ორგანიზაციების სია, შემდეგ ბმულზე: bit.ly/YouthOrgsGEO

განცხადებაზე ხელმოსაწერად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: bit.ly/YouthOrgsGEOPetition

#არარუსულკანონს

#წინევროპისკენ

 #არარუსულკანონს ავტორი Lika Goliadze
08/03/2023

#არარუსულკანონს


ავტორი Lika Goliadze

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა.გამარჯვება და მხნეობა უკრაინელ ხალხს ბოროტებასთან ბრძოლაში!დიდებ...
24/02/2023

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა.

გამარჯვება და მხნეობა უკრაინელ ხალხს ბოროტებასთან ბრძოლაში!

დიდება გმირებს - Слава Україні!

ვუერთდებით საქართველოში მოქმედ 200-ზე მეტ სათემო, საზოგადოებრივ, ახალგაზრდულ, სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციისა და მედი...
22/02/2023

ვუერთდებით საქართველოში მოქმედ 200-ზე მეტ სათემო, საზოგადოებრივ, ახალგაზრდულ, სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციისა და მედიასაშუალებების საერთო განცხადებას :

❗ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

❗ ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.

❗ ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვსწავლობთ და ვასაჯაროვებთ.

❗ რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია ვიბრძვით.

❗ ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე - ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე.

📑თუ გსურთ, იმუშაოთ გენდერული თანასწორობის მიმართულებით ახალგაზრდულ საქმიანობაში, მაშინ გააგზავნეთ აპლიკაცია ტრეინინგ კურ...
12/01/2023

📑თუ გსურთ, იმუშაოთ გენდერული თანასწორობის მიმართულებით ახალგაზრდულ საქმიანობაში, მაშინ გააგზავნეთ აპლიკაცია ტრეინინგ კურსზე - „RETHINKING GENDER EQUALITY IN YOUTH ORGANISATIONS“

📆აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 25 იანვარი, 2023.

🔗დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3H0eNqa

_______________________

📑If you want to work in the direction of gender equality in youth activities, then send an application to the training course - „RETHINKING GENDER EQUALITY IN YOUTH ORGANIZATIONS“

📆The application deadline is: January 25, 2023.

🔗For more information, visit the link: https://bit.ly/3H0eNqa

🥂გილოცავათ დამდეგ 2️⃣0️⃣2️⃣3️⃣ წელს💌გისურვებთ სურვილების ასრულებას, ბედნიერებას და კარიერულ წინსვლას✨🚀დაგიბრუნდებით მალე...
31/12/2022

🥂გილოცავათ დამდეგ 2️⃣0️⃣2️⃣3️⃣ წელს

💌გისურვებთ სურვილების ასრულებას, ბედნიერებას და კარიერულ წინსვლას✨

🚀დაგიბრუნდებით მალე ახალი შესაძლებლობებით

კეთილი სურვილებით,
საონსის გუნდი♥️

_____________

🥂 Happy New year 2️⃣0️⃣2️⃣3️⃣

💌 We wish you the fulfillment of your wishes, happiness and career advancement✨

🚀We will come back to you soon with new opportunities

With best wishes,
NCYOG team♥️

✨დღეს, 18:00 საათამდე, კუბი კონტექსტში - Cube In Context გელოდებათ we'talk♥️
25/12/2022

✨დღეს, 18:00 საათამდე, კუბი კონტექსტში - Cube In Context გელოდებათ we'talk♥️

ხვალ კუბი კონტექსტში - Cube In Context ჯადოსნური ახალი წლის შესაქმნელად გეპატიჟებით 🪄

გელოდებით ყველას 12 საათიდან 6 საათამდე ბავშვების ჯადოსნური სურვილების ასასრულებლად ✨ გვჯერა, რომ შევძლებთ და ბავშვებზე, მთავარი სურვილების გარდა, თბილი ტანსაცმლით, სათამაშოებით, წიგნებით, ტკბილეულით, თავის მოვლისა და ჰიგიენური საშუალებებით ვიზრუნებთ ❤️

🥂 ჩვენ მადლიერების სასმელებს და WE’TALK-ის პოსტერებს დაგახვედრებთ საჩუქრად 🪄

🚀ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია! ჩვენი  მიზანიც სწორედ ეს არის, ახალგაზრდობა მეტად მნიშვნელოვანი გავხადოთ ვიდრე დღეს არის.💡...
20/12/2022

🚀ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია!
ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, ახალგაზრდობა მეტად მნიშვნელოვანი გავხადოთ ვიდრე დღეს არის.

💡ამ ყველაფრისთვის კი უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტურ განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში. ეს კი გულისხმობს ახალგაზრდები იყვნენ დემოკრატიის აქტორები, ინტეგრირდნენ საზოგადოებაში, კერძოდ, ითამაშონ აქტიური როლი როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში, ასევე შრომის ბაზარზე.

#ახალგაზრდულიპოლიტიკა
#ახალგაზრდობამნიშვნელოვანია

👥 We attended Regional Forum for Mayors from Eastern Europe and Central Asia together with UNFPA Georgia and ახალგაზრდობ...
19/12/2022

👥 We attended Regional Forum for Mayors from Eastern Europe and Central Asia together with UNFPA Georgia and ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency

📍 Sarajevo, 14-15 November 2022.

✨Learn more: 👉🏻 https://bit.ly/3XQkmhc

  matters-ის ფარგლებში, გვსურს გაგიზიაროთ ჩვენს ქვეყანაში, ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ განხორციელ...
15/12/2022

matters-ის ფარგლებში, გვსურს გაგიზიაროთ ჩვენს ქვეყანაში, ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები, რომელბიც ადგილობრივი ახალგაზრდების ცხოვრებაზე აისახა.

🏡“მეგო ბარი” არის სამეგრელოს რეგიონში პირველი სოციალური ბარი რომელიც ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ - “ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის” ჩამოაყალიბა. ბარი აერთიანებს ორ სივრცეს, ერთის მხრივ უფასო სამუშაო სივრცეს - ახალგაზრდებისთვის, სადაც დღის განმავლობაში ეწყობა ტრენინგები, კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები და მეორე მხრივ კაფე-ბარს, რომლიდანაც მიღებული შემოსავლებით ხორციელდება უფასო სამუშაო სივრცის და ახალგაზრდული იდეების მხარდაჭერა (თვეში საშუალოდ 400 ახალგაზრდა იყენებს უფასო სამუშაო სივრცეს).

🚌 ,,მეგო ბასი“ არის მობილური სივრცე (ძველი ავტობუსის ბაზაზე), რომლითაც რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე გასვლით ეწყობა არაფორმალური შეხვედრები და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული აქტივობები (მუსიკალური ფესტივალები, ტრენინგები, პრეზენტაციები, ინტელექტუალური თამაშები და სხვა).


#ახალგაზრდულიპოლიტიკა
#ახალგაზრდობამნიშვნელოვანია

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when National Council of Youth Organizations of Georgia (NCYOG) posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to National Council of Youth Organizations of Georgia (NCYOG):

Share