უნგრეთის სამთავრობო სტიპენდიების კურსდამთავრებულთა გაერთიანების კონცეფცია 2020 წელს შეიქმნა, ხოლო ასოციაცია ოფიციალურად 2022 წელს დაარსდა საქართველოში უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით.
უნგრეთის სამთავრობო სტიპენდიების (სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის) კურსდამთავრებულთა ქართული ასოციაციის აქტივობები მის ინსტიტუციურ გაძლიერებას, სამუშაო არეალის გაფართოებას და დასახული ამოცანების ეფექტიანად გან
ხორციელებას ემსახურება. ასოციაცია, ასევე მიზნად ისახავს „სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის” სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და პროგრამის მონაწილეებთან აქტიურ კომუნიკაციას.
ასოციაციის ინტერესები მოიცავს სამი მიმართულებით საქმიანობის წარმოებას, ესენია:
1. უნგრეთის სამთავრობო სტიპენდიის მქონე სტუდენტების ქსელის შექმნა და გაერთიანება.
2. უნგრეთის სამთავრობო სტიპენდიის მქონე სტუდენტებისათვის მხარდამჭერი აქტივობების შეთავაზება.
3. კურსდამთავრებულთა პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა.
უნგრეთის სამთავრობო სტიპენდიების კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიზანია მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ახალი ბენეფიციარების მოზიდვა და განაცხადების მიღების პროცესის დაწყებამდე მათთვის საკონსულტაციო აქტივობების შეთავაზება.
- - - - - - -
The concept of the Stipendium Hungaricum Alumni Association Georgia was created in 2020, while the Association was officially established with the support and funding of the Embassy of Hungary to Tbilisi in March 2022. The SH Alumni Association aims to institutionally strengthen the Georgian Association of Hungarian Government Scholarships (Stipendium Hungaricum), to expand its scope of work in order to effectively implement the set tasks. The project also aims to raise awareness about the “Stipendium Hungaricum” Scholarship program and establish active communication with the beneficiaries. The objectives of the SH Alumni Association Georgia include activities in three areas:
1. Creating a network of students with Stipendium Hungaricum scholarships.
2. Offering them supportive activities, promoting professional and career development of alumni,
3. The aim of the Stipendium Hungaricum Alumni Association Georgia is to share gained knowledge and experience, attract new beneficiaries, and offer them consulting activities prior to the application process.