ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი • Youth Forum

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი • Youth Forum

ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი • Youth Forum საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი

🔔 ,,ახალგაზრდული რეგიონული ფორუმის" მეორე სამუშაო დღე დაეთმო არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებ...
27/07/2025

🔔 ,,ახალგაზრდული რეგიონული ფორუმის" მეორე სამუშაო დღე დაეთმო არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე მუშაობას.

👉 დღის პირველ ნაწილში მონაწილეებმა მოისმინეს პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს:
🔸არაფორმალური განათლების მნიშვნელობა;
🔸 არაფორმალური განათლების მდგომარეობა საქართველოში;
🔸ახალგაზრდული პოლიტიკის როლი რეგიონებში.

✅ შემდგომი ეტაპი დაეთმო ინტერაქტიულ ჯგუფურ მუშაობას, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მუნიციპალიტეტების პოზიტიური პრაქტიკები.

👉 მონაწილეებმა თემატურ დისკუსიაზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
🔸ახალგაზრდების გამოწვევები რეგიონებში;
🔸არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობა;
🔸ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ;
🔸დაფინანსების სირთულეები.

✅ ფორუმის მიზანია მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.

✅ „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი’’ 2018 წლის 12 თებერვალს, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაფუძნდა და წელს მეხუთედ იმართება.

#ახალგაზრდულიფორუმი2025

24/07/2025

TV Imedi „ახალგაზრდული რეგიონული ფორუმი“ 2025-ს შესახებ.

#ახალგაზრდულიფორუმი2025

🔔 დღეს ბათუმში, „ახალგაზრდული რეგიონული ფორუმი“ გაიხსნა, რომლის მიზანს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება,...
24/07/2025

🔔 დღეს ბათუმში, „ახალგაზრდული რეგიონული ფორუმი“ გაიხსნა, რომლის მიზანს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი პროექტების შემუშავება და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა წარმოადგენს.

🤝 ფორუმის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ზურაბ იაშვილმა, აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ, თბილისის საკრებულოს წევრმა ანა კაკაბაძემ, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ანზორ მეგრელიშვილმა, სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გაბაიძემ და საჯარო უწყებებიდან ახალგაზრდული სფეროს წარმომადგენლებმა.

👉 ფორუმის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში განიხილავენ შემდეგ საკითხებს:
ახალგაზრდული პოლიტიკა და რეგიონული გამოწვევები;
არაფორმალური განათლების მნიშვნელობა ახალგაზრდულ სფეროში;
თვითმმართველი ორგანიზაციების გამოცდილება ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებისას.

✅ ფორუმი ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროგრამის, „ახალგაზრდების ინტელექტუალური, კულტურული და კარიერული განვითარების მხარდაჭერის“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან და თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით იმართება.

✅ ღონისძიება ,,ადგილობრივი თვიმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის” ეგიდით ტარდება, რომელიც 2018 წელს თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაფუძნდა და ყოველწლიურად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იმართება.

#ახალგაზრდულიფორუმი2025

📢 24-26 ივლისს, ქალაქი ბათუმი „ახალგაზრდული რეგიონული ფორუმი 2025"-ს უმასპინძლებს.🤝 ფორუმი - საქართველოს პარლამენტი-ს გა...
23/07/2025

📢 24-26 ივლისს, ქალაქი ბათუმი „ახალგაზრდული რეგიონული ფორუმი 2025"-ს უმასპინძლებს.

🤝 ფორუმი - საქართველოს პარლამენტი-ს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტის და თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly -ოს თანამშრომლობით, სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი • Youth Regional Center -ს, „ახალგაზრდების ინტელექტუალური, კულტურული და კარიერული განვითარების მხარდაჭერის“ ფარგლებში გაიმართება.

👉 ფორუმზე განსახილველი საკითხებია:
🔸ახალგაზრდული პოლიტიკა და რეგიონული გამოწვევები;
🔸არაფორმალური განათლების მნიშვნელობა ახალგაზრდულ სფეროში;
🔸თვითმმართველი ორგანოებისა და ორგანიზაციების გამოცდილება ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებისას.

✅ ფორუმის მიზანია მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა. წელს ახალგაზრდული ფორუმი დაფუძნებიდან მეხუთედ იმართება.

✅ „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი’’ 2018 წლის 12 თებერვალს, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაფუძნდა.

#ახალგაზრდულიფორუმი2025

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი • Youth Forum posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share