TERGI - თერგი

TERGI - თერგი პლატფორმა "თერგი" შექმნილია, რათა გააერთიანოს ქართველი ახალგაზრდები, სხვადასხვა ორგანიზაციები და ქვეყანაში შექმნას ჯანსაღი ახალგაზრდული პოლიტიკა.

29/11/2025

⭕️თუ ხარ სტუდენტი ან სკოლის მოსწავლე და ეძებ შენზე მორგებულ სამსახურს გაყიდვების მიმართულებით, თანაც მაღალი ანაზღაურებით, მაშინ დაგვიტოვე კომენტარი და თავად მოგწერთ🙏🏻✅
⭕️გვაქვს ვაკანსია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე✅
⭕️სამუშაო იქნება საღამოს საათებში, მაქსიმალური ხელშეწყობით✅

 #17წელი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან:ჩვენს მეხსიერებაში ღრმად არის ჩაბეჭდილი(?), რომ რუსეთმა მრავალმხრივი ზიანი მი...
07/08/2025

#17წელი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან:

ჩვენს მეხსიერებაში ღრმად არის ჩაბეჭდილი(?), რომ რუსეთმა მრავალმხრივი ზიანი მიაყენა საქართველოს - 2008 წლის ომი ერთ-ერთი უახლესი და უსაშინლესი მაგალითია... ასობით გარდაცვლილი და ათიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი.

2008 წლის აგვისტოში გამოჩნდა, რომ საქართველოს ინტერესი - გამხდარიყო ევროკავშირისა და ნატოს ღირსეული წევრი, აეშენებინა ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო - რუსეთის იმპერიულ გეგმებში არ შედიოდა. პუტინი არ ეგუებოდა საქართველოს დაუოკებელ სურვილს აეშენებინა შემდგარი და სუვერენული სახელმწიფო.

საქართველო-რუსეთის ომმა ნათლად გამოსახა ორი პერსპექტივა: I - რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს საფრთხეს ქართველი ერისა და ჩვენი ქვეყნისთვის; II - დასავლეთი (ევროკავშირი, ნატო) არის ერთადერთი მართებული საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელსაც უსაფრთხოების გარანტიის მოცემა შეუძლია.

2008 წელსვე რუსეთმა ე.წ სამხრეთ ოსეთისა და დროებით ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" ცნო და ამით უდიდესი პოლიტიკური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ისტორიასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

რუსეთმა დაარღვია მრავალი საერთაშორისო პოლიტიკური და სამართლებრივი ნორმა, თავი წარმოაჩინა აგრესორ, ომის დანაშაულების ჩამდენ და დესტრუქციულ ძალად, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს - რუსეთის უკრაინაში სრულმაშტაბიანი შეჭრით (2022) ეს მთელმა მსოფლიომ დაინახა. თუმცაღა, საუბედუროდ პირველებმა ჩვენ ვიწვნიეთ რუსული ძალადობა და აგრესია.

ამ ომმა დიდი დანაკარგები მოიტანა - დავკარგეთ ტერიტორიები, ჯარისკაცების, პოლიციელებისა და სამოქალაქო პირების სიცოცხლე, ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურასა და მთლიანად ეროვნულ ეკონომიკას.

17 წლის გასვლის შემდეგაც ადვილი არ არის ამ მოვლენის გახსენება, რადგან ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც გვახსოვს ომი და ვიცით თავისუფლების ფასი.

უნდა დავიმახსოვროთ(!), რომ #რუსეთიოკუპანტია და ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია იმ მიზნების მიღწევა, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ მისი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე დაისახა - ძლიერი, ერთიანი, პროგრესული, ევროპული, სამართლებრივი და თავისუფალიი სახელმწიფოს შექმნა!

ამიტომ უნდა შევქმნათ: ჭავჭავაძის ოცნება მივიყვანოთ ბოლომდე! ამ საქმეში დავდით თითო აგური, თითო კენჭი და დავიმახსოვროთ, რომ ქართველი ხალხია ის, ვინც ქართული სახელმწიფო უნდა ააშენოს.

#7აგვისტო
#აგვისტოსომი
#ცხინვალი
#გორი
#აგვისტოსომისგმირები
#2008წელი
#დიდებაგმირებს

"კართაგენი უნდა დაინგრეს" - კატონი საქართველოს დამოუკიდებლობა არის ქართველი ხალხის მონაპოვარი - აშკარა სურვილი, რომ გვსუ...
23/06/2025

"კართაგენი უნდა დაინგრეს" - კატონი

საქართველოს დამოუკიდებლობა არის ქართველი ხალხის მონაპოვარი - აშკარა სურვილი, რომ გვსურს ცივილიზებულ, დემოკრატიულ, თავისუფალ და სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება.

სურვილი, რაც არ გვსურს - ავტორიტარიზმი, დრაკონული კანონები, ერთპარტიული დომინაცია, გაყალბებული არჩევნები, ელიტების მმართველობა, კორუფცია, მმართველ ძალაზე დამოკიდებული ინსტიტუტები, შელახული საერთაშორისო იმიჯი და უბრალოდ რუხად ქცეული ყოველდღიურობა - დროებით.

2024 წლის არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის ნება და მივიღეთ ლეგიტიმაციას მოკლებული საკანონმდებლო ორგანო, საერთაშორისოდ არაღიარებული მთავრობა და ტოტალურად დისკრედიტებული სასამართლო შტო.

ნოემბრის ბოლოს, "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი კობახიძე, აკეთებს განცხადებას და გვამცნობს, რომ 2028 წლამდე არ აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი - ჩვენი და ბევრი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტის შეფასებით, ეს არაკონსტიტუციური, ანტიქართული და პოლიტიკურად გაუმართლებელი განცხადება/გადაწყვეტილება იყო. ამ ფაქტს მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა, რომლებიც დღემდე გრძელდება.

ამ პერიოდის განმავლობაში დაიწყო ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ეტაპი, რაც ერთი მხრივ, გამოიხატებოდა პროტესტის დათრგუნვის მცდელობით, მეორე მხრივ, პოლიტიკური ველის მოსუფთავრებით; ეს უკანასკნელი აქტიურ ფაზაშია და საკმაო სისწრაფითა და სიზუსტით მიმდინარეობს, სამწუხაროდ.

რა მოხდა?

ა) 50-ზე მეტი უსამართლო ტყვე;
ბ) 6 პარტიული ლიდერი ციხეში (რაოდენობა მზარდია);
გ) მედიის დევნა (დაიხურა მთავარი არხი, სხვა არასამთავრობო არხები ფინანსური კრიზისისა და სამთავრობო ზეწოლის ქვეშ არიან);
დ) ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეჩერებულია;
ე) ეკონომიკურად დამოკიდებული გავხდით რუსეთზე;
ვ) ეტაპობრივად სახელმწიფო ინაცვლებს ავტორიტარულ ბანაკში;
ზ) უსამართლო საკანონმდებლო ცვლილელები - უამრავმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც ემსახურებოდნენ საგანმანათლებლო, ჰუმანიტარულ და სხვა საკეთილდღეო მიზნებს, უბრალოდ შეწყვიტა ფუნქციონირება; შეიზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება;
თ) იგეგმება აკადემიური წრეების წმენდა და მთავრობისადმი არალოიალური კადრების სამსახურიდან გაშვება;
ი) თავს ესხმიან აქტივისტებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს;
კ) საფრთხე ემუქრება შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლასა და სხვა სიკეთეებს, რასაც ევროკავშირის კომისია სთავაზობს ქართველებს;
ლ) სია მზარდია . . .

საქართველოს სახელმწიფომ და ხალხმა წლების წინ გააკეთა არჩევანი, ევროპული არჩევანი, რასაც თან მოჰყვება ძლიერი, პროგრესული, მდიდარი, დემოკრატიული, პლურალისტური, ერთიანი და ნათელი საქართველოს იდეა.

ეს იდეა კი დღეს საფრთხის ქვეშაა და რუსული დიქტატურის მორევის პირას მყოფთ, გვმართებს შემართება, განვლილის გადაფასება, ერთიანობა და მომავლისთვის ბრძოლა - როგორ? უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ის, რასაც გავაკეთებდით საკუთარი სამშობლოს გადასარჩენად!

იდეაში, პოსტის წერაც პასუხით დავიწყეთ:
"კართაგენი უნდა დაინგრეს" - ქართველი ხალხი*

სისხლის უანგარო დონაციის მარათონში უკვე თელავის რაიონული საავადმყოფო / Telavi Regional Hospital-ც ჩაერთო🤝🏻🦸🏼‍♀️    სისხლ...
10/06/2025

სისხლის უანგარო დონაციის მარათონში უკვე თელავის რაიონული საავადმყოფო / Telavi Regional Hospital-ც ჩაერთო🤝🏻🦸🏼‍♀️

სისხლის დონორობის კულტურის დანერგვა უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და ამ გამოწვევას თერგი მთელი ენთუზიაზმითა და შემართებით უმკლავდება💪🏻🤍

მარათონი თერგის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიმდინარე პროექტია, რომელშიც უკვე 6 უნივერსიტეტი, კომპანია სპარი, რაგბის კლუბი ხვამლი, გენ.მაზნიაშვილის ლეგიონი და აგერ უკვე თელავის რაიონული საავადმყოფოც ჩაერთო💪🏻💪🏻

შეგახსენებთ, ერთ დონორს საშუალოდ სამი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია🦸🏻‍♂️🦸🏼‍♀️

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თერგის ანტრეპრენერთა კლუბის მორიგი შეხვედრა შედგა🤝🏻შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა შეი...
31/05/2025

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თერგის ანტრეპრენერთა კლუბის მორიგი შეხვედრა შედგა🤝🏻

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა შეისწავლეს Facebook ads manager-ით რეკლამირება და სტრატეგიები🚀

შეხვედრას უძღვებოდა მარკეტინგული სააგენტო Erko🤍

შეგახსენებთ, ერკომ საკუთარი რჩეულისთვის 10 000 ლარიანი გრანტი გამოჰყო💪🏻

სხვა მხრივ, კლუბის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ საშუალება მოიპოვონ ინვესტიცია საკუთარი ბიზნესიდეებისთვის🩵🤍
#თერგი #თსუანტრეპრენერთაკლუბი

"თავისუფლების მოყვარე ერებს, ვით ზღვას ვერავინ ვერ შეაჩერებს" - გალაკტიონ ტაბიძე გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღ...
25/05/2025

"თავისუფლების მოყვარე ერებს, ვით ზღვას ვერავინ ვერ შეაჩერებს" - გალაკტიონ ტაბიძე

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪🇬🇪

#თერგი
#თერგიმოდის
#სდრ
#საქართველო
#26მაისი

📍 9 მაისს , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა "ანტრეპრენერთა სტუდენტური კლუბის" მეოთხე სამუშაო შეხვედრა.📍შეხვედ...
19/05/2025

📍 9 მაისს , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა "ანტრეპრენერთა სტუდენტური კლუბის" მეოთხე სამუშაო შეხვედრა.

📍შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს და განიხილეს შემდეგი თემები:

• Ecommerce
• Online ბიზნესი
• Dropshipping

📍 სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რეალურ ქეისებზე ემუშავათ და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ.

🚀ეს მხოლოდ დასაწყისია – კლუბის მიზანია, გახდეს სივრცე, სადაც მომავალი მეწარმეები გაიზიარებენ გამოცდილებას, განივითარებენ უნარებს და მოიპოვებენ დაფინანსებას თავიანთი ბიზნეს იდეისთვის.

Sfero Holding · სფერო ჰოლდინგი

📍 10 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა "ანტრეპრენერთა სტუდენტური კლუბის" პირველი სამუშაო შეხვედრა.📍შეხვედრი...
11/05/2025

📍 10 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა "ანტრეპრენერთა სტუდენტური კლუბის" პირველი სამუშაო შეხვედრა.

📍შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს და განიხილეს შემდეგი თემები:

• როგორ ვიპოვნოთ პერსპექტიული ნიშა – რა არის ნიშა, როგორ შევარჩიოთ ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული მიმართულება და რას გულისხმობს პერსპექტიულობა;
• ბიზნეს მოდელის განსაზღვრა – როგორ ავაწყოთ ეფექტური ბიზნეს სტრუქტურა და რას გვასწავლის პრაქტიკული მაგალითი;
• ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი – როგორ შევისწავლოთ მომხმარებელი, გავაანალიზოთ კონკურენტული გარემო და გამოვიყენოთ ინსტრუმენტები, როგორიცაა SWOT, PESTEL და Buyer Persona.

📍 სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რეალურ ქეისებზე ემუშავათ და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ.

🚀ეს მხოლოდ დასაწყისია – კლუბის მიზანია, გახდეს სივრცე, სადაც მომავალი მეწარმეები გაიზიარებენ გამოცდილებას, განივითარებენ უნარებს და მოიპოვებენ დაფინანსებას თავიანთი ბიზნეს იდეისთვის.

კლუბის გენერალური პარტნიორი და მთავარი ინვესტორია Sfero Holding · სფერო ჰოლდინგი

დღეს, "თერგის" ორგანიზებით, ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე: "არჩევნები, მიღებული გაკვეთილები და პერსპექტივა" ღონისძიებას ...
06/05/2025

დღეს, "თერგის" ორგანიზებით, ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე: "არჩევნები, მიღებული გაკვეთილები და პერსპექტივა"

ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და არჩევნები 2024-ის დამკვირვებლები.

შეხვედრამ ჩაიარა ძალიან პროდუქტიულად. სპიკერმა და დამსწრეებმა ისაუბრეს განვლილ არჩევნებზე, დაშვებულ შეცდომებსა და სამომავლო გეგმებზე.

მადლობას ვუხდით დაინტერესებულ პირებსა და ქალბატონ ანას.

❤️✅️

#თერგი

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when TERGI - თერგი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share