30/01/2024
❌ ნუ დაიზარებთ წაიკითხეთ ბოლომდე
პატარა ანა-მარიას ვიდეო დავდე.....ანა-მარია 3 წლისაა და ჯერ ახლა სწავლობს საუბარს,მიუხედავად ამისა სულ დაწყობილად ჩამომიტიტინა თავისი გასაჭირი.
32 000 ადამიანმა ნახა ამ გვერდზე ეს ვიდეო სიკეთის ქალაქი და გაზიარება რომ ვითხოვე ვიდეოსი.... ეს მხოლოდ 894 გაიგო....ესეც თანხის დარიცხვის თხოვნა ხომ არ იყო....სიმართლე გითხრათ არ მესმის ჩემო მეგობრებო.
სიკეთის ქალაქის ფეისბუქ გვერდზე 250 000 ადამიანი არის გაწევრიანებული და ამ ხალხის მეოთხედი მაინც რომ აზიარებდეს ვიდეოს....მერწმუნეთ ამ ოჯახებს ფეხზე დავაყენებდით.
პატარა ანა-მარიასთან 32000 ადამიანიდან მხოლოდ 7 -მა დარიცხა თანხა რაც შეძლო (უღრმესი მადლობა მათ)
არა და ანა-მარია გველოდება.....იმედია ამ პოსტის ნახვის შემდეგ მაინც ნახავთ ვიდეოს ამ პატარა ქალბატონზე და
თუ დახმარებით ვერ დაეხმარებით გადააზიარებთ მაინც,რომ სხვამ ნახოს მისი ისტორია.
ფეისბუქს ინფორმაციის გავრცელების თავისი წესები აქვს....ლოგარითმი თუ ხედავს რომ ვიდეოს არც კომენტარები აქვს და არც გაზიარება,მაშინ ის თვლის რომ ეს კონტენტი არაა საინტერესო,ამიტომ აღარ ავრცელებს.....აი ამიტომაა რომ ყოველ ჯერზე ყველას გთხოვთ და გეხვეწებით ვიდეოს გაზიარებას....
სიკეთის ქალაქში არც ოფისებზე იხარჯება ტანხა და არც ხელფასებზე,არც ბენზინზე ვხარჯავთ თქვენს დარიცხულ ფულს(ბენზინის ხარჯი ესაა ჩემი ოჯახიდან გაწეული მათი დახმარება,თუ არ მაქვს არ მივდივარ გადასაღებად)
მესმის რომ ბევრია გაჭირვებული ბავშვი
მესმის რომ ძნელია ყოველთვის რაღაც შეძლო
მაგრამ ის ხომ ყველას შეგვიძლია რომ გავავრცელოთ და ამით მაინც დაეხმაროთ?
აი ახლაც ორი ოჯახი მელოდება.....უმძიმესს დღეში არიან....ბავშვებს საჭმელი არ აქვთ,თითოეულ მათგანს აქვს მიზეზი....ერთგან მამა პატიმარია (ძალადობის გამო)
მეორეგან ავადაა.....მითხარით დამიწერეთ კომენტარებში როგორ მოვიქცე?არ წავიდე? არ გადავიღო?
ერთი ოჯახი გორის რაიონიდანაა,მეორე კი სიღნაღის რაიონია....მე არ მეზარება....წავალ და გადავიღებ ,მაგრამ თუ ჩემო ქართველებო ....თქვენ ....ამ ჯგუფის წევრებო.....ვიდეოს გადაზიარებაში მაინც არ მომეხმარებით ისე ვერაფერს ვიზავ და ისედაც არაფრის მქონე ბავშვებს.....კიდევ გულს ტყუილი ლოდინით მოვუკლავ.
ამიტომ ძალიან გთხოვთ ვიდეოს რომ დავდებ.....თუ გაქვთ საშუალება 1 ლარიც კი დახმარებაა.....თუ არა და მინდა რომ ყველას გთხოვოთ
გ ა დ ა ა ზ ი ა რ ე თ
ამ ქვეყანაში ბევრი ბავშვი შიმშილობს და ეს საშინელებაა.
ეს ათასობით ბავშვი..... ასე ყველაფერს დანატრებულები,სხვის ხელებში შემყურენი იზრდებიან და მათ ჩვენს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მოუწევთ ცხოვრება....(იმედია ყველას გიფიქრიათ ამაზე) ვფიქრობ რომ ეს დიდი პრობლემა რამოდენიმე წელში აუცილებლად დაუდგება ჩვენს საზოგადოებას.....ძალიან ხშირად ეს ბავშვები ბულინგის მსხვერპლნი არიან....გახსოვთ აბო? ბიჭი ოზურგეთიდან....დღეს რომ ყველაფერი მოუწესრიგდა ხალხის დახმარებით.....ველოსიპედი და სკეითბორდი რომ აჩუქეს.....იცით მე რა მახარა ბავშვმა როოცა დავურეკე? ძლივს მეც გავხდი ჩემი მეგობრებისათვის საჭიროო....აქამდე თხოვება მე არაფრის შემეძლო და დიდად სათამაშოდ არც არავინ მეძახდაო.....
შეიძლება ჩვენ ვერ მოვერიოთ მათ გაჭირვებას სამუდამოდ.....მაგრამ იმას ხომ მაინც შევძლებთ რომ ბავშვებს ვასწავლოთ და ვანახოთ რა არის სიკეთე...ეს ხომ მათ გონებაში დაელექებათ და .....ისე გაიზრდებიან რომ ადამიანები არ შეძულდებათ.
რამოდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ვიდეოში პატარა 6 წლის ვასომ მითხრა : ''მდიდრების შვილებს რომ საჭმელი აქვთ მეც ის მინდა''-ო,რომ ჩავეკითხე რა იყო ეს საჭმელი მან მითხრა შემწვარი კარტოფილიო......წარმოუდგენელია ხომ?
გეთანხმებით....არც მე მეგონა რამოდენიმე წლის წინ რომ საქართველოში ამდენი მშიერი ბავშვი და აცრემლებული მოხუცი იყო.....გადახედეთ ჩემს ვიდეოებს და ნახავთ რომ ეს ჩვენი სამწუხარო რეალობაა...
დრო და დრო ვკითხულობ კომენტარებში რომ ეს ვიდეოები გავუშვა პარლამენტში....ვანახო დეპუტატებს.....მეგობრებო, სამწუხაროდ მე არ მაქვს ასეთი კონტაქტები...სამწუხაროდ მე თქვენსავით ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და არ მაქვს არანაირი წვდომა
საკუთარი თავის სიმაძღრით დაავადებულ ადამიანებთან.
არ მაქვს კონტაქტი და არც მინდა.
ჩემი ვიდეოები არის საჯარო და დარწმუნებული ვარ ნახვა თუ უნდათ ნახავენ კიდეც.
ბევრი ბავშვისათვის შევძლელით და სამუდამოდ შევცვალეთ მათი ცხოვრება.ბევრი ვერ მოვახერხეთ......იმედი მაქვს ამ თქვენი თანადგომით კიდევ ბევრ პატარას გავუხარებთ გულს....მხოლოდ ერთს გთხოვთ
ყველამ გააზიარეთ ხოლმე ეს ვიდეოები.
რომ საშველი ვიპოვოთ მშიერი ბავშვებისათვის.
P.S
ამ პოსტის ქვევით,ჩემს გვერდზე დევს პატარა ანა-მარიას ვიდეო და გთხოვთ ყველამ.....გააზიარეთ.
მაინც აქაც დავწერ მათ რეკვიზიტებს და მისამართსაც.
იმედია ნახავთ ვიდეოს ,და ამ პოსტსაც გადააზიარებთ
ანა-მარიას ოჯახი ცხოვრობს სურამის გარეუბანში
ჩუმათელეთში.....სახლი თბილისიდან მიმავალთ ჩუმათელეთის ტრაფარეტი რომ შეგხვდებათ იქვეა. გაუქმებული რესტორანი ბათუმის გვერდითაა ეს ეზო.
აქ ადრე იყო ჩუმათელეთის სკოლა
ანა-მარიას მამას ჰქვია გიორგი
❤ პატივისცემით სიკეთის ქალაქის დამფუძნებელი და ყველა ვიდეოს ავტორი-- ნანა შველიძე