ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ა.ა.ი.პ. ქალაქ ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი

05/06/2026
01/06/2026

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ი ს ა თ ვ ი ს:

მ/წლის 12 ივნისს, სსიპ.ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით , ა(ა)იპ „ქ.ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის“ და დ კ ე ც ი ს იმერეთის ზონალური სამსახურის ორგანიზებით დაავადებათა ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მიზნით , ტარდება სკრინინგის უფასო აქცია, ქ.ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკის (ნიკეას ქ.N46ბ) მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ ჩაიტარონ:
1.ძუძუს კიბოს სკრინინგი (40-დან 70-მდე წლის ასაკის ქალბატონები).
2.საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი (25-დან 60-მდე წლის ასაკის ქალბატონები).
3.პროსტატის კიბოს სკრინინგი (50-70 წლის მამაკაცები)
4.არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი.
5.სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა.
6.ინფექციური დაავადებების (ბ, ც ჰეპატიტების და აივ ინფექციის) სკრინინგი.
გამოკვლევებს ჩაატარებს სამედიცინო დაწესებულება „ჰერა“-ს კვალიფიციური პერსონალი.
გთხოვთ, თქვენივე ჯანმრთელობისათვის მიიღოთ აქტიური მონაწილეობა აქციაში შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფების ბენეფიციარებმა.

ქ.ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ადმინისტრაციის თხოვნით,  მ/წლის 29 მაისს ა(ა)იპ ქ. ''ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელ...
29/05/2026

ქ.ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ადმინისტრაციის თხოვნით, მ/წლის 29 მაისს ა(ა)იპ ქ. ''ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის’’ ცენტრის სპეციალისტებმა, დ კ ე ც-ის იმერეთის ზონალური სამსახურის მხარდაჭერით, ჩაატარა პანსიონატის ბენეფიციარების და თანამშრომლების სკრინინგი ბ, ც, და აივ ინფექციებზე.

ა(ა)იპ ‘’ქ. ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის’’ ცენტრი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, დამტკიცებული გეგმა-გრ...
21/05/2026

ა(ა)იპ ‘’ქ. ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის’’ ცენტრი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად პერიოდულად ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგს სხვა და სხვა მიმართულებით: (ეპიდზედამხედველობა, ‘’ც’’ ჰეპატიტის და მალარიის სახელმწიფო პროგრამა) და აძლევს მეთოდურ რეკომენდაციებს სამედიცინო დაწესებულებების პერსონალს.
აღნიშნულიდან გამომდინარე მ/წლის 20 მაისს, ცენტრის სპეციალისტები შეხვდნენ სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ქუთაისის სამედიცინო ცენტრის, დას. საქართველოს სამედიცინო ცენტრის და კლინიკა ნურალიძე „უნიქალ მედი“-ის სამედიცინო პერსონალს და დასახეს მომავალი ღონისძიებების ინიციატივები.

17 მაისი ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება. მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გულ-ს...
19/05/2026

17 მაისი ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება. მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორების: არტერიული ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და კონტროლის შესახებ.
მიმდინარე წელს კამპანიის წლევანდელი თემის "ვაკონტროლოთ ჰიპერტენზია ერთად" ფარგლებში, ა.ა.ი.პ. ქ.ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-სპეციალისტები ეწვივნენ ქ. ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს, ესაუბრნენ არტერიულ ჰიპერტენზიაზე, მის პრევენციასა და რისკ ფაქტორებზე.
ბენეფიციარებს სურვილისამებრ გაეზომათ არტერიული წნევა და მიეცათ სათანადო რეკომენდაციები.
მადლობა თანამშრომლობისათვის პანსიონატის ხელმძღვანელობას ( დირექტორს მ. ბადირეიშვილს) და სამედიცინო პერსონალს.

15/05/2026
მ/ წლის 14 მაისს ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში“ შედგა შეხვედრა იაპონიის საერთაშორისო თა...
15/05/2026

მ/ წლის 14 მაისს ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში“ შედგა შეხვედრა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენლებთან, რომლებმაც ისაუბრეს „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის წიგნის“ პროექტზე, რაც ითვალისწინებს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის დანერგვით მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას.
(JICA)-ს წარმომადგენლები დაინტერესდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურით, ფუნქციებით, ინფორმაცია მიიღეს მუშაობის სპეციფიკაზე და მოისმინეს ჯანდაცვის სპეციალისტების აზრი „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის წიგნის“ დანერგვასა და გავრცელებასთან დაკავშირებით.

მ/ წლის 13 მაისს  ჯანმრთელობის ცენტრ „ჰერა“-ში გაიმართა შეხვედრა ოჯახის ექიმებთან, იმუნიზაციის დაბალი მოცვის მაჩვენებლებ...
14/05/2026

მ/ წლის 13 მაისს ჯანმრთელობის ცენტრ „ჰერა“-ში გაიმართა შეხვედრა ოჯახის ექიმებთან, იმუნიზაციის დაბალი მოცვის მაჩვენებლების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის გზების დასაგეგმად.
შეხვედრას უძღვებოდა ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის“ ექიმი ეპიდემიოლოგი ნინო ჩიქოვანი
შეხვედრის ორგანიზატორი იყო ჯანმრთელობის ცენტრი“ჰერას“ ხელმძღვანელობა.
შეხვედრა წარიმართა საინტერესოდ, დისკუსიის რეჟიმში.

14/05/2026
ა/ წლის 1 მაისს ა(ა)იპ  „ქ. ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში“  სტუმრად იმყოფებოდნენ სსიპ  ლ.საყვარელი...
11/05/2026

ა/ წლის 1 მაისს ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში“ სტუმრად იმყოფებოდნენ სსიპ ლ.საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ბატონი ირაკლი ფურცელაძე და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ისინი ადგილზე შეხვდნენ ცენტრის თანამშრომლებს, დაათვალიერეს მათი სამუშაო პირობები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე.

Address

დუმბაძის #61
Kutaisi
4600

Telephone

+995431240076

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share