დიმელი ქალები

დიმელი ქალები დიმი იმერული სოფელია, სადაც მცხოვრები ქალები სოფლის გაძლიერებისთვის მოხალისეობრივად ვშრომობთ.

02/06/2026

🪄🔮 სანდრომ წიგნების ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაურა

26/05/2026

დიმელი მამები მამების შეხვედრაზე

👨‍👧‍👦 დიმელი მამები საუბრობენ შვილების დამოუკიდებლობაზე და არამხოლოდ. თურმე, როგორი საჭიროა ერთმანეთისთვის ამ გამოცდილებ...
26/05/2026

👨‍👧‍👦 დიმელი მამები საუბრობენ შვილების დამოუკიდებლობაზე და არამხოლოდ. თურმე, როგორი საჭიროა ერთმანეთისთვის ამ გამოცდილების გაზიარება.

👨‍🏫 შეხვედრის გაძღოლისთვის განსაკუთრებული მადლობა განსაკუთრებულ მამსწავლებელ გიორგი ლიპარიშვილს.

🔸 დიმში მამების შეხვედრა ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის - UNFPA in Georgia-ს მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

ფოტოები: გიორგი ცაავა

👨‍🍼 დიმელ მამებთან შეხვედრაც შედგა. 🥰
24/05/2026

👨‍🍼 დიმელ მამებთან შეხვედრაც შედგა. 🥰

📚  სანდრო, ბავშვები და სანდროს წიგნები.დღეიდან ბავშვებს, მოზარდებს და მოზრდილებს შეგიძლიათ წიგნების გატანა ნინასოულის ბი...
23/05/2026

📚 სანდრო, ბავშვები და სანდროს წიგნები.

დღეიდან ბავშვებს, მოზარდებს და მოზრდილებს შეგიძლიათ წიგნების გატანა ნინასოულის ბიბლიოთეკიდან.

23/05/2026

🎨 სანდრო ასათიანი გვიყვება, როგორ გადმოსცემდნენ ადამიანები ამბებს მანამ, სანამ ანბანს და წიგნებს გამოიგონებდნენ.

📚 თუ 7-13 წლის ხარ და გაინტერესებს, რა ჯადოსნობა ტრიალებს წიგნების შექმნისას, შაბათს დიმში „ნინასოულის“ ბიბლიოთეკის გახს...
20/05/2026

📚 თუ 7-13 წლის ხარ და გაინტერესებს, რა ჯადოსნობა ტრიალებს წიგნების შექმნისას, შაბათს დიმში „ნინასოულის“ ბიბლიოთეკის გახსნაზე გეპატიჟებით.

🎨 პირველი წიგნებიდან საკუთარ წიგნებამდე: ვისაუბრებთ წიგნის ისტორიაზე, სანდრო ასათიანი გაგვაცნობს საკუთარ წიგნებს; ბავშვები კი წიგნის ილუსტრაციებს მოამზადებთ.

✍️ სანდრო ასათიანი მხატვარი, მწერალი და ლექტორია და ძალიან ბევრს შრომობს, რომ ყველაფერი, რაც თავად იცის: ხატვა, წერა, წიგნების შექმნა და ციფრული ტექნოლოგიები, ბავშვებსაც ასწავლოს და შეაყვაროს. ჰოდა, მისი დახმარებით შენც შეგიძლია გქონდეს საკუთარი წიგნი, თუნდაც ამ ასაკში.

📋 შეხვედრაში მონაწილეობა უფასოა, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfoTXsLUMraBIUGAw-SNMZDBgLkzPP3O1d6FxGoGlVRZcrbYA/viewform?usp=preview

👨‍👧 სულ ქალებისა და ბავშვებისთვის კი არ გვეგმავთ შეხვედრებს - ამ კვირას დიმელი და ბაღდათელი მამები უნდა მოგიწვიოთ იმ ყვე...
19/05/2026

👨‍👧 სულ ქალებისა და ბავშვებისთვის კი არ გვეგმავთ შეხვედრებს - ამ კვირას დიმელი და ბაღდათელი მამები უნდა მოგიწვიოთ იმ ყველაფერზე სასაუბროდ, რასაც მამობა მოიცავს. მამებთან შეხვედრას საქვეყნოდ ცნობილი მასწავლებელი, და არაჩვეულებრივი მამა, გიორგი ლიპარიშვილი გაუძღვება.

👨‍🏫 გიორგი “მამების სკოლას” გაგაცნობთ და თქვენთან ერთად თანასწორ მშობლობაზე, შვილების ცხოვრებაში მამის გავლენასა და როლის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. შეხვედრა განსაკუთრებით ღირებული იქნება 0-13 წლის ასაკის ბავშვების მამებისთვის, თუმცა, სურვილის შემთხვევაში ყველა მამას გელით.

💌 შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, მოგვწეროთ პირად შეტყობინებებში.

შეხვედრები იმართება პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (მეორე ფაზა) ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

🎅 59 წერილი მივიღეთ და 66 დიმელი ბავშვი გავაბედნიერეთ ამ კეთილი ელფების: მუროს, თამარის, ბექას და მათი გუნდის შეუფასებელ...
29/12/2025

🎅 59 წერილი მივიღეთ და 66 დიმელი ბავშვი გავაბედნიერეთ ამ კეთილი ელფების: მუროს, თამარის, ბექას და მათი გუნდის შეუფასებელი და სრულად მოხალისეობრივი ძალისხმევის წყალობით.

🎁 უდიდეს მადლობას გიხდით ყველას, ვინც დიმელი ბავშვებისთვის საიდუმლო სანტობის სურვილი გამოთქვით და დაარწმუნეთ, რომ ამ ქვეყნად მათ უამრავი მეგობარი და გულშემატკივარი ჰყავთ. მათი გაბრწყინებული და მადლიერი თვალები არასდროს დაგვავიწყდება.

🔮 დიდი მადლობა ტატოს და ლელას "მერილენდში" მხიარული მიღებისთვის.

სიყვარულით,

ნინო, თამუნა, ლილი და სხვა დიმელი ქალები

Buckswood Volunteers' Club - BVC - ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბი

P.S. რადგან ბავშვების საჯაროდ იდენტიფიცირებას არ ვახდენთ, ღონისძიების ფოტოებსაც არ ვასაჯაროებთ.
თუმცა, დიმელ ქალებს თუ რამე დაგვეჯერება, ნამდვილად ჯადოსნური, სიკეთით და სიხარულით სავსე დღე გვქონდა გუშინ. 🪄

24/12/2025

🎅 სანამ თოვლის ბაბუა ჩამოვა და საიდუმლო სანტების საჩუქრებს ჩამოიტანს, 2024 წლის ამბები გავიხსენოთ.

Address

დიმი
Bagdat'i
1000

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დიმელი ქალები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share