DMO Imereti

DMO Imereti DMO Imereti - იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია
(1)

🚡 🌄 ჭიათურა — ქალაქი, რომლის უნიკალურმა რელიეფმა მისი ხასიათიც განსაზღვრა. კლდეებსა და ხეობებს შორის გაბმულმა საბაგირო გ...
10/08/2026

🚡 🌄 ჭიათურა — ქალაქი, რომლის უნიკალურმა რელიეფმა მისი ხასიათიც განსაზღვრა. კლდეებსა და ხეობებს შორის გაბმულმა საბაგირო გზებმა ქალაქის ყოველდღიურობა და არქიტექტურული იერსახე შეცვალა და ჭიათურას „საჰაერო ვენეციის“ სახელიც მოუტანა. ისტორიული და თანამედროვე გონდოლები დღეს უკვე მხოლოდ ტრანსპორტი აღარ არის — ისინი ჭიათურის ინდუსტრიული მემკვიდრეობის, კულტურული იდენტობისა და განსაკუთრებული ხიბლის ნაწილია.

03/08/2026
🇬🇪 საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმერეთში ტუროპერატორებისთვის სამდღიანი ინფოტური გამართა, რომლის მიზანი ...
29/07/2026

🇬🇪 საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმერეთში ტუროპერატორებისთვის სამდღიანი ინფოტური გამართა, რომლის მიზანი რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ახალი ტურისტული პროდუქტების გაცნობა იყო.

🤝 DMO იმერეთმა, როგორც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პარტნიორმა ორგანიზაციამ, აქტიური მონაწილეობა მიიღო ინფოტურის პროგრამის დაგეგმვასა და შინაარსის ფორმირებაში, განსაკუთრებული აქცენტი კი ბოლო პერიოდში იმერეთში შექმნილ ახალ ტურისტულ პროდუქტებზე გაკეთდა.

📍 ინფოტურის ფარგლებში ტუროპერატორებმა მოინახულეს:
🍷 ახალი მარნები;
🥾 სათავგადასავლო ტურიზმის ობიექტები;
🐎 საცხენოსნო კლუბი;
🏕️ ტურისტული ბანაკი;
💡 ტექნოლოგიური ჰაბი;
✨ და სხვა საინტერესო ლოკაციები, რომლებიც იმერეთის მრავალფეროვან ტურისტულ შეთავაზებას კიდევ უფრო ამდიდრებს.

📲 DMO იმერეთმა მონაწილეებს ასევე წარუდგინა ორგანიზაციის მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტები:
🧭 AR ქალაქის ტური;
📱 სმარტ ტურიზმის მიმართულება;
🏺 კერამიკის ახალი სახელოსნო, რომელიც მალე დაიწყებს ფუნქციონირებას.

💚 მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს ახალი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას, რეგიონში ტურისტული გამოცდილების გამრავალფეროვნებასა და იმერეთის, როგორც გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილის, კიდევ უფრო ეფექტიან წარმოჩენას.

✨ კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი გვაქვს გასაზიარებელი. „მზისკარი“ Public Choice Award-ის - საზოგადოების არჩევანის ჯილდოსთვ...
29/07/2026

✨ კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი გვაქვს გასაზიარებელი. „მზისკარი“ Public Choice Award-ის - საზოგადოების არჩევანის ჯილდოსთვის ხმის მიცემაში მონაწილეობს.
თუ ოდესმე გიგრძვნიათ, რომ ქართული სტუმართმოყვარეობა, ოჯახური სუფრა და ავთენტური გემოები განსაკუთრებულ ისტორიებს ჰყვება, ახლა სწორედ ამ ისტორიების მხარდაჭერის დროა.
თქვენი ერთი ხმა „მზისკარის“ მასპინძლების, მათი ტრადიციებისა და იმ გამოცდილებების მხარდაჭერაა, რომლებიც საქართველოს ყველაზე გულწრფელი სახით აცნობს მსოფლიოს.
👉 გადადით ბმულზე, აირჩიეთ კატეგორია „Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences“ და მიეცით ხმა „მზისკარს“.
🔗 https://culturaltourism.awardstage.com/ #!/public-choice-voting

We use necessary cookies to make our site work. We'd also like to set analytics cookies that help us make improvements by measuring how you use the site. These will be set only if you accept.

🍽️ GASTRO — სივრცე, სადაც იმერული სტუმართმასპინძლობა და კულინარიული ხელოვნება ერთიანდება.❤️ ჩვენი მიზანია, სტუმრებს შევა...
29/07/2026

🍽️ GASTRO — სივრცე, სადაც იმერული სტუმართმასპინძლობა და კულინარიული ხელოვნება ერთიანდება.

❤️ ჩვენი მიზანია, სტუმრებს შევაყვაროთ ქართული სამზარეულო არა მხოლოდ დაგემოვნებით, არამედ უშუალო მონაწილეობით — საკუთარი ხელით მოამზადონ პირველი ხაჭაპური თუ სხვა ტრადიციული ქართული კერძები.

👨‍🍳👩‍🍳 ტურისტებისა და ბავშვებისთვის შევქმენით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მასტერკლასი, სადაც მონაწილეები ცომის მოზელიდან კეცზე გამოცხობამდე მთელ პროცესს თავად გადიან.

🎓🧒 მოსწავლეებისთვის კი სპეციალური საგანმანათლებლო ფორმატი გვაქვს, სადაც ისინი შემეცნებითი თამაშის საშუალებით ეცნობიან ქართული კერძების ისტორიას და თავად ხდებიან პატარა შეფ-მზარეულები.

🌍🍝 ინდივიდუალური ჯგუფებისთვის ვამზადებთ როგორც ქართულ, ისე სხვა ქვეყნების კერძებს (მაგალითად, იტალიურ პასტას), ხოლო კულინარიული გამოცდილება სრულდება საერთო ვახშმითა და ღვინის დეგუსტაციით. 🍷✨

📞 +995 574 46 82 82
✉️ Email: [email protected]
📸 Instagram:

28/07/2026

✈️ წლის ბოლოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვის გარეშე შეძლებს | ლევან მოსეშვილი

28/07/2026
28/07/2026

🎬 საქართველო Netflix-ზე - საერთაშორისო შოუს ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი საქართველოს მიეძღვნება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საერთაშორისო შოუს გადაღებები საქართველოში გაიმართა. პროექტის წამყვანი, ჰოლივუდის მსახიობი შეილინ ვუდლი, რომელიც ცნობილია სერიალიდან Big Little Lies და ფილმებიდან Divergent, The Fault in Our Stars და სხვა, გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვია.

თბილისის შემდეგ გადაღებები აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში გაიმართა. მსახიობი ადგილობრივ კულტურას, ტრადიციულ რეცეპტებსა და თითოეული რეგიონის თავისებურებებს უშუალოდ ადგილზე გაეცნო.

საერთაშორისო შოუს ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი სრულად საქართველოს მიეძღვნება და ქვეყნის ტურისტულ, გასტრონომიულ და კულტურულ მრავალფეროვნებას წარმოაჩენს.

გადაღებული მასალა გლობალურ სტრიმინგ პლატფორმა Netflix-ზე განთავსდება და საერთაშორისო აუდიტორიას საქართველოს კიდევ უფრო ფართოდ გააცნობს.

Address

Rustaveli Street 9a
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 09:00 - 18:00
Sunday 09:00 - 18:00

Telephone

+995322370000

Alerts

Be the first to know and let us send you an email when DMO Imereti posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to DMO Imereti:

Shortcuts

Share