ეს არის ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცე. +4 წლიდან ნებისმიერს ვთავაზობთ განმავითარებელ მრავალფეროვან პროგრამებსა და პროფესიულ სწავლებას.
სწავლა არის ინფორმაციის მიღება, უნარების განვითარება, შემოქმედებითი აზროვნების გაღვივება და პიროვნული ზრდა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "NextGen Academy"/"ახალი თაობის აკადემი"-ის გვერდზე.
ჩვენ ვართ ინოვაციური საგანმანათლებლო ცენტრი 4-დან 18 წლამდე მოსწავლეე
ბისთვის, სადაც ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებული პროგრამებითა და პროფესიული სწავლებით ვზრდით მომავალ ლიდერებს. აქ თქვენი შვილი შეიძენს აკადემიური წარმატებისა და პროფესიული წინსვლისთვის საჭირო ყველა უნარს.
ჩვენი მისიაა, გავხდეთ თქვენი შვილის წარმატების ფორმულა ქუთაისში.
რას გთავაზობთ NextGen Academy/ახალი თაობის აკადემია?
ჩვენი მრავალფეროვანი პროგრამები მოიცავს:
* სკოლამდელ და დაწყებით საფეხურის მომზადებას: „მზადება სკოლისთვის“ და „ჰიპერი“ - აქტიური ბავშვების ქცევის კორექციისთვის, ასევე I-IV კლასის მოსწავლეთა სრულყოფილი საგნობრივი მომზადება.
* სკოლის შემდგომ პროგრამას (გახანგრძლივებული): I-IV კლასის მოსწავლეებისთვის, საშინაო დავალებების მომზადებით, შემოქმედებითი აქტივობებითა და დასვენებით.
* აკადემიური საგნების მომზადებას (V-IX კლასისთვის): მათემატიკა, ფიზიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, რუსული ენა და ინგლისური ენა.
* სასაუბრო ინგლისური ენის კურსებს: პატარებისთვის (6-11 წელი) და მოზარდებისთვის (12-16 წელი).
* შემოქმედებით და განმავითარებელ წრეებს: ხატვის, ჭადრაკისა და მხატვრული კითხვის წრეები (6-14 წლის ბავშვებისთვის).
* პროფესიულ სწავლებასა და წრეებს (14-18 წლის მოზარდებისთვის): კულინარია და ცხობა, საოფისე პროგრამები, მეწარმეობა, ჟურნალისტიკა და მედიაწიგნიერება, დებატების წრე, კრიტიკული აზროვნების ლაბორატორია, კარიერული ორიენტაცია და პროფესიის არჩევა.
!!! NextGen Academy-ში 18+ წლის ადამიანებისთვის გვაქვს პროფესიული განვითარების პროგრამები: კომპიუტერული პროგრამები (მათ შორის Excel-ის სიღრმისეული კურსი), პროექტების წერა, მცირე ბიზნესის შექმნა, ციფრული მარკეტინგი, სასაუბრო ინგლისური ენა, კულინარიის ხელოვნება. NextGen Academy არა მხოლოდ ინდივიდუალურ პირებს სთავაზობს განვითარების შესაძლებლობებს, არამედ აქტიურად თანამშრომლობს ბიზნეს სექტორთანაც. გვესმის, რომ დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში კომპანიებისთვის გადამწყვეტია თანამშრომლების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და ახალი უნარების შეძენა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ ინდივიდუალურ, მორგებულ გადამზადების პროგრამებს კომპანიებსა და ორგანიზაციებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 574 32 32 35.
შემოგვიერთდით NextGen Academy-ში და ერთად შევქმნათ წარმატებული მომავალი!