02/16/2026
⭕️ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საერთაშორისო ფორუმი და თემატურად
დაკავშირებული ღონისძიებების პროგრამა
ორგანიზატორი: ქართული-ამერიკული ბიზნეს ასოციაცია (GABA)
ადგილმდებარეობა: ნიუ-იორკი
თარიღები: 12–15 მარტი, 2026
ორგანიზატორის შესახებ:
ქართულ-ამერიკული ბიზნეს ასოციაცია (Georgian American Business Associacion-GABA)
არის არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის სათაო ოფისი ნიუ-
იორკში მდებარეობს და დაფუძნდა 2022 წელს. ორგანიზაციის მისიაა საქართველოსა
და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკური, პროფესიული და
კულტურული კავშირების გაძლიერება, მეწარმეობის მხარდაჭერა, ცოდნის გაზიარება
და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.
GABA წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ქართულ და ამერიკულ
ბიზნესებს, მეწარმეებს, პროფესიონალებსა და დიასპორის წარმომადგენლებს.
ასოციაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მცირე და საშუალო ბიზნესების
მხარდაჭერასა და განვითარებას, ქალთა მეწარმეობის გაძლიერებას, ინოვაციური
მიდგომების დანერგვას და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.
ღონისძიების კონცეფცია და მიზანი:
GABA-ს ორგანიზებით დაგეგმილი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების
საერთაშორისო ფორუმი და თემატურად დაკავშირებული ღონისძიებები ქმნის
იდეების, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გადაკვეთის სივრცეს, სადაც
ქართული, დიასპორული და ამერიკული ბიზნესები ერთმანეთს ხვდებიან რეალური
თანამშრომლობის, ბაზარზე წვდომისა და განვითარების მიზნით.
პროგრამა მიზნად
ისახავს არა მხოლოდ ბიზნეს კავშირების გაღრმავებას, არამედ ახალი ეკონომიკური
გზების აღმოჩენასა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების გენერირებას,
განსაკუთრებით აშშ ბაზარზე შესვლის, ბიზნესის ზრდისა და პარტნიორობების
განვითარების მიმართულებით.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეები ჩაერთვებიან დინამიკურ პროფესიულ გარემოში,
რომელიც ხელს შეუწყობს:
• პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას სხვადასხვა სექტორსა და
ბაზარზე;
• წარმატებული ბიზნეს ისტორიებისა და მოქმედი ბიზნეს მოდელების გაცნობას
აშშ-ში;
• ახალი პარტნიორობებისა და ერთობლივი ინიციატივების ფორმირებას;
• იდეების გარდაქმნას კონკრეტულ ბიზნეს გადაწყვეტილებებად და
ქმედებებად.
სამიზნე აუდიტორია:
• ბიზნეს ლიდერები;
• მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები;
• სტარტაპები და ინოვატორები;
• ექსპორტ–იმპორტზე ორიენტირებული კომპანიები;
• საერთაშორისო/პროფესიული ორგანიზაციები და პარტნიორი
სტრუქტურების წარმომადგენლები.
პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი
10 მარტი (სამშაბათი) — ჩამოსვლა და მოკლე გაცნობითი შეხვედრა
(არასავალდებულო)
• მონაწილეების ჩამოსვლა ნიუ-იორკში
• საკონტაქტო შეხვედრა/ინფორმაციული ბრიფინგი და „Welcome Networking“
12 მარტი (ხუთშაბათი) — მთავარი კონფერენცია (LUMA STUDIOS address: Garment
district, 38 the street and 8th ave, NYC, NY).
ფორმატი : პანელური დისკუსიები + პრაქტიკული ვორქშოფები + ნეთვორქინგი
სესია 1 — ბიზნესის დაწყება აშშ-ში (Start Smart)
• პროდუქტის პოტენციალი აშშ ბაზარზე (მოთხოვნის ლოგიკა)
• ბიზნესის რეგისტრაცია (LLC / Corporation)
• საგადასახადო და სალიცენზიო მოთხოვნები, იურიდიული საკითხები
• გავრცელებული შეცდომები და პრაქტიკული რეკომენდაციები
• Q&A: „ჩემი პირველი 90 დღე ბიზნესში“
სესია 2 — ფინანსური ხელმისაწვდომობა (Access to Finance) და ბიზნესის ზრდა და
მასშტაბირება (Scale & Grow)
• ბანკები, სესხები და credit score: რა მუშაობს რეალურად
• გრანტები/მიკროდაფინანსება/ალტერნატიული რესურსები
• ინვესტორთან საუბრის ლოგიკა: pitch, numbers, trust
• ციფრული გაყიდვები (B2C/B2B), პლატფორმები და არხები
• ბრენდინგი ამერიკულ ბაზარზე: ნდობა და რეპუტაცია
• მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება
• მდგრადი ზრდის პრინციპები - პრაქტიკული მაგალითი
სესია 3 — დიასპორა როგორც ეკონომიკური გაძლიერების და საერთაშორისო
ინტეგრაციის რესურსი
• წარმატებული ქალი მეწარმეების გამოცდილების გაზიარება;
• ქალთა დიასპორული ქსელების მნიშვნელობა საერთაშორისო ბაზრებზე
წვდომის, პარტნიორობებისა და ინვესტიციების მოზიდვის პროცესში;
• თანამშრომლობის შესაძლებლობები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ
მცხოვრებ ქალ მეწარმეებს შორის (დისკუსია).
13 მარტი (პარასკევი) — შეხვედრა გაეროში (NYC)
ფორმატი: სამუშაო შეხვედრა / მრგვალი მაგიდა
ძირითადი საკითხები:
• დიასპორა როგორც ეკონომიკური ინტეგრაციის რესურსი
• მცირე ბიზნესების მხარდაჭერის საერთაშორისო მიდგომები
• ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ბაზარზე წვდომა
• პარტნიორობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან: თანამშრომლობის
ფორმატები და მექანიზმები
14 მარტი (შაბათი) — სექტორული პრაქტიკა და პროფესიული ვიზიტები
მიმართულება A — კვების ბიზნესი და ექსპორტი
• კულინარიული მასტერკლასი (პროდუქტის კულტურული და კომერციული
პოტენციალი)
• კვების უსაფრთხოება, სტანდარტები, ლეიბლინგი (მთავარი პრინციპები)
• ბრენდინგი და მომხმარებელთან კომუნიკაცია
• პრაქტიკული განხილვა: „როგორ ვაქციოთ კულინარია ექსპორტის
პროდუქტად“
მიმართულება B — სერვისბიზნესი (ჯანდაცვა/ესთეტიკური მედიცინა)
• მომსახურების ბიზნესის სტრუქტურა და ხარისხის მართვა
• რეგულაციები და ეთიკა
• მომხმარებლის ნდობა, რეპუტაცია, განმეორებითი გაყიდვები
• პრაქტიკული მაგალითები და კითხვა–პასუხი
15 მარტი (კვირა) — Ruby Awards Luncheon (The Historic Old Bermuda Inn, Staten Island,
New York). დრო: 12:00 PM – 4:00 PM
ორგანიზატორი: Soroptimist International of Staten Island
Ruby Awards Luncheon წარმოადგენს ყოველწლიურ პრესტიჟულ ღონისძიებას,
რომლის ფარგლებში აღიარებას იღებენ ქალები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი
შეაქვთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, განათლებისა და თანასწორობის
ხელშეწყობაში. ღონისძიება ასევე მიზნად ისახავს რესურსების მობილიზებას იმ
პროგრამებისთვის, რომლებიც ქალებსა და გოგონებს განათლებასა და პროფესიულ
განვითარებაში ეხმარება.
16 მარტი (ორშაბათი) — პროგრამის შეჯამება და დახურვა (NYC)
თემა: „From Connections to Cooperation“
ფორმატი: შეჯამება + ბიზნეს პიჩები + გალა ვახშამი
• პროგრამის ძირითადი მიგნებები და შედეგების პრეზენტაცია
• ბიზნეს პიჩები (2–3 წუთიანი გამოსვლები მონაწილეებისთვის)
• პარტნიორობების ინიცირება: „Next Steps“ შეთანხმებები
• მადლობები/დაჯილდოება (პარტნიორები, მხარდამჭერები, განსაკუთრებული
მონაწილეები)
• გალა ვახშამი და არაფორმალური ნეთვორქინგი - რესტორანში ,,ასაია“.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საერთაშორისო ფორუმის და თემატურად
დაკავშირებული ღონისძიებების მოსალოდნელი შედეგები:
• ახალი ბიზნეს და პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბება;
• დიასპორის ბიზნეს ქსელის გაძლიერება;
• მონაწილეთა ცოდნის გაზრდა და კომპეტენციების გაძლიერება;
• ქართული ბიზნესების კონკურენტუნარიანობის ზრდა აშშ ბაზარზე;
• GABA-ს საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერება და სამომავლო
თანამშრომლობების საფუძვლის შექმნა.
პროგრამაში მონაწილეობა და ღირებულება:
ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის
საფუძველზე. რეგისტრაციის შემდეგ მონაწილეთა შერჩევა და მონაწილეობა
დასტურდება ორგანიზატორის მიერ.
რეგისტრაციის საფასური:
• GABA არაწევრები- 100 აშშ დოლარი
• GABA წევრებისთვის - უფასო
• რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.
რეგისტრაცია ითვალისწინებს მონაწილეობას
სექტორულ ვიზიტებსა და შეხვედრებში;
ასევე ფორუმის დახურვისა და გალა ღონისძიებაში მონაწილეობას .
მონაწილეობის საფასურში არ შედის : ტრანსპორტის ხარჯები, საცხოვრებელი,
ინდივიდუალური კვება (თუ ორგანიზატორის მიერ დამატებით არ განისაზღვრება სხვა პირობები ).
საკონტაქტო ინფორმაცია
• ელფოსტა: [email protected]