საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრი არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირია, რომელიც აერთიანებს ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევით დაინტერესებულ ადამიანებს.
ორგანიზაციის მიზანია: ა) საქართველოს კულტურული, ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობის კვლევა და შესწავლა;
ბ) მაღალი კულტურული ღირებულების მქონე ქართული ისტორიული ძეგლების შესწავლა, აღწერა და პოპულარიზაცი
ა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
გ) ტურისტული ობიექტების ინფრასტრუქტურული განვითარებისათვის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მოძიების და განხორციელების მხარდაჭერა;
დ) სამეცნიერო საქმიანობის განხორციელება;
ე) ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ განათლება და მათი დაცვის ხელშეწყობა;
ვ) სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ზ) ახალგაზრდების, სტუდენტების ჩართულობა კვლევის ცენტრის საქმიანობაში, მათი პრფესიული ზრდის ხელშეწყობა.
თ) ახალგაზრდებთან კომუნიკაცია და მათი ინფორმირება სამეცნიერო სიახლეების კუთხით.
დასრულებული და მიმდინარე პროექტები:
პროექტის სახელწოდება: ,,ისტორიული სამცხის, ფოცხოვის მხარის ქართული კულრურის ძეგლების აღწერა''.
დონორი: თვითდაფინანსება
პერიოდი: 2010-2013 წწ.
პროექტის სახელწოდება: ,,თურქეთის ტერიტირიაზე მდებარე ქართული ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კვლევა''.
დონორი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პერიოდი: 2014-2016 წწ.
პროექტის სახელწოდება: ,,ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების აღწერა''.
დონორი: თვითდაფინანსება
პერიოდი: 2017 წ.
პროექტის სახელწოდება: ,,თურქეთში მდებარე ისტორიული მხაეეების - სპერის, ბაიბურთის და ლაზეთის ქართული კულტურის ძეგლების ბეჭდური და ონლაინ კატალოგი''.
დონორი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პერიოდი: 2018-2021 წწ. (გადავადებულია მსოფლიო პანდემიის გამო, პროცესი: მიმდინარე)
პროექტის სახელწოდება: ,,ბასიანი - მატერიალური კულტურის ძეგლების ორენოვანი ბეჭდური და ონლაინ კატალოგი''.
დონორი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პერიოდი: 2020-2022 წწ. (გადავადებულია მსოფლიო პანდემიის გამო, პროცესი: მიმდინარე)
პროექტის სახელწოდება: ,,ისტორიული მესხეთის მატერიალური კულტურის ძეგლების ორენოვანი კატალოგი''.
დონორი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პერიოდი: 2023-2026 წწ.
პროექტის სახელწოდება: ,,თუშეთის კულტურული მემკვიდრეობის აღწერა''.
დონორი: თვითდაფინანსება
პერიოდი: 2019-დან დღემდე.
გამოცემული პუბლიკაციები:
http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/305614;
http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/75391; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/153200;
http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/305619; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/305636; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/305639;
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/338555;
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/338554?locale=ka.