Kutaisi Independent Living Center • ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • Kutaisi Independent Living Center • ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი

Kutaisi Independent Living Center • ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი გვერდის მიზანია შშმ თემის გაძლიერება იმერეთის რეგიონში.

📢☺ ყურადღება!
30/12/2025

📢☺ ყურადღება!

26/12/2025

🤝 აი, გამარჯობა თქვენ!

📣♿მეგობრებო, სასიამოვნო სიახლე გვაქვს! ცენტრი დიდი ხნის ადვოკატირების შედეგს გიზიარებთ: ✅ პირადობის ელექტრონული მოწმობის...
24/12/2025

📣♿მეგობრებო, სასიამოვნო სიახლე გვაქვს!
ცენტრი დიდი ხნის ადვოკატირების შედეგს გიზიარებთ:

✅ პირადობის ელექტრონული მოწმობის ღირებულების 50% საფასურისგან თავისუფლდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი.

✅შეღავათით სარგებლობისათვის პირმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი, რომლის თანახმად განსაზღვრული აქვს სტატუსი ,,შშმ ბავშვი“

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საჭირო სერვისები იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ბავშვებისთვისა და მათი ოჯახებისთვის, რადგან მათი სოციალური მოწყვლადობა ბევრად მაღალია სხვადასხვა დაბრკოლებისა თუ ბარიერის გამო.

#ინკლუზია

📣♿🗓 გვერდის ერთგულო მომხმარებლებო, შეგახსენებთ, რომ დღეს 10 დეკემბერია, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე! 📜✍️...
10/12/2025

📣♿🗓 გვერდის ერთგულო მომხმარებლებო, შეგახსენებთ, რომ დღეს 10 დეკემბერია, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე!

📜✍️ ზუსტად 71 წლის წინ ამ დღეს, 1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ — დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ადამიანის უფლებათა სისტემას და წამყვან პრინციპად დააწესა ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და თავისუფლების გარანტია ყველასთვის, ყოველგვარი განსხვავების მიუხედავად.

📜✍️ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია პირველად აცხადებს, რომ თითოეული ადამიანი თავისუფლდება იმ წარმოდგენიდან, თითქოს უფლებებს ვინმეს სიკეთე ან მოწყალება განსაზღვრავს. უფლებები ჩადებულია ადამიანობაში და არის დაუშრეტელი, განუყოფელი და არადისკრიმინაციული.

​⁉ და მაინც რატომ არის 10 დეკემბერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შშმ პირთვის?

👉 ისტორიულად შშმ პირები იყვნენ ჯგუფი, რომლის უფლებები ყველაზე ხშირად ირღვეოდა — დახურული ინსტიტუციებიდან დაწყებული, განათლებასა და დასაქმებაზე წვდომით დამთავრებული. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებების დღემ მნიშვნელოვნად შეცვალა საერთაშორისო მიდგომა და გაჩნდა მკაფიო მესიჯი:

👉 შეზღუდული შესაძლებლობა არ ზღუდავს უფლებებს, არამედ უფლებებს ზღუდავს მხოლოდ ბარიერების არსებობა.

👉 UDHR-ის პრინციპები დღეს არის საფუძველი ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტების, როგორიცაა:

📜გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენცია (CRPD),
📜საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ,
📜გაეროს დგრადი განვითარების მიზნები და ა. შ.

✅დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიის განვითარება,

✅ტრანზიცია ინსტიტუციური ზრუნვიდან საზოგადოების საფუძველზე მომსახურებებზე.

👉 ამ ცვლილებებმა გზა გაუხსნა სახელმწიფოსა და საზოგადოებას, პასუხისმგებლობა აეღოთ არა ადამიანის „გამოკეთებაზე“, არამედ გარემოს შეცვლაზე, რათა ყველა ადამიანს ჰქონდეს იგივე შესაძლებლობები, რაც სხვებს. ამრიგად ამ დღეს ვიხსენებთ, რომ ადამიანის უფლებები არ არის მხოლოდ სამართლებრივი ტერმინები — ეს არის ყოველდღიური გამოცდილება: ხელმისაწვდომი გარემო, დამოუკიდებელი ცხოვრება, არჩევანის თავისუფლება, მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, ღირსეული ურთიერთობები და ბარიერების გარეშე ცხოვრება.

🤝☺ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი უერთდება საერთაშორისო დღეს და მოწოდებას: უფლებები ყველასთვის — ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

ჩვენი საქმიანობა ემყარება იმ რწმენას, რომ ინკლუზიური საზოგადოება იქ იწყება, სადაც თითოეული ადამიანის ხმა მნიშვნელობას იძენს, ხოლო დამოუკიდებელი ცხოვრება ხდება რეალური, არა მხოლოდ დეკლარირებული უფლება.

#ინკლუზია #10დეკემბერი #ადამიანისუფლებებისდაცვისდღე

📣♿🗓შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი Pub...
08/12/2025

📣♿🗓შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia

🔎📰სტატია იხილეთ ქვემოთ👇

სადაც ვკითხულობთ:
❎"განსაკუთრებით აღსანიშნავია ზრდასრულ შშმ პირთათვის განკუთვნილი რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამების ნაკლებობა, რაც უარყოფითად აისახება მათი დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების რეალიზების ხარისხზე. არასაკმარისი პროგრამების გამო ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში."

❎"შეფერხებულია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის ბიოფსიქოსოციალური მოდელზე გადასვლის პროცესი და შეფასება ისევ სამედიცინო მოდელის მიხედვით ხდება, რაც გამორიცხავს ამ პროცესში პირის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას."

❎"შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია. შშმ პირთა ნაწილი კვლავ დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში ცხოვრობს. ხშირია შშმ პირთა ავტონომიაში ჩარევისა და ინსტიტუციური რეჟიმის ჩარჩოებში მოქცევის შემთხვევები, რაც შეუსაბამოა დეინსტიტუციონალიზაციის მიზნებთან."

🤝ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი უერთდება აღნიშნულ განცხადებას და მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, შეუფერხებლად უზრუნველყონ შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის ეფექტური იმპლემენტაცია ქვეყანაში. განსაკუთრებით ეს ეხება, 18 წელს ზემოთ, შშმ პირთა სერვისების განვითარებას (რეაბილიტაცია/აბილიტაცია, პერსონალური ასისტირება).


"საქართველოში შშმ პირები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. წლების მანძილზე პრობლემად რჩება მათ საჭირ...

03/12/2025

💪🏻😊

📣♿ ამა წლის 3 დეკემბერს, ქუთაისის სულიკო თორთლაძის სახელობის  N11 სპორტულ სკოლაში სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა შეზღუდ...
03/12/2025

📣♿ ამა წლის 3 დეკემბერს, ქუთაისის სულიკო თორთლაძის სახელობის N11 სპორტულ სკოლაში სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე.

ღონისძიება მიეძღვნა ქუთაისელ ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონს ბ-ნ ვახტან ახობაძეს. მისი სახელობის ტურნირი ჩატარდა შემდეგ სპორტულ სახეობებში:
💪🏻 პარა-მკლავჭიდი;
🏓 მაგიდის ტენისი;
🎲 ნარდი;
♟ჭადრაკი;
🏹 მშვილდოსნობა.

📿🎍ასევე ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შშმ პირების ხელნაკეთი ნივთები და სამკაულები.

სპორტულ ტურნირებს ესწრებოდნენ შშმ პარასპორტსმენები, მათი ოჯახის წევრები, პერსონალური ასისტენტები და შშმ სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

🏆🏅📜დასასრულს, მონაწილეები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებითა და თასებით.

#პარასპორტი

📣♿დღეს მსოფლიოს მასშტაბით კიდევ ერთხელ ვახსენებთ საზოგადოებას რომ, განვითარება იწყება იქ, სადაც თითოეულ ადამიანს ეძლევა ...
03/12/2025

📣♿დღეს მსოფლიოს მასშტაბით კიდევ ერთხელ ვახსენებთ საზოგადოებას რომ, განვითარება იწყება იქ, სადაც თითოეულ ადამიანს ეძლევა თანაბარი შესაძლებლობა, იყოს აქტიური, დამოუკიდებელი და სრულფასოვანი მონაწილე.

🗓♿3 დეკემბერი არის დღე, რომელიც მოგვიწოდებს დავფიქრდეთ:

❎არა მოწყალებაზე, არამედ უფლებებზე;
❎არა შეცოდებაზე, არამედ რეალურ თანაბარ პირობებზე; ❎არა დაქვემდებარებაზე, არამედ დამოუკიდებელ ცხოვრებაზე.

შეზღუდული შესაძლებლობა არ განსაზღვრავს ადამიანის პოტენციალს. ის მხოლოდ ერთ-ერთი ინდივიდუალური მახასიათებელია, ხოლო საზოგადოების პასუხისმგებლობაა შექმნას ისეთი გარემო, სადაც:

✅შშმ პირებს ვხედავთ სრულფასოვან მოქალაქეებად, არა პასიურ ბენეფიციარებად;
✅ხელმისაწვდომობა აღიქმება ფუნდამენტურ უფლებად, არა დამატებით კეთილ ნებად;
✅მათ გამოცდილებასა და საჭიროებებს ვუდგებით პარტნიორობითა და პატივისცემით;
✅გადაწყვეტილებები მიიღება პარტნიორობით, არა მათ ნაცვლად;
✅ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ დამოუკიდებლად, მონაწილეობდნენ, იაზროვნონ, იმოქმედონ და იყვნენ საზოგადოების ნაწილი ისე, როგორც თავად სურთ.

💪☺ გვახსოვდეს! ინკლუზიური საზოგადოება იქ იწყება, სადაც ერთმანეთის შესაძლებლობებს, საჭიროებებსა და ღირსებას ერთიან ძალად ვაქცევთ.


📣♿გვერდის გამომწერებისა და ერთგული მომხმარებლების საყურადღებოდ!✅ ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი დამატებით გეგმა...
07/11/2025

📣♿გვერდის გამომწერებისა და ერთგული მომხმარებლების საყურადღებოდ!

✅ ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი დამატებით გეგმავს შშმ პირთა პერსონალური ასისტენტების გადამზადების დაორგანიზებას. (რაოდენობა შეზღუდულია)

✅ ქუთაისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, შშმ პირების ოჯახის წევრებს, რომლებსაც გსურთ პერსონალური ასისტენტის პროგრამაში ჩართვა და სერვისით სარგებლობა, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაპლიუსდეთ კომენტარებში ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ

📲საკონტაქტო ნომერზე: 598 08 05 10 (სამუშაო პერიოდი: ორშაბათი-პარასკევი 11:00-17:00 სთ),
📌ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ მისამართზე: ქ. ქუთაისი, წერეთლის გამზირი, N 98.

📣♿ამა წლის 10 ოქტომბერს ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრმა ორგანიზაციასთან "INER-Georgia- წყვილისა და სიცოცხლის სა...
27/10/2025

📣♿ამა წლის 10 ოქტომბერს ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრმა ორგანიზაციასთან "INER-Georgia- წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში" ერთად ჩაატარა საინფორმაციო და ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრა.

🔎შეხვედრას უძვებოდნენ მოწვეული სპეციალისტები ორგანიზაციიდან, ქალთა ჯანმრთელობის კონსულტანტი და მეან-გინეკოლოგი, რომლებმაც ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე:

✅ ქალთა და გოგონათა რეპროდუქციული ჯანმრთელობა;
✅ოჯახის დაგეგმვა და მისი როლი ჯანმრთელობისთვის;
✅ვიტამინი ფოლიუმის მჟავა და მისი მნიშვნელობა ორსულობისას;
✅ ფოლიუმის მჟავის როლი ნაყოფის განვითარებაში;
✅ თანამედროვე კვლევები და მიგნებები ფოლიუმის მჟავაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ შშმ თემი და მათი ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და პერსონალური ასისტენტები.

🗓🎀შეხვედრა ჩატარდა ვარდისფერი ოქტომბრის ცნობიერების ამაღლების თვის კამპანიის ფარგლებში დამსწრეთათვის ქალთა და გოგონათა ჯანმრთელობისა და სკრინინგის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით.

🗣პროცესი დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დამსწრეთათვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამ მიმართულებით სიახლეების ცოდნა და გათვალისწინება. მოწვეულმა სტუმრებმა მათ სიმბოლურად საინფორმაციო მასალა და ფოლიუმის მჟავის ვიტამინი გადასცეს.

#ინკლუზია #შშმქალთაჯანმრთელობა #სკრინინგი #სიახლეები

🗣🎙 სულ რაღაც სამი დღეა, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში ზარი დაირეკა — აჟრიამულდა უბანი, ეზო და ქუჩები. ყველა ბავშვი...
18/09/2025

🗣🎙 სულ რაღაც სამი დღეა, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში ზარი დაირეკა — აჟრიამულდა უბანი, ეზო და ქუჩები. ყველა ბავშვი, დიდიც და პატარაც, ქალაქშიც და სოფელშიც, სკოლისკენ მიიჩქარის!

🥳📚 ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

💡 გისურვებთ ულევ წინსვლას, წარმატებებს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, რადგან ცოდნა სინათლეა!

💡 აქვე გვსურს შეგახსენოთ, რომ ჩვენი პრიორიტეტია მეტი ინკლუზიური განათლება სკოლებში — რადგან ზრდა და განათლება ყველას უფლებაა!

💡 მეტი თანაბარი გარემო ბავშვების განვითარებისა და წინსვლისთვის — რადგან ეს უფრო ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბების საწინდარია!

#ინკლუზია
#15სექტემბერი #ახალისასწავლოწელი #მეტიინკლუზიურიგანათლება #განათლებაყველასუფლებაა

📣♿აქტიური ციფრული საქმიანობით ვბრუნდებით, გვსურს გაგიზიაროთ KILC-ის მიერ მომზადებული ღირებული ინფორმაცია თემებზე: ✅ რა ა...
17/09/2025

📣♿აქტიური ციფრული საქმიანობით ვბრუნდებით, გვსურს გაგიზიაროთ KILC-ის მიერ მომზადებული ღირებული ინფორმაცია თემებზე:

✅ რა არის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი?
✅ რა უპირატესობები აქვს მას, როგორც შშმ სათემო ორგანიზაციას?
✅ რა ძირითად სერვისებს ახორციელებს დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და მათი კანონიერი წარმომადგენლებისთვის? დეტალები ინფორგრაფიკაში👇

🗣 აღნიშნული აქტივობის მიზანია თქვენი ინფორმირება, რომ საჭიროების შემთხვევაში მოგვმართოთ რეაგირებისთვის, ჩვენ მზად ვართ მოქმედებისთვის!

#მეტიინფორმაციასაზოგადოებას #ცოდნაძალაა

Address

89, Tsereteli Street
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00

Telephone

+995598080510

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Kutaisi Independent Living Center • ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Kutaisi Independent Living Center • ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი:

Share