შშმ ქალები თანასწორობისათვის • WWD For Equality

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • შშმ ქალები თანასწორობისათვის • WWD For Equality

შშმ ქალები თანასწორობისათვის • WWD For Equality ორგანიზაციის მიზანია შშმ ქალების, გოგონების გაძლიერება იმერეთის რეგიონში.

🏢ააიპ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები თანასწორობისათვის, ორგანიზაცია შეიქმნა 2021 წლის მაისის თვეში იმერეთის რეგიონში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი შშმ ქალების მიერ.

🎯ორგანიზაციის მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების) თანასწორობის, განათლების, განვითარების და ჩართულობის ხელშეწყობა.
აღნიშნულის მიღწევისთვის მიზნად ისახავს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების) გ

აძლიერებას:
✅ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე ცნობიერების დონის ამაღლებით;
✅ ადვოკატირებისა და თვითადვოკატირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობით;

🎯ორგანიზაციის საქმიანობის ფორმები გახლავთ შემდეგი:
✅ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების), ფსიქო/სოციალური რეაბილიტაცია;
✅ დამოუკიდებელი ცხოვრების იდეის პოპულარიზაცია და
სფეროსთან მიმართებაში თანამედროვე მიდგომების
დამკვიდრების ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლება ყველა
მიმართულებით.
✅ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების) სამართლებრივი დაცვის ეფექტური ინფრასტრუქტურისა და რესურსცენტრების შექმნის ხელშეწყობა;
✅ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების(გოგონების)
ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული
სტატუსის გაუმჯობესებისთვის გენდერული თანასწორობის
საკითხებზე მუშაობა;
✅ პოლიტიკის განმსაზღვრელ სახელმწიფო ინსტიტუტებთან
ერთად აქტიური მონაწილეობა სფეროში არსებული
მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში;
✅ სფეროში მომუშვე ადგილობრივ და საერთაშორისო
ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

Address

წერეთლის გამზირი, N98
Kutaisi
6400

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00

Telephone

+995598080510

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შშმ ქალები თანასწორობისათვის • WWD For Equality posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to შშმ ქალები თანასწორობისათვის • WWD For Equality:

Share