IdeaLab Imereti-იმერეთის ახალგაზრდული ლაბორატორია

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • IdeaLab Imereti-იმერეთის ახალგაზრდული ლაბორატორია

IdeaLab Imereti-იმერეთის ახალგაზრდული ლაბორატორია IdeaLab Imereti – სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ ერთად შექმნან, განავითარონ იდეები და განახორციელონ პროექტები.

აქ იპოვი ინფორმაციას საინტერესო აქტივობებზე, შეხვდები თანამოაზრეებს და ჩაერთვები ინიციატივებში, რომლებიც დაგეხმარება პიროვნულ განვითარებაში

04/08/2026

IdeaLab Imereti-იმერეთის ახალგაზრდული ლაბორატორია-ს წევრი Anita Khurtsidze გვიზიარებს თავის გამოცდილებას INOHUB-ის ღონისძიებაში მონაწილეობის შემდეგ.🌎

იმერეთის ახალგაზრდულმა ლაბორატორია IdeaLab-მა მონაწილეობა მიიღო INOHUB-ის პლატფორმის ფარგლებში გამართულ სამდღიან შეხვედრ...
04/08/2026

იმერეთის ახალგაზრდულმა ლაბორატორია IdeaLab-მა მონაწილეობა მიიღო INOHUB-ის პლატფორმის ფარგლებში გამართულ სამდღიან შეხვედრაში (31 ივლისი – 2 აგვისტო), რომელიც განხორციელდა Council of Europe-ის პროექტის „საქართველოში მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება“ ფარგლებში. 🌍

IdeaLab Imereti-იმერეთის ახალგაზრდული ლაბორატორია-ის საქმიანობის მთავარ მიმართულებას ციფრული ტექნოლოგიებისა და სერვისების უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა, ასევე ახალგაზრდების ჩართულობით მედიაწიგნიერების გაძლიერება და ციფრულ გარემოში მათი შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს. 💡

🎤 შეხვედრის ფარგლებში IdeaLab-ის დამფუძნებელმა მარი მდივანმა წარადგინა ინფორმაცია ლაბორატორიის საქმიანობის, განხორციელებული ინიციატივებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ლაბორატორიის წევრი ანიტა ხურციძე.

🤝 ღონისძიების ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი საქმიანობა და გამოცდილება გაგვეზიარებინა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებისთვის. მსგავსი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავაფართოოთ თანამშრომლობის ქსელი, გავცვალოთ იდეები და ერთად შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისს და ღონისძიების ყველა ორგანიზატორს ამ მნიშვნელოვანი პლატფორმის შექმნისთვის, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდული ინიციატივების განვითარებას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი პარტნიორობების გაძლიერებას. 💙

🚀 წარმატება იწყება ერთი ნაბიჯით!ქუთაისის ახალგაზრდული ლაბორატორია – „იდეალაბი“ აგრძელებს იმერეთის რეგიონში მცხოვრები აქტ...
02/06/2026

🚀 წარმატება იწყება ერთი ნაბიჯით!

ქუთაისის ახალგაზრდული ლაბორატორია – „იდეალაბი“ აგრძელებს იმერეთის რეგიონში მცხოვრები აქტიური და მოტივირებული ახალგაზრდების გაერთიანებას. დღეს კი გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული წევრი – ანიტა ხურციძე.

ანიტა ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ის კომუნიკაბელური, მიზანდასახული და განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდაა, რომელმაც უკვე არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტში მიიღო მონაწილეობა. მისი მიზანია ტექნოლოგიების სფეროში გააგრძელოს კარიერა და მომავალში საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვა ახალგაზრდების მხარდაჭერას მოახმაროს.

რამდენიმე დღის წინ ანიტამ საკუთარ სკოლაში წარადგინა იმერეთის ახალგაზრდული ლაბორატორია და თანატოლებს გაუზიარა ის შესაძლებლობები, რასაც ახალგაზრდებისთვის ჩვენი სივრცე ქმნის. პრეზენტაციამ დიდი ინტერესი და პოზიტიური გამოხმაურება გამოიწვია.

💡 თუ შენც გაქვს იდეები, გინდა ახალი უნარების განვითარება, თანამოაზრეების გაცნობა და საკუთარი სოციალური პროექტების განხორციელება, მაშინ იმერეთის ახალგაზრდული ლაბორატორია სწორედ შენთვისაა!

ჩვენი მიზანია გავაერთიანოთ რეგიონში მცხოვრები მოტივირებული ახალგაზრდები და დავეხმაროთ მათ იდეების რეალურ პროექტებად ქცევაში.

📩 შემოგვიერთდი!

გამოგზავნე სამოტივაციო წერილი და მოკლე CV ელფოსტაზე:
[email protected]

🌟 შესაძლოა, შემდეგი წარმატების ისტორია სწორედ შენი იყოს!

30/01/2026

📲 იცოდი, რომ სახელმწიფო და ბანკის საქმეების უმეტესობა შეგიძლია სახლიდან მოაგვარო?

ამ ვიდეოში გაჩვენებთ:
✔️ როგორ მიიღო სახელმწიფო სერვისები ონლაინ
✔️ როგორ გამოიყენო ციფრული ხელმოწერა
✔️ როგორ ისარგებლო მობაილ/ინტერნეტ ბანკინგით უსაფრთხოდ
✔️ როგორ აირიდო ონლაინ თაღლითობა ჩართე და გამოიყენე ციფრული სერვისები ჭკვიანურად.

14/01/2026

🎥 ჩვენს მესამე ვიდეოში გაიგებ:
✔️ როგორ მოძებნო სამსახური ონლაინ პლატფორმებზე
✔️ როგორ შექმნა თანამედროვე CV და სამოტივაციო წერილი
✔️ როგორ მოემზადო ონლაინ ინტერვიუსთვის (Zoom / Teams)
✔️ როგორ გამოიყენო AI ხელსაწყოები (ChatGPT, Canva, Grammarly) კარიერული განვითარებისთვის
👉 ნახე ვიდეო და გადადგი პირველი ნაბიჯი ონლაინ კარიერისკენ.
ციფრული ტექნოლოგიები შენი შესაძლებლობაა!

30/12/2025

რაც უფრო შოკისმომგვრელია სიახლე — მით უფრო დიდი სიფრთხილეა საჭირო.
თუ ერთხელ მაინც გაგიზიარებია სიახლე, რომელიც შემდეგ ტყუილი აღმოჩნდა — ეს ვიდეო შენთვისაა.
ყალბი სიახლეები არ არის უბრალოდ შეცდომა — ისინი აზროვნებას ცვლიან.

11/12/2025

💻✨ ციფრული ტექნოლოგიები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის!
თუ ცხოვრობთ საქართველოს სოფლებსა და რეგიონებში, ამ ვიდეოში გასწავლით, როგორ გაიმარტივოთ ყოველდღიური ცხოვრება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.
🎯 რას ისწავლით ვიდეოში:
• როგორ წამოიწყოთ ონლაინ ბიზნესი მარტივად და დაუკავშირდეთ პოტენციურ მომხმარებლებს;
• როგორ გამოიყენოთ ციფრული ტექნოლოგიები ყოველდღიური ეკონომიკური სარგებლის მისაღებად;
• როგორ გამოიყენოთ მობილური ბანკინგი და სხვა ონლაინ სერვისები;
• როგორ დაიცვათ თავი ციფრული თაღლითობებისგან — ფიშინგის ამოცნობა და უსაფრთხო გამოყენების წესები.
სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით (REDI)

📽️ საინფორმაციო ვიდეო მომზადებულია ევროპის კავშირის მხარდაჭერით. მისი შინაარსი წარმოადგენს მხოლოდ ელექტრონული მმართველობის აკადემიის (eGA) და სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოს (SFPL) პასუხისმგებლობას და შესაძლოა არ ასახავდეს ევროპის კავშირის შეხედულებებს.

იდეალაბი - იმერეთი არის იმერეთის ახალგაზრდული ლაბორატორია, რომელიც აერთიანებს რეგიონის გამორჩეულ ახალგაზრდებს ერთი მიზნი...
03/11/2025

იდეალაბი - იმერეთი არის იმერეთის ახალგაზრდული ლაბორატორია, რომელიც აერთიანებს რეგიონის გამორჩეულ ახალგაზრდებს ერთი მიზნისთვის — ხელი შეუწყონ იმერეთის განვითარებასა და წინსვლას ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელებით.

თუ შენ ხარ 14-დან 30 წლამდე ახალგაზრდა, შემოგვიერთდი ლაბორატორიაში, სადაც გაიცნობ შენნაირ მოტივირებულ ახალგაზრდებს და მოგეცემა შესაძლებლობა, ჩვენი მხარდაჭერით განახორციელო შენი იდეები, მიიღო მონაწილეობა საინტერესო დისკუსიებსა და დებატებში, გაიღრმავო ცოდნა და გახდე ცვლილებების ნაწილი.

Address

იმერეთი
Kutaisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when IdeaLab Imereti-იმერეთის ახალგაზრდული ლაბორატორია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share