ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია 599 018 730 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სალომე ფონაძე

27/05/2026
23/05/2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამო, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

24 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით, სადღესასწაულო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, დროებით გადაიკეტება: გელათის ქუჩა,მარი ბროსეს ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩა, ცენტრალური მოედანი.

შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს შეცვლილი მარშრუტებით:

1L- აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად გურამ ფანჯიკიძის ქუჩით გაივლის აკაკი წერეთლის ქუჩას, დავით აღმაშენებლის გამზირს, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას, წითელ ხიდს და შემდეგ - ჩვეული სვლაგეზით.

N3- აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად, გურამ ფანჯიკიძის ქუჩით გაივლის აკაკი წერეთლის ქუჩას,
შემდეგ - ჩვეული სვლაგეზით.

N4 - იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: გურამ ფანჯიკიძის ქუჩა, აკაკი წერეთლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, წითელი ხიდი, შემდეგ - ჩვეული სვლაგეზით.

N5 - იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით:
გურამ ფანჯიკიძის ქუჩა, აკაკი წერეთლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, წითელი ხიდი, შემდეგ - ჩვეული სვლაგეზით.

N6 - აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩით.

N10 - აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად იმოძრავებს წითელი ხიდიდან.

N19 - იმოძრავებს
აკაკი წერეთლის, მანდარიას, თამარ მეფის, სოლომონ პირველის ქუჩების გავლით საფიჩხიის ცენტრისკენ.
უკან დაბრუნდება
სოლომონ პირველის, 26 მაისის, მერაბ კოსტავას, მარი ბროსეს, ვარლამიშვილის ქუჩებისა და რუსთაველის გამზირის გავლით, შემდეგ - ჩვეული სვლაგეზით.

N20 - აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად იმოძრავებს წითელი ხიდიდან.

N41 - აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად ჩაუხვევს გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე, შემდეგ - ჩვეული სვლაგეზით.

N141 (მიკროავტობუსი) - აღმაშენებლის მოედნისა და თბილისის ქუჩის ნაცვლად გაივლის მარი ბროსეს, გელათის, 26 მაისის ქუჩებს და შემდეგ - ჩვეული სვლაგეზით.

22/05/2026

#26მაისი
#ესდღეჩვენია
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ქუთაისში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება:

09:00 –18:00 სთ. თავდაცვის ძალების სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენა - ფალიაშვილის ქუჩა;

10:30 სთ.- საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლის შემკობა;

ცენტრალური მოედანი და ბულვარი :

11:00 -18:00 სთ. - საბავშვო აქტივობები;
11:00 -18:00 სთ. - მინი გოლფი , შაში, ბოულინგი; 3D მოდელირების ვორქშოფი; Snap circuits და lego spike ვორქშოპი, პრაქტიკული ტესტირება; დრონების ვორქშოპი; სათვალეების ვორქშოპი; პრაქტიკული ჩვენება; სკანირების ვორქშოპი; ინდუსტრიული რობოტი ხელი NYIRIO და UNITRI რობოტების ვორქშოპი; პრაქტიკული ტესტირება;
11:00 -16:00 სთ. - მოსიარულე ორკესტრი , ოჩოები;
12:00 - 15:00 სთ. - ექსპერიმენტები;
13:00 - 15:30 სთ. - თეატრი;
14:00 - 22:00 სთ. - კვების ზონა და ბარი;
17:00 სთ. - პერფორმანსი;
17:10 სთ. - საქართველოს ჰიმნი, ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდის შესრულებით;

19:00 სთ. - გალა კონცერტი, კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი -დავით მაზანაშვილი, ბენდთან ერთად; წამყვანი - მსახიობი სალომე შარვაძე.
მონაწილეები: აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია, თემურ თათარაშვილი, დათუნა სირბილაძე, ტრიო „აპრილია“, „ჯორჯიან სიქსი“, ჯგუფი „გუფილენდი“.

ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე!

21/05/2026
16/05/2026

17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ეძღვნება ოჯახის სიწმინდის დღეს, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

11:00 საათიდან მსვლელობის დასრულებამდე, მოძრაობა შეწყდება რუსთაველის გამზირზე- პირველი საჯარო სკოლიდან, დავით აღმაშენებლის მოედანზე, კინო "საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარ მეფის გამზირზე და ფალიაშვილის ქუჩაზე.

შესაბამისად, შეიცვლება ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტის დადგენილი სვლაგეზები:

N1 მარჯვენა - რუსთაველის გამზირიდან შეუხვევს პირველ საჯარო სკოლასთან, გაივლის ცისფერყანწელთა ქუჩას და პუშკინის ქუჩის გავლით სვლას განაგრძობს წერეთლის გამზირზე.

N1 მარცხენა - თამარ მეფის გამზირიდან ჩაუხვევს გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე, წერეთლის გამზირის გავლით გადავა აღმაშენებლის გამზირზე, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის გავლით, წითელი ხიდიდან განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით.

N3 - აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად, ჩაუხვევს გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე, შემდეგ, კინო ''საქართველოს'' მიმდებარე ტერიტორიიდან განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით.

N4 - ცისფერყანწელთა ქუჩის გავლით გადავა პუშკინის ქუჩაზე, შემდეგ წერეთლის გამზირზე, მანდარიას ქუჩიდან - თამარ მეფის გამზირზე, გურამ ფანჯიკიძის ქუჩისა და წერეთლის გამზირის გავლით - აღმაშენებლის გამზირზე, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე და წითელი ხიდიდან სვლას განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით.

N5 - ცისფერყანწელთა ქუჩიდან გადავა პუშკინის ქუჩაზე, წერეთლის გამზირისა და მანდარიას ქუჩის გავლით - თამარ მეფის გამზირზე, გურამ ფანჯიკიძის ქუჩისა და წერეთლის გამზირის გავლით - აღმაშენებლის გამზირზე და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, წითელი ხიდიდან კი, განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით.

N6 - გალაკტიონ ტაბიძის ქუჩიდან, ნაცვლად რუსთაველის გამზირისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩით და ლესელიძის ქუჩიდან განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით.

N10 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს წითელი ხიდიდან.

N19 - რუსთაველის გამზირიდან შეუხვევს ცისფერყანწელთა ქუჩაზე, პუშკინის ქუჩით გადავა წერეთლის ქუჩაზე, მანდარიას ქუჩის გავლით- თამარ მეფის გამზირზე, სოლომონ მეორის ქუჩიდან იმოძრავებს საფიჩხიის ცენტრის მიმართულებით და განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით.

N20 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს წითელი ხიდიდან.

N41 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს გურამ ფანჯიკიძის ქუჩით და წერეთლის გამზირის გავლით განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით.

N141 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს გელათის ქუჩაზე, 26 მაისის ქუჩიდან - საფიჩხიის მოედანზე და განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით.

Address

Sulkhan Saba Avenue 71a
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 15:00

Telephone

+995431300200

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია:

Share