Open Sky Connection

Open Sky Connection Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Open Sky Connection, Non-Governmental Organization (NGO), Kutaisi.

ჰ ი ბ რ ი დ უ ლ ი III მსოფლიო ომი. გპირდებით, 5 წუთი რომ დამითმოთ, ყველაფერს სხვა თვალით დაგანახებთ. ჩვენ დავინახავთ, რა...
07/02/2026

ჰ ი ბ რ ი დ უ ლ ი III მსოფლიო ომი.

გპირდებით, 5 წუთი რომ დამითმოთ, ყველაფერს სხვა თვალით დაგანახებთ. ჩვენ დავინახავთ, რამდენი აღმოსავლელი ქრისტიანი კვდება მსოფლიოში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ იციან ამ საინფორმაციო სამყაროს გამოყენება. მაშინ, როცა ელონ მასკს ყველაზე მძლავრი თანამგზავრები ჰყავს, უამრავ ადამიანს ინტერნეტზე ხელიც კი არ მიუწვდება, რომ თავისი ხმა მსოფლიოს მიაწვდინოს.
(ქვემოთ დავურთავ ლინკს სადაც ნახავთ, როგორ უხმოდ და დუმილში იღუპებიან ქრისტიანები)
წარმოიდგინეთ უკრაინის გამარჯვება; ეს იქნება ნამდვილი 'ალილუია', როდესაც ვინმე ბოლოს და ბოლოს დაამარცხებს რუსეთს. უკრაინა მწვერვალზე მოექცევა. წერტილი.
უკრაინა ევროკავშირში ახალ, მძლავრ ძალად გარდაიქმნება. ზოგი თვლის, რომ ზელენსკი 'ამერიკელი ილუმინატების' აგენტია. ევროკავშირი კი ჭკვიანურად მოქმედებს და აშშ-ს არ აძლევს უფლებას, ზედმეტად გააკონტროლოს უკრაინის დახმარების პროცესი. სწორედ დახმარების დაგვიანებაა იმის მიზეზი, რომ ამდენი ადამიანი დავკარგეთ. ევროპა ზოგჯერ სასტიკი ჩანს, მაგრამ მჯერა, რომ თავისი ცოდნითა და ძალაუფლებით სწორედ ის მოიგებს ამ ომს ძალიან სწრაფად. მათ შეუძლიათ შექმნან ისეთივე სისტემა (მატრიცა), როგორიც აშშ-შია. რთული საკითხია, მაგრამ არ დაგვივიწყდეს, რომ სწორედ ევროპამ შეიფარა უკრაინელი ხალხი, მაშინ როცა ტრამპის ამერიკას უკრაინელებისთვის თავშესაფრის მხრივ არაფერი გაუკეთებია.
შეხედეთ, რა რთულ სამყაროში ვცხოვრობთ: ჩინეთი თითქოს 23-ე საუკუნეშია, აშშ-ს კი 'მაკდონალდსის სისტემა' აქვს. მუსლიმურ სამყაროში ისევ ომია — რელიგიას მსოფლიოზე ბატონობისთვის იყენებენ, საკუთარ ხალხს კი მსხვერპლად სწირავენ. დაფიქრდით, რუსეთი იარაღს ირანისგან ყიდულობს. პალესტინა ყოველწლიურად საფრთხეშია, ირანი კი სრულად აკონტროლებს მათ ეკონომიკას, თუმცა ხალხისთვის თავშესაფრებსაც კი არ აშენებენ. რატომ უნდა ვინერვიულოთ ამ ლიდერებზე? შეხედეთ დუბაის — ერთი რელიგია აქვთ, შეიხებს კი აურაცხელი 'შავი' ფული აქვთ, მაგრამ ამ გაჭირვებულ ხალხს არ ეხმარებიან.
ეს ყველაფერი ძალიან ჩახლართულია, მაგრამ ფაქტია — ჩვენ უკვე მესამე მსოფლიო ომში ვართ

რა თქმა უნდა, ირანი პალესტინის საშუალებით აწარმოებს საინფორმაციო ომს და ისრაელს პროვოკაციებს უწყობს. თავის მხრივ, ისრაელსაც, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოებს, სურს იყოს ამ სამყაროს მმართველი. ამ საინფორმაციო ომს ისრაელი სათავისოდ იყენებს — ქვეყანა, რომელიც თითქოს 'ჰარი პოტერის' სამყაროში ცხოვრობს თავისი უძლეველი თავდაცვის სისტემით, მსოფლიოს აჯერებს, რომ ისინი ყოვლისშემძლენი და საშიშები არიან. ჯერ თავს შეგაზიზღებენ, შემდეგ კი ომიც აღარ დასჭირდებათ, ისე მართავენ მსოფლიოს.
თუმცა, ამ საინფორმაციო ომში ირანი იყენებს უამრავ უცოდველ ბავშვს, ქალს, მოხუცსა და ბრიყვ კაცს — ადამიანები იღუპებიან არაფრის გამო, მაშინ როცა შეიხები დუბაიში ნეტარებაში ცხოვრობენ. დროა, ხალხი გამოვფხიზლდეთ და ვაღიაროთ ისრაელის ინტელექტი და გონებრივი თამაშები. მხოლოდ ამის შემდეგ ვეღარ შეძლებს ვეღარც ირანი და ვეღარც ისრაელი ჩვენს მანიპულირებას. მაგრამ ადამიანები ბრმები არიან და მხოლოდ ზედაპირულ ინფორმაციას ენდობიან.

https://www.instagram.com/reel/DUT-POSkuuE/?igsh=cHB5eHB3NGN2aGpj

07/02/2026
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ღია ცის კავშირი" ულოცავს საქართველოს ევროკავშირის სტატუსის მოპოვებას!🇬🇪🇪🇺ეს ჩვენი ქვეყნისთვი...
21/12/2023

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ღია ცის კავშირი" ულოცავს საქართველოს ევროკავშირის სტატუსის მოპოვებას!🇬🇪🇪🇺

ეს ჩვენი ქვეყნისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია!

სამომავლოდ, ,,ღია ცის კავშირი" აპირებს ,,ევროპის ცასთან" დაკავშირებას. ღია ცის კავშირის" დამფუძნებლები თავიანთი დაუღალავი შრომით შეეცდებიან ევროპისკენ გზა გაუკვალონ ქართველ ახალგაზრდებს! რათა, შეიმეცნონ ევროპული კულტურა და რა როლი უჭირავს ჩვენს ქვეყანას ამ კულტურაში.

ჩვენ ვართ ქართველები! მაშასადამე, ვართ ევროპელები!🇪🇺

Address

Kutaisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Open Sky Connection posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share