10/04/2026
11 აპრილს, დიდ შაბათს, 12:00 საათზე გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრიას ლოცვა -კურთხევით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გორის მუნიციპალიტეტის
განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილებისა და გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს თანამშრომლობით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში (გორის ციხესთან) გაიმართება ტრადიციული სააღდგომო გამოფენა - გაყიდვა.
მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც ქმნის ხელნაკეთ ნივთებს, ხატავს, ქსოვს, ქარგავს, რეწავს ან უბრალოდ ძველ ნივთებს ჩუქნის ახალ სიცოცხლეს...
ასევე მათაც, ვინც ამზადებს საკონდიტრო ნაწარმს, ჩირეულს, ტრადიციულ თუ თანამედროვე სახის ქართულ და ევროპულ ტკბილეულს, მარინადს, თაფლს, ღვინოსა და სხვა სახის პროდუქციას.
მონაწილეობის მიღება შესაძლებელია სააღდგომო
თემატიკის სათამაშოს, აქსესუარის, მისალოცი ბარათის, წიგნის თუ სხვადასხვა ნივთის გამოფენით...
მონაწილეობის წესები: ყოველი ნივთი და ნაწარმი
გაიყიდება სიმბოლურ ფასად, ნივთის მფლობელი მიიღებს ფინანსურ სარგებელს და სურვილისამებრ გაიღებს შესაწირს სკვერის ცენტრში მდგარ შესაწირ ყუთში.
ამ დღეს შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ჩვენს ეპარქიაში არსებულ წმინდა იოანე მოწყალის სახელობის უპოვართა სასადილოს და ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში, სადილი გაიცემა ახლადშესვენებული უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს
პატრიარქის, მცეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სახელზე, მისი კეთილი სულის საოხად.
დეტალური ინფორმაციისათვის დარეკეთ: 598 11 88 50.