გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო გვერდის რედაქტორი

🏆🇬🇪 14-16 ივნისს თბილისში გაიმართა ქალაქის ღია პირველობა 13-15 წლამდელებს შორის ძალოსნობაში.პირველობაზე იასპარეზა 17 რეგ...
17/06/2026

🏆🇬🇪 14-16 ივნისს თბილისში გაიმართა ქალაქის ღია პირველობა 13-15 წლამდელებს შორის ძალოსნობაში.
პირველობაზე იასპარეზა 17 რეგიონის 150 სპორტსმენმა.

🏆 გუნდური პირველი ადგილის მფლობელი 13 წლამდელეთა შორის გახდა ,,კახის კლუბის” და გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ზერტის ძალოსნობის სექციის გუნდი, რომელიც შეჯიბრებაზე 19 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

გაგაცნობთ კვარცხლბეკს:

13 წლიანებში:
30 კგ
გაბრიელ ედიშერაშვილი - ბრინჯაო
თემურ მაისურაძე
37 კგ
ნიკოლოზ Მაისურაძე - 3 ოქრო, თაზო მაისურაძე - 3 ვერცხლი, დაჩი შერაზადიშვილი.
50 კგ
ბადრი Სომხიშვილი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი
გაბრიელ მაისურაძე - 2 ვერცხლი, 1 ოქრო,
ლაზარე მაისურაძე
ზურა ნადირაძე
46 კგ
მიხეილ
ჯოხაძე- 3 ოქრო, გოჩა ედიშერაშვილი
ანდრია ტიელიძე
55 კგ
ზაურ კახიაშვილი
60 კგ
გიორგი Სურამელი
65 კგ
დაჩი Ნადირაძე - 1 ვერცხლი
+65 კგ
ანდრია ქებაძე - 3 ოქრო

15 წლამდელები
52 კგ. გიორგი სომხიშვილი
60 კგ. დემნა კასრაძე დემნა -3 ოქრო
88 კგ. ტარიელ ბუსხრიკიძე

Მწვრთნელები :
ზაურ ღონღაძე,
გიორგი მოსიაშვილი,
კახი კახიაშვილი.

16/06/2026
🇬🇪 🤼‍♂️ გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა (მწვრთნელი გიორგი გოგ...
14/06/2026

🇬🇪 🤼‍♂️ გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა (მწვრთნელი გიორგი გოგშელიძე) მცხეთაში გამართულ ღია პირველობაზე 3 ასაკობრივ კატეგორიაში - 4 პირველი, 2 მეორე და 2 მესამე ადგილი დაიკავეს.

კვარცხლბეკი:
I ადგილი
🥇ტატო ცხაოშვილი (55 კგ. 2010-2011 წწ. დაბ. შორის)
🥇ნიკოლოზ პარასკებაშვილი (42 კგ. 2013-2014 წწ. დაბ. შორის)
🥇გიორგი ჭიღლაძე (48 კგ. 2013-2014 წწ. დაბ. შორის)
🥇ჯეკო მინდიაშვილი (41 კგ. 2015-2016 წწ დაბ. შორის)

II ადგილი
🥈დაჩი ცხაოშვილი (35 კგ. 2015 -2016 წწ. დაბ. შორის)
🥈დათო გურწიშვილი (71 კგ. 2013-2014 წწ. დაბ. შორის)

III ადგილი
🥉დემეტრე ინაური (35 კგ. 2015-2016 წწ. დაბ. შორის)
🥉სანდრო ჭოველიძე (41 კგ. 2015-2016 წწ. დაბ. შორის)

🥋🥉გორის ძიუდოს კლუბი ,,Vip Judo“ ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის - ოქროს ლიგის ბრინჯაოს პ...
13/06/2026

🥋🥉გორის ძიუდოს კლუბი ,,Vip Judo“ ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის - ოქროს ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია.

🇬🇪 12 ივნისს, თბილისში, ძიუდოს აკადემიაში გამართული ამ შეჯიბრების ფინალურ ბლოკში „Vip Judo“ -მ პირველ შეხვედრაში „ჯორჯია 2“-ს სძლია 3:1, მომდევნო მეტოქე „მუხიანი“ 3:2 დაამარცხა და გავიდა ნახევარფინალში, თუმცა იქ დაძაბულ ბრძოლაში „თელავს“ ვერ აჯობა 2:3 და საბოლოოდ ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდილში გადაერთო, სადაც თბილისის ,,ლიდერთან“ 3:1 გამარჯვების შემდეგ - ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

🔵გუნდმა შეჯიბრებაზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
55 კგ. ნიკა გოგაძე, ზურა წკრიალაშვილი
60 კგ. ლაშა სეხნიაშვილი, თაზო ყველაშვილი
66 კგ. გიორგი მანელიძე, ლუკა ხორბალაძე
73 კგ. რომა მეგრელიშვილი, გივი თაბუაშვილი
+73 კგ. გიორგი წურიაშვილი, ბადრი ბაზანდარაშვილი
🔷მწვრთნელები: ანზორ თენაძე, ირაკლი ლომიძე, ვეფხია ბაზანდარაშვილი, იოსებ ფუხაშვილი, გიორგი თათრიშვილი

🏆ავთანდილ ჭრიკიშვილის საკლუბო ოქროს ლიგის გამარჯვებული „ბაგრატი 2015“ გახდა, მეორე ადგილზე გავიდა ,,თელავი“

🇬🇪 გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა, საქართველოს ჩემპიონატზე 2008-...
12/06/2026

🇬🇪 გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა, საქართველოს ჩემპიონატზე 2008-2009 წწ დაბადებულებს შორის, პირველი ტურის მატჩი მოგებით დაასრულა - საგარეჯო დაამარცხა 2:0 (25:4, 25:5)
🏐 საქართველოს ჩემპიონატი ფრენბურთში, აღნიშნულ ასაკში სამ ძირითად ჯგუფად - თბილისი, აღმოსავლეთი, დასავლეთადაა დაყოფილი. ჩვენი გუნდი აღმოსავლეთ ჯგუფის „ბ“ ქვეჯგუფში თამაშობს, საიდანაც ფინალურ ეტაპზე მხოლოდ გამარჯვებული გავა.
🔷დღეს ჩვენი ფრენბურთელი გოგონები დმანისის გუნდს შეხვდებიან. მატჩებს ბოლნისის სპორტული კომპლექსი მასპინძლობს.
🔷გუნდის შემადგენლობა: მაია გელაშვილი, მარიამ წულაია, მარიამ ბარჯაძე, მარიამ აჯარი, ნანკა ლოქაბიძე, ანასტასია როინიშვილი, მარიამ ბერიანიძე, ანა მელაძე, ნიტა ლობჟანიძე, ანასტასია კაპანაძე, ნატალი ჩილინგარაშვილი, თამთა ფეიქრიშვილი, კატო თოფჩიშვილი, ბარბარე სილაგაძე
🔷მწვრთნელები: თინა ფსუტური, ნინო სირაძე

🇬🇪 საქართველოს 3x3 -ზე კალათბურთის ნაკრების წევრი გორელი კალათბურთელი ნატალი ჩუტკერაშვილი, ევროპის თასის საკვალიფიკაციო ...
11/06/2026

🇬🇪 საქართველოს 3x3 -ზე კალათბურთის ნაკრების წევრი გორელი კალათბურთელი ნატალი ჩუტკერაშვილი, ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირზე იასპარეზებს.

🏆ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 3X3 -ზე კალათბურთში, რომელიც წლეულს აგვისტოში ანტვერპენში (ბელგია) უნდა გაიმართოს, ადგილები როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში 12-12 ნაკრებს ფიბას რეიტინგით და მასპინძლის სტატუსით - უკვე მოპოვებული აქვთ.
კიდევ 7-7 საგზური 3 საკვალიფიკაციო ტუნირზე გათამაშდება.

🏀სწორედ აქედან ერთ-ერთ, საკვალიფიკაციო ტურნირზე 13-14 ივნისს, კოშიცეში (სლოვაკეთი) საქართველოს ნაკრები და მის რიგებში ნატალი ჩუტკერაშვილი იასპარეზებენ.

🏀ნატალი, გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია (მწვრთნელი ვერა შავშიშვილი). მას, საქართველოს ნაკრების რიგებში როგორც კლასიკურ, ისე 3X3 -ზე კალათბურთში არაერთხელ უასპარეზია.

🔷 საკვალიფიკაციო შეჯიბრებაზე ჩუტკერაშვილთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსებას დაიცავენ - თეონა მაჩალაძე, ხატია ქებურია და ლია სეხნიაშვილი. გუნდს ანა მაისურაძე გაწვრთნის.
კოშიცეში, 2 საგზურისთვის 10 გუნდი იბრძოლებს. ისინი 5-5 გუნდიან ჯგუფებში იქნებიან განაწილებულნი და ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი ევროპის თასის საგზურსაც მიიღებს.
🇬🇪 საქართველოს ნაკრების ჯგუფში ჩვენს გარდა იასპარეზებენ - უნგრეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და სერბეთი.
🏆 წარმატებები საქართველოს ნაკრებს და ჩვენი რეგიონის აღზრდილ კალათბურთელს ნატალი ჩუტკერაშვილს.

🇬🇪 შიდა ქართლი - საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 🇬🇪
10/06/2026

🇬🇪 შიდა ქართლი - საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 🇬🇪

10/06/2026

თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა თხუთმეტი მედალი მოიპოვეს

ვრცლად: https://www.gmnews.ge/geo/14876

Address

Gori

Telephone

+995577601113

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო:

Share