ტონთიო

ტონთიო ტონთიო მთასვლელთა კლუბია გორიდან, აქ ყველა ვსწავლობთ, ვასწავლით, ერთად მივდივართ მწვერვალებზე.

🏔️გორის კლუბმა “ტონთიომ” 26.09-03.10 პერიოდში ხდეს ხეობაში ალპინიადა გამართა. ▫️ დაბანაკების შემდეგ, მონაწილეებისთვის მო...
25/10/2025

🏔️გორის კლუბმა “ტონთიომ” 26.09-03.10 პერიოდში ხდეს ხეობაში ალპინიადა გამართა.

▫️ დაბანაკების შემდეგ, მონაწილეებისთვის მოეწყო ტრენინგ ინსტრუქტაჟი - კვანძების სწავლება, თოკების გადაბმის ტექნიკა, წრიაპებისა და დამცავი სისტემის მორგება. ამის შემდეგ მათ გადაინაცვლეს სააკლიმატიზაციო შუალედურ ბანაკ “მარწყვიჭალაში”.

▫️ მეხუთე დღეს ჯგუფი ავიდა მწ. “გორის” პირველ ნაბინავარზე, სადაც ღამის თევა მოუწიათ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, ჯიხვებისა და არჩვების გარემოცვაში.

▫️ მეექვსე დღეს, მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, ჯგუფმა მაინც მოახერხა გასვლა მწვერვალ გორზე, ჩრდილო-აღმოსავლეთის მარშრუტით. თუმცა, უამინდობის გამო მწვერვალიდან 100 მეტრში მოტრიალება მოუწიათ. დამწყებმა მთამსვლელებმა თოვლიანი ფერდების გადალახვის, ყინულიან და სველ, ქვიან რელიეფზე მოძრაობის დიდი გამოცდილება მიიღეს.

ღონისძიებას ინსტრუქტორი ზაზა ცერცვაძე ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად ალპინიადას ინსტრუქტორობას უწევდნენ - თენგიზ ცერცვაძე, ნიკოლოზ ღვინიაშვილი და იოსებ გორგიშვილი.

👥 ალპინიადაში სულ 23 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

03/09/2025
01/09/2025
16/08/2025

Address

Gorijvari Street 26
Gori
[email protected]

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტონთიო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ტონთიო:

Share