09/13/2025
მიმდინარე კვირას, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა უმასპინძლა ამერიკელი ბიზნეს ხელმძღვანელების დელეგაციას და საქართველოს ბიზნესისა და სამთავრობო წრეების წარმომადგენლებს. დელეგაცია ეწვია საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს, რათა გაცნობოდა შუა დერეფნის რეგიონში არსებულ შესაძლებლობებს ვაჭრობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის სფეროებში. ვიზიტი განხორციელდა აშშ-ის კომერციის სამსახურის, აშშ-საქართველოს ბიზნესის საბჭოს (AGBC), აშშ-აზერბაიჯანის სავაჭრო პალატისა (USACC) და ყაზახეთში ამერიკის სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობით. ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციას სადილზე შეხვდა და დაესწრო მიღებას.
ამერიკული ბიზნესების ვიზიტი აძლიერებს აშშ-საქართველოს თანამშრომლობას კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ციფრული ვაჭრობის, ახალი ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროებში. ასევე, ხაზს უსვამს აშშ-ის ერთგულებას ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების მიმართ.