INSTITUTIONAL AND CAPACITY DEVELOPMENT CENTER / ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი
• ICDC წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას რომელიც 2014 წელს დაარსდა HR, ორგანიზაციული განვითარებისა და ტრენინგებისა და ადამიანების განვითარების წამყვანი ექსპერტების მიერ. ორგანიზაციის დამფუძნებლებს გააჩნიათ - საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებში, მათ შორის ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ორგ
ანიზაციებში წარმატებული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.
• ორგანიზაციის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს თანამედროვე და მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკებსა და გამოცდილებებზე დაფუძნებულის მიდგომების, მეთოდების და სტანდარტების პრაქტიკული დამკვიდრება ორგანიზაციული/ინსტიტუციური და ადამიანების განვითარების მიმართულებით, რომელსაც მაღალი ხარისხის პროგრამების, პროდუქტებისა და სერვისების განხორციელებით აღწევს.
ორგანიზაციის მიზნებია:
• ახალგაზრდების და ზოგადად განვითარებაზე ორიენტირებული პირების პიროვნული და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა;
• ადამიანური კაპიტალის მათვისა და განვითარების, ისევე როგორც ორგანიზაციული მართვის თანამედროვე, ინოვაციური სისტემების, მოდელების, პროგრამებისა და ინსტრუმენტების შემუშავება - დანერგვა;
• ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე დასაქმების ხელშეწყობისა და შრომის ბაზრების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით ადამიანების განვითარების მიზნობრივი პროგრამების და პროექტების შემუშავება და განხორიელება;
• დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივებში მონაწილეობა და დასაქმების პოპულარიზაცია როგორც ახალგაზრდებში, ასევე სხვა მიზნობრივ ჯგუფებში;
• საჯარო, კერძო და საზოგადოებრივ სექტორებში დასაქმების თანამედროვე და პრაქტიკული სისტემების მოდელებისა შემუშავება და მათი დანერგვის ხელშეწყობა.
• მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილებების გათვალისწინებით, მთელი სიცოცხლის განმავლობაში უწყვეტი განათლებისა და განვითარების მიზნობრივი პროგრამების შექმნა და დანერგვა;
• ადამიანების პიროვნული და პროფესიული განვითარების, დასაქმების და შემდგომი კარიერული განვითარების აქტიური ხელშეწყობა - მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, პროექტებთან, ბიზნეს, საზოგადოებრივ და სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობითა და პარტნიორობთ.
• ICDC-ის არაერთი წარმატებული პროექტისა და პროგრამის განმახორციელებლია ადამიანების განვითარების, დასაქმების, კარიერული და პროფესიული განვითარების მიმართულებით.
• ორგანიზაციის უმთავრეს მიზანს, მის მიერ შემუშავებული და განხორციელებული პროგრამებისა და სისტემების, მოდელების მდგრადობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
ორგანიზაციის საქმიანობის მდგრადობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ადამიანების განვითარების უნიკალური ეკოსისტემა - HOME.