Women Club in New York

Call Directions Website Contact the organization

Women Club in New York Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Women Club in New York, Non-Governmental Organization (NGO), New York, NY.

ქალთა კლუბი ნიუ-იორკში“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კლუბის აქტიური წევრის, თამუნა გამრეკლიძის, ერთადერთი შვილის — გიორგი ...
10/04/2026

ქალთა კლუბი ნიუ-იორკში“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კლუბის აქტიური წევრის, თამუნა გამრეკლიძის, ერთადერთი შვილის — გიორგი დალაქიშვილის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ თამუნას, მის ოჯახსა და ახლობლებს ამ უდიდეს დანაკარგს და ვიზიარებთ მათ უსაზღვრო ტკივილს.
ნათელში იყოს გიორგის უმანკო სული.🙏🙏ქუთაისზე უზომოდ შეყვარებული, ღიმილის ბიჭი.💔
ღმერთმა მის ოჯახს მისცეს ძალა და გამძლეობა ამ მძიმე წუთების გადასატანად.🙏🙏🙏

ღრმა თანაგრძნობით,
“ქალთა კლუბი ნიუ-იორკში”

🇬🇪 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს Ekaterine’s Art Studio -ში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება “ჩვენ  ვართ ხიდი“ ...
09/29/2026

🇬🇪
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს Ekaterine’s Art Studio -ში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება “ჩვენ ვართ ხიდი“ გაიმართა, რომელსაც ორგანიზება ქალთა კლუბის კულტურისა და განათლების მიმართულებებმა და Ekaterine’s Art Studio-მ გაუწიეს.
საღამო, რომელმაც თაობები, მოგონებები და ხელოვნება გააერთიანა სწორედ ამ იდეას ემსახურებოდა - ჩვენ ვართ ხიდი წარსულსა და მომავალს შორის.

33 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან, მაგრამ ისტორიას დრო ვერ აქრობს. არსებობს მეხსიერება, რომელიც თაობიდან თაობას უნდა გადავცეთ — არა მხოლოდ ტკივილით, არამედ სიყვარულით, ხელოვნებით, მუსიკითა და სიტყვით.

ეს იყო საოცრად ემოციური, თბილი
საღამო, სადაც ერთმანეთთან გადაიკვეთა ისტორია, ხელოვნება, მუსიკა, პოეზია და მოგონებები.

შეხვედრა გახსნა „ქალთა კლუბი ნიუ-იორკში“-ს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ეკატერინე კახიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოდან, ონლაინ ჩართვით, მონაწილეებს მიესალმა ქალთა კლუბის პრეზიდენტი, ქალბატონი მაკა ხეცურიანი, რომელმაც თბილი სიტყვებით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და ღონისძიების მონაწილეებს წარმატება უსურვა.

ღონისძიებაზე მოეწყო საღამოს სულისჩამდგმელის, ეკა ტუჩაშვილის, მიერ წარმოდგენილი Ekaterine’s Art Studio-ს ნიჭიერი მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.
პატარა და ახალგაზრდა ხელოვანების ნახატებში აფხაზეთი გაცოცხლდა მათი თვალით — ფერებით, ემოციებით, მონატრებით, იმედითა და სიყვარულით. მათ კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რამდენად მნიშვნელოვანია, ახალმა თაობამ იცოდეს საკუთარი ქვეყნის ისტორია და შეინარჩუნოს კავშირი საკუთარ ფესვებთან.

ქალბატონმა მანანა კოპალიანმა ისაუბრა სოხუმისა და აფხაზეთის ისტორიულ წარსულზე, მის კულტურულ მემკვიდრეობასა და მნიშვნელობაზე. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემის აუცილებლობაზე.

საღამოს განსაკუთრებული სითბო შემატეს კლუბის მეგობარმა მუსიკოსებმა, რომლებმაც მუსიკის ენით გააგრძელეს ის სათქმელი, რასაც ზოგჯერ სიტყვები ვერ იტევს.

ღონისძიებაზე მოწვეული იყო პოეტი ქალბატონი მაყვალა ბოჭორიშვილი. სტუდიის მოსწავლემ, ანა ცაგარეიშვილმა, ლუკა დონდუამ წაიკითხეს ემოციური ლექსები, მათ შორის ქალბატონი მაყვალას ავტორობით.

შეხვედრაზე ფერწერა, მუსიკა, პოეზია, ისტორია და მოგონებები ერთ სივრცეში გაერთიანდა — და თითოეულმა მათგანმა თავისი სათქმელი მოგვიტანა.

გულითად მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს, მოწვეულ სტუმარს, მშობელს, ახალგაზრდა ხელოვანს, მუსიკოსსა და მეგობარს, ვინც ამ მნიშვნელოვანი დღის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანა:
გიორგი მარგველაშვილი, ირმა დვალიშვილი, თამთა ნამიჭეიშვილი, ზვიად ბილანიშვილი, ვანო გოდერძიშვილი, მაყვალა ბოჭორიშვილი, ხათუნა ჟორჟოლიანი, ტატა თევდორაძე.

მადლობა ყველას, ვინც მოვიდა, მოგვისმინა, გაიზიარა ჩვენი ემოცია და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა.

ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც შეუძლია გახდეს ხიდი —
ხიდი წარსულსა და მომავალს შორის,
ხიდი ისტორიასა და ახალ თაობას შორის,
ხიდი ტკივილსა და იმედს შორის.

ჩვენ ვართ ხიდი. 🇬🇪

🎓 „წარმატების გზა — ქართველი ახალგაზრდები ამერიკის უნივერსიტეტებში“20 სექტემბერს „ქალთა კლუბი ნიუ-იორკში“ — განათლებისა ...
09/21/2026

🎓 „წარმატების გზა — ქართველი ახალგაზრდები ამერიკის უნივერსიტეტებში“

20 სექტემბერს „ქალთა კლუბი ნიუ-იორკში“ — განათლებისა და მეცნიერების მიმართულების ორგანიზებით — გაიმართა შეხვედრა ქართველ ახალგაზრდებთან.

შეხვედრას გაუძღვა ქალთა კლუბის თავმჯდომარე, ეკატერინე კახიძე. შეხვედრა იყო online და მონაწილეებს საქართველოდან მიესალმა ქალთა კლუბის პრეზიდენტი, ქალბატონი მაკა ხეცურიანი. შეხვედრაში აქტიურად იყვნენ ჩართული ქალთა კლუბის სხვა წარმომადგენლებიც.

შეხვედრის სტუმრები იყვნენ ნინო ბურჯანაძე — Columbia University-ის სტუდენტი და ნათია ლიპარტელიანი— Lake Forest College-ის სტუდენტი, რომლებმაც მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება, წარმატების გზა და ამერიკულ უნივერსიტეტებში მიღების პროცესი გაუზიარეს.

ახალგაზრდებმა ისაუბრეს არა მხოლოდ მიღწეულ წარმატებაზე, არამედ იმ გამოწვევებსა და სირთულეებზეც, რომლებიც მათ ამ გზაზე შეხვდათ. შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდებისთვის, რადგან მათ მიიღეს პრაქტიკული რჩევები, მოტივაცია და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.

09/15/2026

🎓 „ქალთა კლუბი ნიუ-იორკში“
განათლებისა და მეცნიერების მიმართულება

20 სექტემბერი | 14:00 საათი

გიწვევთ ჰიბრიდულ შეხვედრაზე ქართველ ახალგაზრდებთან, რომლებმაც წელს წარმატებით ჩააბარეს ამერიკის უნივერსიტეტებში.

მონაწილეები:
🎓 ნინიკო ბურჯანაძე — კოლუმბიის უნივერსიტეტი
🎓 ნათია ლიპარდელიანი — Lake Forest College, Pre-Med (Biology)

მონაწილეები ისაუბრებენ საკუთარ წარმატების გზაზე, გამოცდილებასა და უნივერსიტეტში მიღების პროცესზე.

Zoom-ის ბმული Online დასწრების მსურველთათვის:
Join Zoom Meeting
https://us02web.zoom.us/j/86186991101

5 სექტემბერს „ქალთა კლუბის ნიუ-იორკში“ 2026–2027 საანგარიშო წლის პირველი შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართა.შეხვედრას კლუბ...
09/06/2026

5 სექტემბერს „ქალთა კლუბის ნიუ-იორკში“ 2026–2027 საანგარიშო წლის პირველი შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართა.

შეხვედრას კლუბის თავმჯდომარე, ეკატერინე კახიძე, უძღვებოდა. მან წევრებს ახალი სამუშაო წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და აღნიშნა, რომ ახალი საანგარიშო წელი კლუბისთვის განათლების წლად არის გამოცხადებული.

შეხვედრას საქართველოდან მიესალმა კლუბის პრეზიდენტი, მაკა ხეცურიანი, რომელმაც წევრებს კლუბის ახალი თანათავმჯდომარე — ნინა ყანჩაველი-ფანგანი წარუდგინა.

კლუბში არსებული მიმართულებების ხელმძღვანელებმა მრავალფეროვან ინიციატივებსა და გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრამ შესაძლებლობა მისცა კლუბის წევრებს, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ მოსაზრებები და იდეები და კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ ერთიანი ხედვა — განვითარება, განათლება და ერთმანეთის მხარდაჭერა.

„ქალთა კლუბის ნიუ-იორკში“ საქმიანობის მთავარი მიზანია ქალთა განათლების, პიროვნული და პროფესიული განვითარების, გაძლიერებისა და წარმატების ხელშეწყობა.

2026–2027 საანგარიშო წლის განმავლობაში კლუბი არაერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო, კულტურულ და საზოგადოებრივ პროექტს განახორციელებს, რომლებიც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ახალი შესაძლებლობების შექმნას, პროფესიულ განვითარებასა და ქალთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება.

კლუბი აგრძელებს განვითარებას და ქმნის სივრცეს, სადაც ქალებს შეუძლიათ ისწავლონ, განვითარდნენ, ითანამშრომლონ, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და საკუთარი იდეები მნიშვნელოვან ინიციატივებად აქციონ.

ახალი საანგარიშო წელი ახალი მიზნებით, ახალი იდეებითა და დიდი შესაძლებლობებით იწყება✨

10 აგვისტოს, „ქალთა კლუბი ნიუ-იორკის“ ბორდის წევრების შეხვედრაზე კლუბში არსებული ექვსივე მიმართულების ახალი ხელმძღვანელე...
09/06/2026

10 აგვისტოს, „ქალთა კლუბი ნიუ-იორკის“ ბორდის წევრების შეხვედრაზე კლუბში არსებული ექვსივე მიმართულების ახალი ხელმძღვანელები აირჩიეს.

კლუბის მიმართულებებს უხელმძღვანელებენ:

1. მეცნიერება და განათლება — ეკატერინე კახიძე
2. სამართალი — მანანა კოპალიანი
3. ჯანდაცვა, სოციალური საკითხები და გარემოს დაცვა — ეკატერინე ქევხიშვილი
4. ბიზნესის მართვა და ეკონომიკა — ნინა ყანჩაველი
5. კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი და ტურიზმი — ეკატერინე ტუჩაშვილი
6. მარკეტინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, PR და საგამომცემლო საქმიანობა — მაია ტატიშვილი

შეხვედრაზე ასევე განიხილეს კლუბის სამომავლო გეგმები, თანამშრომლობის გაძლიერებისა და თითოეული მიმართულების განვითარების ახალი შესაძლებლობები.

ბორდის წევრებმა ახალ ხელმძღვანელებს წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვეს.❤️❤️❤️

“ქალთა  კლუბმა  ნიუ იორკში”  2025-2026 საანგარიშო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, რომელიც ამჯერად აშშ დამოუკიდებლო...
08/05/2026

“ქალთა კლუბმა ნიუ იორკში” 2025-2026 საანგარიშო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, რომელიც ამჯერად აშშ დამოუკიდებლობის 250- ე წლისთავს მიეძღვნა. კლუბის თავმჯდომარემ - ეკატერინე მურღულიამ გაწეული ერთი წლის ღონისძიებების ანგარიში წარმოადგინა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით საქართველოდან online ფორმატით ჩაერთო ქალთა კლუბის პრეზიდენტი, პროფესორი ქ-ნმა მაკა ხეცურიანი. რომელმაც კლუბს წარუდგინა 2026-2027 საანგარიშო წლის თავმჯდომარე - ისტორიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი, ქ-ნი ეკატერინე კახიძე.

განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს
მიმართულების ხელმძღვანელებმა, განათლების მიმართულებით - ქ-ნმა ეკატერინე კახიძემ, საგამომცემლო მიმართულებით - ქ-ნმა მზია კანდელაკმა.
“ქალთა კლუბის ნიუ იორკში” მხარდამჭერთა საბჭოს თავმჯდომარემ ქ-ნმა ლელა ქართველმა ისაუბრა საბჭოს ეგიდით განხორციელებულ ღონისძიებებზე.

ტრადიციულად, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ქალთა კლუბში გაწევრიანდნენ ახალი წევრები;
ქალთა კლუბს, შემოუერთდნენ ქალბატონები: თამარ ღოღობერიძე, ია კორძაია, ეკატერინე ქევხიშვილი, ნინიკო ბურჯანაძე, მაია ტატიშვილი, ლიუდმილა ახალაია, ანა ყურშავიშვილი, ხათუნა მარტინი.

ღონისძიებაზე მოხდა პროექტის “Life Without Drugs” - წარდგენა, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდების დაჯილდოება და სერთიფიკატების გადაცემა.
საინტერესო გამოსვლა ჰქონდა მაგისტრ, ნინიკო ბურჯანაძეს.
ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი მიეძღვნა ამერიკელი ავტორების თარგმანების წარდგენას. პუბლიცისტმა მზექალა გოგოჭურმა, რომელიც არის “ქალთა კლუბი ნიუ იორკში” კლუბის მხარდამჭერთა საბჭოს წევრი, ანა კოპალიანის მიერ თარგმნილი ამერიკულ მწერლობის საუკეთესო თარგმანები წაუკითხა დამსწრე საზოგადოებას.
ღონისძიებაზე შესრულდა ქართული “სამაია”, რისთვისაც მადლობა ვუხდით ქორეოგრაფიულ ანსამბლს “ფესვები”.
დიდი მადლობა ყველა მოწვეულ სტუმარს!❤️

ვულოცავთ ქ-ნ ეკატერინეს “ქალთა კლუბი ნიუ იორკში”
კლუბის თავმჯდომარედ არჩევას და წარმატებებს ვუსურვებთ კლუბის მომავალ საქმიანობაში.
წარმატებები მიმართულების ხელმძღვანელებს, მთლიანად კლუბის შემადგენლობას!

21 ივნისს, ქალთა  კლუბი ნიუ-იორკში, განათლების მიმართულების ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა ამერიკაში მცხოვრებ წარმატებულ ...
06/24/2026

21 ივნისს, ქალთა კლუბი ნიუ-იორკში, განათლების მიმართულების ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა ამერიკაში მცხოვრებ წარმატებულ ახალგაზრდებთან.
ღონისძიებას მიმართულების ხელმძღვანელი ეკატერინე კახიძე გაუძღვა.
თავიანთი წარმატების შესახებ ისაუბრეს საქართველოს საამაყო წარმომადგენლებმა: ნინიკო ბურჯანაძემ - პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით
Adelphi University-ის (summa cm laude) კურსდამთავრებულმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის კონფლიქტების რეზოლუციისა და მოლაპარაკებების ფაკულტეტის მაგისტრანტმა და დავით შუბლაძემ - ქართული ეპისკოპალური მისიის საერო ლიდერმა
საერთაშორისო საქველმოქმედო 501 ორგანიზაციის, ERTOBA-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელი დირექტორმა, რომელიც ამავე დროს არის
იელის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების სკოლის მაგისტრატურის სტუდენტი და
ბერკლის უნივერსიტეტის სკოლის ანგლიკანური კვლევების პროგრამის სტუდენტი
ეპისკოპალურ ეკლესიაში მღვდლად ხელდასხმის კანდიდატი.

ორთავე სპიკერმა გამოთქვა მზაობა, დაეხმარონ და ინფორმაცია მიაწოდონ ქართველ ახალგაზრდებს, ვისაც სურვილი აქვს სწავლა გააგრძელონ აშშ-ში.
შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში, zoom -ის პლატფორმით წაროლიმართა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოდან მიესალმა ქალთა კლუბის პრეზიდენტი და დამფუძნებელი ქალ-ნი მაკა ხეცურიანი.
შეხვედრა გახსნა კლუბის მოქმედმა თავმჯდომარემ კატო მურღულიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ:
ქალთა კლუბის მხარდამჭერთა საბჭოს თავმჯდომარე ლელა ქართველი, ქალთა კლუბის მენეჯერი ტატა თევდორაძე და
ქალთა კლუბის წევრები ამერიკიდან და საქართველოდან.

შეხვედრაზე თავიანთი მოღვაწეობის შესახებ გვიამბეს Test Prep Academy-is დამფუძნებელმა გუბაზ გიორგაძემ და ამავე ორგანიზაციის დირექტორმა და დამფუძნებელთა საბჭოს წევრმა გიორგი ქარაზანიშვილმა.

შეხვედრას ესწრებიდნენ ასევე ლუკა მაისურაძე და გიორგი სტეფნაძე.

ღონისძიებაზე ბევრი საინტერესო აზრი და გეგმა გამოიკვეთა, რომელსაც ერთობლივად ამ ახალგაზრდებთან ერთად განვახორციელებთ.
ჩვენი სურვილია, ყველა წარმატებული ახალგაზრდა იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი და მხარდაჭერილი.
დიდი მადლობა ახალგაზრდებს და კლუბის ყველა წევრს მხარდაჭერისთვის❤️

ქალთა კლუბის აქტიური წევრის, მზია წულუკიძის წიგნის „გადავადებული ბედნიერების“ პრეზენტაცია გაიმართა ნიუ იორკში.წიგნის პრე...
06/17/2026

ქალთა კლუბის აქტიური წევრის, მზია წულუკიძის წიგნის „გადავადებული ბედნიერების“ პრეზენტაცია გაიმართა ნიუ იორკში.

წიგნის პრეზენტაცია ძალიან ემოციური და საინტერესო იყო.

საღამოს განმავლობაში არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი კულტურული ღონისძიებები მხოლოდ ლიტერატურული შეხვედრები არ არის. ისინი ქართული საზოგადოების გაერთიანების, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისთვის ქართული კულტურის გადაცემის მნიშვნელოვანი პლატფორმებია.

12/25/2025

Address

New York, NY

Telephone

+995577122828

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Women Club in New York posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Women Club in New York:

Shortcuts

Share