ქართულ-ამერიკული კონსერვატიული ფორუმი

  • Home
  • United States
  • Austin, TX
  • ქართულ-ამერიკული კონსერვატიული ფორუმი

ქართულ-ამერიკული კონსერვატიული ფორუმი Georgian-American Conservative Forum 🇬🇪🤝🇺🇲✌️ მოძრაობა კონსტიტუციური წესრიგისთვის

11/19/2025

"ჩვენ, ემიგრაციაში გაფანტულ ქართველებს, დღეს გვაუწყეს, რომ საქართველოს მომავალი ჩვენს გარეშე გადაწყდება…
დღეს ქართველ ემიგრანტებს გვითხრეს, რომ ხმა აღარ გვაქვს და რომ ჩვენი ხმა აღარ უნდა ისმოდეს…
სულ რაღაც ერთი გადაწყვეტილება და საქართველო თითქოს თვალს გვარიდებს.
ის საქართველო, რომლისთვისაც ქართველნი ემიგრაციაში დღეებსა და ღამეებს შრომაში ვათენებთ და ვაღამებთ, ვიღაც ოჯახს შორდება მრავალი წლით, ვიღაც შვილებს უყურებს ტელეფონის ეკრანიდან,
ვიღაც კი საკუთარ თავს ეუბნება: „ეს ყველაფერი ღირს, ოღონდ საქართველო წინ წავიდეს.“
ეს არ არის კანონის უბრალო ცვლილება.
ეს არის იგნორირება მრავალი გულის, რომელშიც საქართველო დღემდე ცოცხლობს!
დღეს ჩვენი ხმის უფლება, რომელიც გვერგო როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ფაქტობრივად ჩამოგვართვეს. მტკივნეულია. მტკივნეული და სხვა არაფერია.
რადგან ჩვენ ვიცით - ემიგრანტების ხმა ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერი იყო, ყოველთვის ქვეყნის მომავლისკენ იყო მიმართული.
ჩვენ არ გვსურს პრივილეგია, არამედ უფლება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა გვაძლევს.
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები, ვინც ოჯახებისგან შორს ვშრომობთ, ვიღწვით, ვისაც სამშობლო დღეში მინიმუმ ათჯერ გვახსენდება და ვისაც საქართველოზე ფიქრი არასდროს გვწყდება, ახლა არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ შევძლებთ ისე, როგორც წლების განმავლობაში შეგვეძლო.
საშინელია იმის შეგრძნება, რომ ჩვენი მონაწილეობა, ჩვენი ხმა და ჩვენი ადგილი სამშობლოს პოლიტიკურ ცხოვრებაში თითქოს აღარ არის.
მაგრამ სიმართლე ის არის, რომ სწორედ ემიგრანტები არიან ის ძალა, რომელიც ქვეყანას ერთიანს, მრავალფეროვანს და ძლიერს ხდის.
ქართველო ემიგრანტებო,
ჩვენ საყვედური კი არა - სამართალი გვინდა.
გულში ტკივილი კი არა - ის პატარა სივრცე გვინდა, სადაც ჩვენი თავისუფალი არჩევანი კვლავ იარსებებს.
ჩვენ ყველგან ვართ - ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიაში, აზიაში, მაგრამ გული მაინც საქართველოში გვიცემს.
და ვინც დღეს ჩვენს ხმას გვართმევს, სწორედ ამას ვერ ხვდება: საქართველოს სიყვარული გეოგრაფიულ საზღვრებს არ ცნობს!
ჩვენ შვილებს ვზრდით უცხო ხმაურის შუაგულში, მაგრამ ქართულ “იავნანას” ვუმღერით გულით.
ჩვენ ვართ საქართველოს ნაწილი და
არ აქვს მნიშვნელობა, სად ვცხოვრობთ.
ჩვენი პასპორტი არ არის უბრალოდ დოკუმენტი,
ეს არის იდენტობა, რომელიც სამშობლოსთან გვაკავშირებს.
ჩვენი ხმა არ არის საფრთხე!
ჩვენი ხმა არ არის „გარე ზეწოლა“!
ჩვენი ხმა ქართული ხმაა, უბრალოდ სხვა ქუჩიდან, სხვა ქალაქიდან, სხვა ქვეყნიდან!"
მღვდელმონაზონi იერონიმე, მანჰეტენის ქართულ სამრევლოს მოძღვარი

11/19/2025

"უკანასკნელ დღეებში გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება, მძიმე და მტკივნეული რეალობა შეუქმნა ათასობით ქართველ ემიგრანტს.
მე როგორც მღვდელმთავარი, უკვე მრავალი წელია ვემსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. ამ გამოცდილებამ მაჩვენა ემიგრანტების ყოველდღიური ბრძოლა, ოჯახების მიმართ განცდილი მონატრება და ყველაზე მნიშვნელოვანი მათი ერთგული სურვილი, რომ მიუხედავად ფიზიკური დისტანციისა, სამშობლოს მოქალაქეობრივ ცხოვრებაში მონაწილეობაზე არ თქვან უარი და არჩევანის უფლება სრულფასოვნად გამოიყენონ. სწორედ ამიტომ მქონდა მოლოდინი და იმედი, რომ შეიქმნებოდა მეტი შესაძლებლობა, გაიხსნებოდა დამატებითი უბნები და გამარტივდებოდა პროცედურები, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს რეალურად მიცემოდათ ხმის უფლება. ამის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ვითარება, რომელმაც ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობა თითქმის შეუძლებელი გახდა.
მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ჩასვლა, რაც დაკავშირებულია საგრძნობ ხარჯებთან, საბუთების არარსებობასთან, ვიზების მოლოდინთან და სხვა სირთულეებთან, ბევრისთვის მიუღწეველი მოთხოვნა და სურვილია. ეს კი ემიგრანტთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის წარმოადგენს თავიანთი საკანონმდებლო და მოქალაქეობრივი უფლების ფაქტობრივ შეზღუდვას.
აქვე, დავძენ, რომ ეს სიტყვები პოლიტიკური დაპირისპირებისთვის არ დამიწერია, არამედ ეს არის სულიერი მამის შინაგანი ხმა მათთვის, ვინც ყოველდღე შრომობს აქ ამ უცხო მიწაზე, ვინც სამშობლოს სიყვარულს ატარებს გულში და ვისაც ქვეყნის მომავალში მონაწილეობა გულანთებულს უნდა და სწყურია, ამრიგად, გულდაწყვეტით ვუერთდები ჩემი სულიერი შვილების კანონიერ მოთხოვნას, რომ არ იქნას მიღებული ეს საკანონმდებლო ცვლილება და შენარჩუნდეს ხმის მიცემის დღემდე არსებული წესი.
ლოცვა-კურთხევით და კეთილი სურვილებით
+ საბა
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი"

11/19/2025

📣 „ქართული ოცნების“ ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ არჩევნების საყოველთაობის პრინციპს.

❗ საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, განაგრძონ თავიანთი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფიზიკურად არ იმყოფებიან ქვეყნის ტერიტორიაზე. საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს საქართველოს შემთხვევაში, რადგან ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა დიდია და მუდმივად იზრდება.

❗ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის პირობებში, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართული ოცნების მისწრაფებებს და ძირს უთხრის არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას.

📸 ფოტო: რადიო თავისუფლება

ვრცლად ⬇

https://gyla.ge/post/sazgvargaret-xmismicemis-upleba-saia

11/19/2025

Georgian Government ! Stop Violating the Constitutional Right to Vote for Emigrants!

11/19/2025

Spotlight  |  StatementsStatement on changes to election law November 18, 2025 Statement on Proposed Changes to Election Laws for Georgian Citizens Abroad The Georgian Association in the United States of America is shocked and dismayed by the recent announcement regarding proposed changes to the e...

11/19/2025

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი ემიგრანტების საარჩევნო ხმასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას...

🇺🇲 ვულოცავთ იუბილეს !!!
11/17/2025

🇺🇲 ვულოცავთ იუბილეს !!!

Founded on November 17, 1871, the NRA has grown from a small group of marksmen into a nationwide institution dedicated to fi****ms training, safety, and advocacy.

Together with millions, we celebrate 154 years of heritage and hard work. 🇺🇸

‼️ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მიცემა მხოლოდ საქართველოში შეეძლებათ 🔻
11/17/2025

‼️ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მიცემა მხოლოდ საქართველოში შეეძლებათ 🔻

🇺🇲 1860 წლის 6 ნოემბერს აბრაამ ლინკოლნი (Abraham Lincoln 1809 – 1865) გახდა აშშ-ს პირველი პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიი...
11/06/2025

🇺🇲 1860 წლის 6 ნოემბერს აბრაამ ლინკოლნი (Abraham Lincoln 1809 – 1865) გახდა აშშ-ს პირველი პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან (რიგით მე-16 აშშ-ს პრეზიდენტი).

👉 იხილეთ საბავშვო შემეცნებითი პროექტი: codna.ge

11/05/2025

ONE YEAR AGO, HISTORY WAS MADE.
45 BECAME 47. THE MOVEMENT ROARED BACK.

AMERICA FIRST FOREVER. 🦅🇺🇸🎉

Address

Austin, TX

Telephone

+995592351021

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქართულ-ამერიკული კონსერვატიული ფორუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ქართულ-ამერიკული კონსერვატიული ფორუმი:

Share