22/01/2026
Для Грузинської діаспори в Україні «Сакартвело» соборність України — це не абстрактне поняття і не символ на папері. Це ціна, сплачена кров’ю.
Понад 100 грузинів віддали свої життя у війні України проти російської агресії — за українську свободу, незалежність і соборність. Це не просто цифра. За кожним іменем — історія людини, родини, вибору і честі. Це люди, які довели: солідарність вимірюється не словами, а вчинками.
Грузини борються за соборність України не на словах, а в діях, бо ми добре розуміємо: вільна Україна — це запорука вільної Грузії. Наші народи мають спільного ворога, спільний біль і спільне прагнення — жити у вільних, незалежних державах, де поважають гідність людини.
Українці та грузини — це народи одних цінностей: свободи, честі, гідності та права самим визначати своє майбутнє. Саме за ці цінності ми боремося разом, пліч-о-пліч, розуміючи, що ця боротьба — спільна.
Соборність України сьогодні — це не лише єдність територій. Це єдність народів, які стали поруч у найважчий момент історії.
Разом — до перемоги. Разом — за свободу.🇬🇪❤️🇺🇦
უკრაინის ქართველთა დიასპორისთვის „საქართველოსთვის“ უკრაინის ერთიანობა არ არის აბსტრაქტული ცნება ან მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიმბოლო. ეს არის სისხლით გადახდილი ფასი.
100-ზე მეტმა ქართველმა გასწირა სიცოცხლე რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ომში — უკრაინის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის. ეს არ არის უბრალოდ ციფრი. თითოეული სახელის უკან დგას ადამიანის ისტორია, მისი ოჯახი, არჩევანი და ღირსება. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ სოლიდარობა იზომება არა სიტყვებით, არამედ საქმით.
ქართველები უკრაინის ერთიანობისთვის იბრძვიან არა სიტყვით, არამედ ქმედებით, რადგან ჩვენ კარგად გვესმის: თავისუფალი უკრაინა — თავისუფალი საქართველოს საწინდარია. ჩვენს ხალხებს ჰყავთ საერთო მტერი, საერთო ტკივილი და საერთო მისწრაფება — ვიცხოვროთ თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებში, სადაც პატივს სცემენ ადამიანის ღირსებას.
უკრაინელები და ქართველები საერთო ღირებულებების ხალხია: თავისუფლების, პატივის, ღირსებისა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლების. სწორედ ამ ღირებულებებისთვის ვიბრძვით ერთად, მხარდამხარ, რადგან გვესმის, რომ ეს ბრძოლა საერთოა.
უკრაინის ერთიანობა დღეს მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობა არ არის. ეს არის იმ ხალხების ერთობა, რომლებიც ისტორიის ყველაზე მძიმე წუთებში ერთმანეთის გვერდით დადგნენ.
ერთად — გამარჯვებისკენ.
ერთად — თავისუფლებისთვის.