Rufus The Churchill

Rufus The Churchill When you donate, we deliver support and publish proof

"Rufus' Mission in Slovakia"
"Rufus' Mission in Georgia"

RUFUS is a transparency-first donation project that supports shelter dogs through practical, measurable help.

ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს წლებია უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ამ კეთილ საქმეში და ათასობით სიცოცხლის გადარჩენაში. 🐾❤️ადამიანს...
04/09/2026

ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს წლებია უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ამ კეთილ საქმეში და ათასობით სიცოცხლის გადარჩენაში.
🐾❤️
ადამიანს, რომელსაც ამხელა ამაგი აქვს გაწეული მიუსაფარი ცხოველების გადარჩენასა და ზრუნვაში, დღეს მხარდაჭერა სჭირდება.
🐶
ვუცხადებთ ბატონ თამაზს სოლიდარობას !

🐾 ყოველი უდანაშაულო სიცოცხლე იმსახურებს დაცვას, ზრუნვასა და სიყვარულს! ❤️❤️​ცხოველების მიმართ სისასტიკე და ძალადობა არ ა...
27/08/2026

🐾 ყოველი უდანაშაულო სიცოცხლე იმსახურებს დაცვას, ზრუნვასა და სიყვარულს!
❤️❤️
​ცხოველების მიმართ სისასტიკე და ძალადობა არ არის მხოლოდ კონკრეტული ოთხფეხას ტკივილი — ეს ჩვენი საზოგადოების მორალური სახის მაჩვენებელია.

ძალადობას გამართლება არ აქვს! ​
💔​💔
ცხოველებს არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა, ჩვენი მოვალეობაა გავხდეთ მათი ხმა. უპატრონო თუ შინაური ცხოველის მოწამვლა, ცემა და მოკვლა მძიმე დანაშაულია.

​📢 მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, ნუ დარჩებით გულგრილი და ნუ ჩაუვლით ძალადობას გვერდს ისე, თითქოს არაფერი ხდება!

მეგობრებო, ჩვენი წეროვნელი, დემოდეკოზიანი ლეკვი ხომ გახსოვთ? 😊💛​მინდა,  სიახლე გაგიზიაროთ! 💛🐶​პატარა სრულიად გამოჯანმრთე...
23/08/2026

მეგობრებო, ჩვენი წეროვნელი, დემოდეკოზიანი ლეკვი ხომ გახსოვთ?
😊💛

​მინდა, სიახლე გაგიზიაროთ!
💛🐶

​პატარა სრულიად გამოჯანმრთელდა! შემდეგ, „მეიჰიუ ჯორჯიას“ დახმარებით, კასტრაციაც გავუკეთეთ.
🐶
პარალელურად ვცდილობდით მის გაშვილებას, თუმცა მოვლენები ასე განვითარდა:
​გამოჩნდა ძალიან კეთილი ადამიანი — ბატონი კახაბერი და მისი ოჯახი, რომლებიც სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კვებავენ მიუსაფარ ცხოველებს.
💛🙏

შემოგვთავაზეს ჩვენი თეთრი ცუგას მიკედლებაც. ეს ლეკვისთვის დიდი შველაა, რადგან მისთვის ბევრად უსაფრთხო გარემოში აღმოჩნდა.
🧡💛

​ამავე ლოკაციაზე სხვა ოთხფეხებიც იყვნენ, რომელთა სტერილიზაციაც ასევე დავაორგანიზეთ და ოპერაციის შემდეგ თავიანთ ნაცნობ გარემოში დავაბრუნეთ ასევე მიკედლებით.
🧡💛

​ჩვენი მოსიყვარულე ცუგა კი მომენტალურად დაუმეგობრდა როგორც ახალ მასპინძლებს, ასევე თავის ოთხფეხა მეზობლებს
💛💛

ვესტუმრეთ მიუსაფარი ცხოველების დიდ გულშემატკივარს, ქალბატონ ელისოს ❤️  Megreli გავიცანით მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხ...
18/08/2026

ვესტუმრეთ მიუსაფარი ცხოველების დიდ გულშემატკივარს, ქალბატონ ელისოს
❤️
Megreli

გავიცანით მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხოველები 🐶🐶🐶🐈 (ფოტო/ვიდეოში სრული შემადგენლობით არ არიან).

ეს კეთილი ქალატონი, მრავალი წელია, ყოველ დღე, როგორც სახლში, ასევე ქუჩაში, კვებავს მათ, მკურნალობს, აკონტროლებს გეგმიურ ვაქცინაციას, უკეთებს სტერილიზაცია/კასტრაციას და შეძლებისდაგვარად აჩუქებს კარგ ოჯახებში
❤️❤️

დაგვეთანხმებით, ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. საიტზე ატვირთულია რამოდენიმე ცუგას მონაცემი, როგორც გასაჩუქებლად, ასევე, მათი ყოველთვიური ნუტრიონის შესავსებად. ვისაც გექნებათ სურვილი ამ კეთილ საქმეში მონაწილეობის მიღების, გადადით ლინკზე, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ცხოველი და გაუწიეთ დონაცია.
🐶🐶

დაგვეთანხმებით, ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. საიტზე ატვირთულია რამოდენიმე ცუგას მონაცემი, როგორც გასაჩუქებლად, ასევე, მათი ყოველთვიური ნუტრიონის შესავსებად. ვისაც გექნებათ სურვილი, ამ კეთილ საქმეში მონაწილეობის მიღების, გადადით ლინკზე, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ცხოველი და გაუწიეთ დონაცია.
ლინკი პირველ კომენტარში

👇👇 See less

ეს ჩვენი უბნის კეთილი ცუგაა, რომელიც წლების წინ მიატოვა პატრონმა  😢 💔     მას ყოველ დღე ვკვებავთ, სეზონურად ვამუშავებთ ნ...
11/08/2026

ეს ჩვენი უბნის კეთილი ცუგაა, რომელიც წლების წინ მიატოვა პატრონმა
😢 💔

მას ყოველ დღე ვკვებავთ, სეზონურად ვამუშავებთ ნექსგარდით, ვაკონტროლებთ მის ვაქცინაციას, მაგრამ, როდესაც ხელში მომარჯვებულ სავარცხელს დაინახავს, გვემალება
🫣 😀

აქვს საკმაოდ გრძელი ბეწვი, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ზაფხულის ცხელ დღეებში, კანი ძალიან ეხუთება
😞

ასევე, უამრავი ბალახი ერჭობა და შემდეგ ურთულდება ჭრილობები. გადავწყვიტეთ, სახლის პირობებში, შეძლებისდაგვარად გაგვეთავისუფლებინა ამ პრობლემისგან და ჩვენ ეს შევძელით
🙌🏼 🥳

ეს პატარა, 5-6 თვის ბიჭი, ეძებს კეთილ პატრონს. 🙏❤️გაიზრდება საშუალო ტანის, არის მოსიყვარულე და თბილი. 🐶❤️ მიღებული აქვს ...
07/08/2026

ეს პატარა, 5-6 თვის ბიჭი, ეძებს კეთილ პატრონს. 🙏❤️

გაიზრდება საშუალო ტანის, არის მოსიყვარულე და თბილი.
🐶❤️

მიღებული აქვს ნექსგარდი, იმკურნალა დემადეკოზზე და ამჟამად სრულიად ჯანმრთელია. უახლოეს დღეებში ჩაუტარდება კასტრაცია და ვაქცინაცია.
🐶🐶

გაჩუქების შემთხვევაში გაუკეთდება ჩიპირება.
თუ მისთვის მზრუნველი პატრონი ვერ მოიძებნა, დაუმაგრდება საჭდე და დაუბრუნდება თავის ლოკაციას.
🙏🙏

გთხოვთ, გააზიარეთ ეს პოსტი — ერთი გაზიარებაც მისთვის ოჯახის პოვნის შანსია. 🐶❤️

😸UPDATE: !!!,,მიუჰაუ,,-ში გასტერილებულ კატებს შორის არის ეს საყვარელი 7-8 თვის ფისო, რომელიც ჩუქდება.❤️❤️მიჩვეულია ეზოს,...
05/08/2026

😸
UPDATE: !!!

,,მიუჰაუ,,-ში გასტერილებულ კატებს შორის არის ეს საყვარელი 7-8 თვის ფისო, რომელიც ჩუქდება.
❤️❤️
მიჩვეულია ეზოს, ამიტომ ვეძებთ კერძო სახლში მაცხოვრებელ ოჯახს.
😸🏡
ფოტო იხილეთ კომენტარში 👇............
😸😸😸
9 მიუსაფარ ფისოს ,,მეიჰიუ,, -ს პროგრამის ფარგლებში, ჩაუტარდა სტერილიზაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
😻

დიდი მადლობა Georgia გუნდს პროფესიონალიზმის და ცხოველებზე ზრუნვისთვის.
❤️🐾

ფისოების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ ეტაპობრივად ვაბრუნებთ ბუნებრივ არეალში.
❤️🐾.

თუ ვინმეს გექნებათ რომელიმეს ჩუქების სურვილი, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.
🐱❤️


კატები დავამუშავეთ შიდა და გარე პარაზიტებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათი ჯანმრთელობისთვის!!!
❤️💛

ერთ-ერთ მათგანს (შავ ფისოს) ღრძილში ბალახი ჰქონდა შერჭობილი, რამაც გამოიწვია მძიმე დაზიანება როგორც პირის ღრუში, ასევე მის გარეთ.😞 ვეტერინარმა მყისიერად შეამჩნია და მოუწია დაზიანებული კბილის ექსტრაქცია.
🚑👩‍⚕️

მათ შორის აღმოჩნდა უკვე გასტერილებული ფისოც, რომელსაც არც ჩიპი ჰქონდა და არც ყურზე სტერილიზაციის აღმნიშვნელი ნიშანი (კუპირება).
😔

მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ცხოველის სასიკეთოდ, გთხოვთ გაითვალისწინოთ:
👇

თუ ცხოველს ჰყავს პატრონი, აუცილებელია მათი ჩიპირება. ❤️ ხოლო, თუ ის არის მიუსაფარი:

🐱კატა - ყურის კუპირება.
🐶ძაღლი - საჭდე, უნიკალური ნომრით..

Georgia

ეს საყვარელი ცუგა თეთრაა. წლებია ცხოვრობს მუხიანში,           ერთ-ერთი ობიექტის ტერიტორიაზე. 🐶💛   ბეწვის სტრუქტურიდან გა...
03/08/2026

ეს საყვარელი ცუგა თეთრაა. წლებია ცხოვრობს მუხიანში, ერთ-ერთი ობიექტის ტერიტორიაზე. 🐶💛 ბეწვის სტრუქტურიდან გამომდინარე, ზაფხულის ცხელ დღეებში მას კანზე უჩნდება დაზიანებები.
🐶 ❤️


პირველ ეტაპზე, მივეცით ნექსგარდი (Nexgard),
შემდეგ ვესტუმრეთ groom.ge -ს გლდანის ფილიალს.
❤️💛
მადლობას ვუხდით მათ, თეთრას მოწესრიგებაში და იმ შეღავათისთვის, რომელსაც მიუსაფარ ცხოველებზე ავრცელებენ.
❤️🐶



ცუგას საჭდე ჰქონდა მომძვრალი, რომელიც განვაახლეთ, აიცრა ცოფზე, ოფიციალურად მივიკედლეთ და დავაბრუნეთ თავის ტერიტორიაზე, სადაც მას დიდი სიყვარულით ელოდნენ, კეთილი ადამიანები
❤️❤️

Groom.ge - გრუმინგ სალონი

30/07/2026

ზოგჯერ, ცხოველი ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევით არ მოდის - ის თავის ადამიანს პოულობს.

ილო ბეროშვილი თავისი ძაღლის თბილ და გულწრფელ ისტორიას გვიზიარებს.

🥰 უყურეთ და მოგვწერეთ კომენტარებში: როგორ იპოვეთ ერთმანეთი თქვენ და თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა? 🧡

https://rufus.ge
https://rufusthechurchill.org

#მიუსაფარიძაღლები
#ძაღლი
#რუფუსი


გზაზე ეს ცუგები შემოგვხვდნენ... 💚💚ვეცადეთ, ცოტათი მაინც შეგვემსუბუქებინა მათი ყოფა — გამოვკვებეთ, სუფთა წყალი დავალევინე...
27/07/2026

გზაზე ეს ცუგები შემოგვხვდნენ...
💚💚

ვეცადეთ, ცოტათი მაინც შეგვემსუბუქებინა მათი ყოფა — გამოვკვებეთ, სუფთა წყალი დავალევინეთ და მკბენარებზე დავამუშავეთ. ☀️🐾

ვიმედოვნებთ, რომ ეს პატარა დახმარება მათთვის უკეთესი დღის დასაწყისი იქნება. ☀️💛

ზოგჯერ საკვები, წყალი და ზრუნვა მთელ სამყაროს ნიშნავს.
💚💚

🌱 ჩვენი საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და მხარდასაჭერად, შემოიხედეთ ჩვენს საიტზე.

🔗 ლინკი პირველ კომენტარში.

Address

Bratislava
82103

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Rufus The Churchill posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share