27/11/2025
28 ნოემბერს სრულდება ერთი წელი იმ საპროტესტო ტალღიდან, რომელიც საქართველოში დაიწყო და მალევე გავრცელდა მსოფლიოს ბევრ ქალაქში.
ეს იყო საზოგადოების მშვიდობიანი, ღირსეული და პრინციპული გამოხატულება ქვეყნის თავისუფალი და ევროპული მომავლის დასაცავად.
ზუსტად ერთი წლის წინ გაკეთებულმა განცხადებამ, რომლის მიხედვითაც 2028 წლის ბოლომდე არ იგეგმებოდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთობა და მოქალაქეთა აქტიური პოზიცია.
დღეს, ერთი წლის შემდეგ, ჩვენ ქართველი ემიგრანტები პოლონეთში და ქართული დიასპორა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაცილებით უფრო ძლიერები და კონსოლიდირებულები ვართ.
ჩვენმა საერთო გამოცდილებამ და ბოლო თვეების და კვირეების მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რეჟიმისთვის ყველაზე რთული სამართალია მაშინ, როცა მოქალაქეები მშვიდად, პასუხისმგებლობით და უანგაროდ ერთიანდებიან ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
28 ნოემბერს, თბილისში და მსოფლიოს 20-ზე მეტ ქალაქში ქართველი ემიგრანტების მიერ კვლავ გაიმართება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს მომავალი თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე, ღირსებაზე და ევროპულ ფასეულობებზე დგას.
ჩვენი ძალა ერთობაშია და უდავოდ
საქართველო უნდა იდგეს ევროპულ გზაზე.
არა სამშობლოს მოღალატეებს.
არა რუსეთუმე მოძალადეებს.
რუსეთი იყო და არის ოკუპანტი.
გაუმარჯოს საქართველოს, რომელიც ხალხს ეკუთვნის და არა პოლიტიკურ ძალას.
------------------------------------------------------------------------------------
28 listopada mija rok od tej fali protestów, która rozpoczęła się w Gruzji i bardzo szybko rozprzestrzeniła się w wielu miastach na świecie.
Była to spokojna, godna i zasadnicza reakcja społeczeństwa w obronie wolnej i europejskiej przyszłości kraju.
Dokładnie rok temu wygłoszone oświadczenie, zgodnie z którym do końca 2028 roku nie planowano otwarcia negocjacji z Unią Europejską, ponownie przypomniało nam, jak ważne są jedność i aktywna postawa obywateli.
Dziś, rok później, my — gruzińscy emigranci w Polsce oraz gruzińska diaspora w różnych krajach świata — jesteśmy znacznie silniejsi i bardziej zjednoczeni.
Nasze wspólne doświadczenie, a także wydarzenia ostatnich miesięcy i tygodni po raz kolejny pokazały, że dla obecnego reżimu najtrudniejszym przeciwnikiem są obywatele, którzy jednoczą się spokojnie, odpowiedzialnie i bezinteresownie — dla dobra swojego kraju.
28 listopada w Tbilisi oraz w ponad 20 miastach na świecie ponownie odbędą się pokojowe protesty organizowane przez gruzińskich emigrantów, aby potwierdzić, że przyszłość Gruzji opiera się na wolności, prawach człowieka, godności i europejskich wartościach.
Naszą siłą jest jedność i bez wątpienia
Gruzja musi podążać drogą europejską.
Nie zdrajcom ojczyzny.
Nie prorosyjskim agresorom.
Rosja była i jest okupantem.
Niech żyje Gruzja — kraj, który należy do narodu, a nie do siły politycznej.