CAUCASUS-Cultural Centre /ათენის კულტურის ცენტრი «კავკასია»

  • Home
  • Greece
  • Athens
  • CAUCASUS-Cultural Centre /ათენის კულტურის ცენტრი «კავკასია»

CAUCASUS-Cultural Centre /ათენის კულტურის ცენტრი «კავკასია» განათლებისა და კულტურის ცენტრი / Educational and Cultural Centre

ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი "კავკასია" (https://www.facebook.com/Caucasus.Centre.Athens/) დაარსდა 2006 წლის დასაწყისში.
მდებარეობს ქ. ათენის ცენტრში განლაგებულ თანამედროვედ გამართულ და კეთილმოწყობილ შენობაში (დაახლ. 350 კვ.მ.).
კავკასიას დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი ელინისტი, ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორი (http://www.yppo.gr/1/g1540.jsp?obj_id=149), დოქტ. ავთანდილ

მიქაბერიძე (http://www.nplg.gov.ge/bios/ka/3252/).

ცენტრში მოქმედებს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია (ბერძნულ-ქართული კულტურული კავშირი კავკასია, ასოციაცია დიოსკურია – დიალოგისა და მშვიდობის აფზახეთი) და ასევე, რამდენიმე სასწავლო-შემოქმედებითი სტუდია და კაბინეტი:
~ ათენის წმ. ნინოს სახ. ქართული პოლიფონიური მუსიკის გუნდი & მისი სასწავლო სტუდია: ფოლკლორი, საეკლესიო, კლასიკური, საესტრადო & ქალაქური მუსიკა, ხალხური საკრავები, გიტარა (https://www.facebook.com/GeorgianChoireAthens/);
~ ათენის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი “კავკასია“ & სასწავლო სტუდია (https://www.facebook.com/GeorgianDanceStudioCAUCASUSAthens/?fref=ts);
~ კომპიუტერული და თანამედროვე ტექნოლოგიების შემსწავლელი კაბინეტი.
~ უცხო ენების შემსწავლელი წრეები: თანამედროვე და ძველი ბერძნული, ინგლისური, გერმანული, უკრაინული, რუსული, არაბული და სხვ. (https://www.facebook.com/profile.php?id=100011364889148&fref=ts);
~ ათენის ქართული საკვირაო სკოლა [ქართული ენა, ისტორია და კულტურა: წერა-კითხვა, ლიტერატურული მეტყველება და ზოგადი უნარ-ჩვევები]: ხუთშაბათი და შაბათი.
~ ათენის ჯანმრთელობის ცენტრი (იპირუს ქ. 6, ათენი 104 33) - სამედიცინო დიაგნოსტიკისა და კონსულტაციის კაბინეტი (https://www.facebook.com/profile.php?id=100011364889148&fref=ts);
~ ათენის ქართული ბიბლიოთეკა. (https://www.facebook.com/georgianlibraryinathens/?ref=page_internal);
~ საფეხბურთი კლუბი FC CAUCASUS (https://www.facebook.com/FC-Caucasus-1014557215224466)
~ საბერძნეთის სახელმწიფო ტელე-რადიო მაუწყებლობის (ΕΡΤ) ქართულენოვანი რადიო ივერია-ს რედაქცია Filia, FM 106.7 (https://www.facebook.com/profile.php?id=100011364889148&fref=ts);
~ ვეფხისტყაოსნის მეგობართა საერთაშორისო ასოციაცია – ფონდი რუსთაველი (https://www.facebook.com/FriendsofRustaveli/);
~ მსოფლიო ფილოსოფიური ფორუმის წარმომადგენლობა ათენში (http://www.wpf-unesco.org/);
~ საქართველოს ოლიმპიელთა კლუბის წარმომადგენლობა ათენში (http://www.sok.ge/);

აგრეთვე, კავკასია მრავალი წელია თავის კედლებში მასპინძლობს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას საბერძნეთის მიგრანტთა ფორუმი (http://www.migrant.gr/cgi-bin/pages/index.pl?arlang=Greek&type=index).

ჩვენი არქივიდან:
28/03/2026

ჩვენი არქივიდან:

2017 წლის 28 მარტს კიფისიის მერიასთან არსებული თავისუფალი უნივერსიტეტის "ნიკოს ანტონოპულოს" სალექციო ციკლის ფარგლებში გაიმართა ლიტერატურული საღამო, მიძღვნილი შოთა რუსთაველის საიუბილეო 850 წლისადმი.
საბაბი გახლდათ "ვეფხისტყაოსნის" ბერძნული თარგმანის გამოცემა, განხორცილებული ჯერ კიდევ 1966 წელს ქ. სოხუმში მოღვაწე ბერძენი ლიტერატორის, ემანუილ მიტაფიდის მიერ.
მომხსენებლები:
დოქტ. ეკა ჭყოიძე (ილიაუნის უნივერსიტეტის პროფესორი), დოქტ. ავთ. მიქაბერიძე (ათენის ქართული არქეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი), ფილოლოგი ლია ვალატა-ციამა (ინდიანაპოლისის უნივერსიტეტის მკვლევარი), ფილოლოგი & ისტორიკოსი თალია კაფედძი ("ვეფხისტყაოსნის" ბერძნული გამოცემის რედაქტორი).
გრიგორის კირიაკოს, "ვეფხისტყაონის" გამომცემელი, მთარგმენლის შვილიშვილი.
მოდერატორი: დოქტ. ვლასის აღძიდის (თესალონიკის უნივერსიტეტი).
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს საელჩოს მრჩეველი, ეკატერინე ლორთქიფანიძე.

🇬🇪 მაგრად დაჰკარით... 12.05.2019: გენიალური ქართველი ბარდის, უნიკალური ავტორ-შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის დაუვიწყარი ...
29/08/2025

🇬🇪 მაგრად დაჰკარით...

12.05.2019: გენიალური ქართველი ბარდის, უნიკალური ავტორ-შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის დაუვიწყარი შემოქმედებითი საღამო ათენში.

💔 #მამუკაჩარკვიანი

2019 წლის 12 მაისი: მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო ქ. ათენში. კინო-თეატრი „ტრიანონ“.„ჰიმნი თავისუფლებას“: მა.....

Address

Patision 81, Victoria Square
Athens
GR-10434

Opening Hours

Monday 10:00 - 22:00
Tuesday 10:00 - 22:00
Wednesday 10:00 - 22:00
Thursday 10:00 - 22:00
Friday 10:00 - 22:00
Saturday 10:00 - 22:00
Sunday 10:00 - 22:00

Telephone

+306945381250

Alerts

Be the first to know and let us send you an email when CAUCASUS-Cultural Centre /ათენის კულტურის ცენტრი «კავკასია» posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to CAUCASUS-Cultural Centre /ათენის კულტურის ცენტრი «კავკასია»:

Share