02/02/2026
ჩამომაცალეთ, ჩამოლეწრთ ყველა დარაბა
ჩამომაცალეთ, ჩამოლეწეთ ყველა დარაბა,
სულის ამბოხი ვერ ეტევა მიღმა კედლების,
თარეშობს ქარი, მომქანცველი ამაოება,
ისმის გოდება მიუსაფარ ქალთა კრებულის.
აახმაურე, ზღვაო შენი შლეგი მუსიკა,
ცამდე აზიდე ქაფიანი ცხელი ტალღები,
შენ?! მებაღეო ის აკაფე, რაც გევალება
და გამოფინე აკოკრება თეთრი ვარდების.
გადაინახეთ ჩამოქნილი თაფლის სანთელი,
უკუნ ღამეში გამაყოლეთ ერთგულ მეგზურად,
იქ, განთიადზე ჩამოჰკარით მცხეთის ზარები,
ააჭრიალეთ ჩემი ხელით დაგმანული სახლის კარები.
თავზე ნათელი მომახვიეთ, ჩემი მთა_ ბარის,
დამშრალი ცრემლი შემომაჭდეთ ყელზე მძივებად,
თეთრი ვარდები მებაღეო გზადაგზა ყარე ,
თუ დაბრუნება ამ გზით თავად ღმერთმა ინება.
ზაირა კეღოშვილი