AFAD Association For Agriculture Development

AFAD Association For Agriculture Development Training Center , Agriculrural Extension service

„ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (AFAD)“ 2014 წელს შეიქმნა სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების, სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის ხელშეწყობის მიზნით.

ჩვენი საქმიანობით მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით ფერმერებს თანამედროვე ცოდნის მიღებაში, ხელს ვუწყობთ მათი შრომის და წარმოების ეფექტურობას. AFAD-ი წარმოადგენს ექსტენციისა და სასოფლო-სა

მეურნეო განათლების ცენტრს, საიმედო პარტნიორს ფერმერებისა და მეწარმეებისათვის, სახელმწიფოსათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორისათვის.

Visit of H.E. Mr. Hideki Ishizuka, Ambassador of Japan in Georgia to AFAD and Official Opening of the Mobile Veterinary ...
04/06/2026

Visit of H.E. Mr. Hideki Ishizuka, Ambassador of Japan in Georgia to AFAD and Official Opening of the Mobile Veterinary Clinic in Zugdidi
On June 2, 2026, the Association for Agriculture Development (AFAD) had the honor of hosting H.E. Mr. Hideki Ishizuka, Ambassador of Japan in Georgia, together with representatives of the Embassy of Japan in Georgia, at AFAD’s headquarters in Zugdidi.
The visit marked the official opening of the “Mobile Veterinary Clinic in Zugdidi,” an innovative veterinary outreach service designed to bring modern diagnostic, emergency, and surgical veterinary care directly to farmers and rural communities. The project is centered around a fully equipped veterinary ambulance, furnished with specialized veterinary equipment, including a digital X-ray unit, ultrasound scanner, endoscopy system, metal detector for large animals, milk somatic cell analyzer, large-animal anesthesia equipment, and a full set of surgical and emergency veterinary instruments. The clinic will provide rapid response, field diagnostics, preventive healthcare, emergency treatment, and specialized veterinary services, significantly strengthening animal health management and livestock production in the Samegrelo region.
During the visit, the delegation toured AFAD’s Chemical and Microbiological Laboratory, which was established through the support of the Government of Japan and the Embassy of Japan in Georgia under the Grant Assistance for Grassroots Human Security Projects (GGP 2019) Programme. The laboratory currently provides analytical services for soil, water, food, and agricultural samples, contributing to food safety, environmental protection, and the sustainable development of agriculture in western Georgia.
AFAD representatives presented the organization’s activities, achievements, and future development plans in the fields of agriculture, veterinary services, food safety, laboratory research, and rural development. Particular attention was given to the newly launched Mobile Veterinary Clinic, which aims to improve access to veterinary care, strengthen animal health management, and support the productivity and resilience of local farming communities.
AFAD expresses its sincere gratitude to the Government of Japan and the Embassy of Japan in Georgia for their longstanding partnership and support. Through this cooperation, both the modern laboratory and the Mobile Veterinary Clinic have been established, creating valuable resources that directly benefit farmers, rural communities, and the agricultural sector as a whole.
The visit of H.E. Mr. Hideki Ishizuka reaffirmed the strong partnership between Japan and Georgia and highlighted the importance of international cooperation in promoting sustainable rural development, improving agricultural services, and enhancing the well-being of local communities.
Association for Agriculture Development (AFAD)

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, ბატონი ჰიდეკი იშიძუკას ვიზიტი AFAD-ში და მობილური ვეტერინარული კლინიკის ოფიციალური გახსნა ზუგდიდში
2026 წლის 2 ივნისს, „ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“ (AFAD) ზუგდიდში მასპინძლობდა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, ბატონ ჰიდეკი იშიძუკას და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებს.
ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურად გაიხსნა „მობილური ვეტერინარული კლინიკა ზუგდიდში“ — ინოვაციური ვეტერინარული სერვისი, რომლის მიზანია თანამედროვე დიაგნოსტიკური, გადაუდებელი და ქირურგიული ვეტერინარული მომსახურებების მიწოდება უშუალოდ ფერმერებისა და სოფლის მოსახლეობისთვის.
პროექტის ცენტრალურ კომპონენტს წარმოადგენს სრულად აღჭურვილი ვეტერინარული სასწრაფო დახმარების ავტომობილი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ვეტერინარული ტექნოლოგიებით, მათ შორის: ციფრული ვეტერინარული რენტგენის აპარატით, ექოსკოპიური სისტემით, ვეტერინარული ენდოსკოპით, მსხვილფეხა ცხოველებისთვის განკუთვნილი მეტალოდეტექტორით, რძის სომატური უჯრედების ანალიზატორით, მსხვილფეხა ცხოველების ანესთეზიის აპარატით, ასევე ქირურგიული და გადაუდებელი ვეტერინარული დახმარებისთვის საჭირო სრული აღჭურვილობით.
კლინიკა ფერმერებსა და ცხოველთა მფლობელებს შესთავაზებს სწრაფ რეაგირებას, ადგილზე დიაგნოსტიკას, პრევენციულ ვეტერინარულ მომსახურებებს, გადაუდებელ დახმარებასა და სპეციალიზებულ ვეტერინარულ სერვისებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ცხოველთა ჯანმრთელობის მართვის გაუმჯობესებასა და მეცხოველეობის პროდუქტიულობის ზრდას სამეგრელოს რეგიონში.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ დაათვალიერა AFAD-ის ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც შეიქმნა იაპონიის მთავრობისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროგრამის“ (GGP 2019) ფარგლებში. ლაბორატორია ამჟამად ახორციელებს ნიადაგის, წყლის, სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო ნიმუშების ანალიზს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სურსათის უვნებლობის, გარემოს დაცვისა და დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებაში.
AFAD-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ორგანიზაციის საქმიანობა, მიღწევები და სამომავლო განვითარების გეგმები სოფლის მეურნეობის, ვეტერინარიის, სურსათის უვნებლობის, ლაბორატორიული კვლევებისა და სოფლის განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახლად გახსნილ მობილურ ვეტერინარულ კლინიკას, რომლის მიზანია ვეტერინარულ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ცხოველთა ჯანმრთელობის მართვის გაუმჯობესება და ადგილობრივი ფერმერული მეურნეობების მდგრადობისა და პროდუქტიულობის მხარდაჭერა.
AFAD გულწრფელ მადლობას უხდის იაპონიის მთავრობასა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მრავალწლიანი პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი როგორც თანამედროვე ლაბორატორიის, ისე მობილური ვეტერინარული კლინიკის შექმნა, რომლებიც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ფერმერებს, სოფლის მოსახლეობასა და მთლიანად აგროსექტორს.
ბატონი ჰიდეკი იშიძუკას ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიასა და საქართველოს შორის არსებული მტკიცე პარტნიორობა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას სოფლის მდგრადი განვითარების, სასოფლო-სამეურნეო მომსახურებების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობის საქმეში.
ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (AFAD)

Address

#1 Demuria Street
Zugdidi
2100

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when AFAD Association For Agriculture Development posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to AFAD Association For Agriculture Development:

Shortcuts

Share