ასოციაცია "გზამკვლევი"

ასოციაცია "გზამკვლევი" Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ასოციაცია "გზამკვლევი", Non-Governmental Organization (NGO), თბილისის ქ. №30, Zugdidi.

ასოციაცია "გზამკვლევი" არის დედების მიერ შექმნილი ორგანიზაცია, რომლის მისიაა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ასოციაცია "გზამკვლევი" წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის დამფუძნებლები არიან აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების დედები.
ჩვენი მიაზანია, დავეხმაროთ ქ.ზუგდიდში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირებს საბაზისო

უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში; ხელი შევუწყოთ აუტიზმის მქონე ბავშვთა დროულ გამოვლენასა და ადრეული მკურნალობის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებას.

11/10/2025
სივრცე იგივე, ხედვა - გამდიდრებული
13/06/2025

სივრცე იგივე, ხედვა - გამდიდრებული

შეხედეთ, მოიწონეთ, იყავით გვერდით. 💙
08/06/2025

შეხედეთ, მოიწონეთ, იყავით გვერდით. 💙

🔵 ყოველდღიურად ვხვდებით მშობლებს, რომლებიც გვეკითხებიან —
„როდის უნდა ვინერვიულო?“
„ეს ნორმალურია?“

გიზიარებთ გამოცდილებას — რა ნიშნებზე ღირს ყურადღების გამახვილება ადრეულ ასაკში.

პირველი ნიშნები ხშირად ჩნდება 1-დან 3 წლამდე ასაკში. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე მოხდება შეფასება, მით უკეთესი შედეგია შესაძლებელი.

შესაძლო ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს:
🔹 არ პასუხობს სახელზე 12 თვისთვის
🔹 არ იყენებს ქმედებებს ან სიტყვებს მოთხოვნის ან ინტერესის გასაზიარებლად (მაგ. არ იშვერს ხელს)
🔹 არ იმეორებს მარტივ მოძრაობებს ან ხმებს
🔹 არ აქვს თვალით კონტაქტი ან ნაკლებად რეაგირებს მიმიკებზე
🔹 უჭირს ურთიერთობის დაწყება თანატოლებთან
🔹 უჩვეულო ინტერესები საგნებზე (მაგ. ბორბლის ტრიალი, ზედაპირის შეხება)
🔹 გამეორებითი ქცევები: ხელების რხევა, თავის ქნევა, მხედველობითი კონცენტრაცია
🔹 სენსორული მგრძნობელობა ხმებზე, ტექსტურებზე ან სინათლეზე

❗️აუცილებელი არ არის ყველა ნიშანი ერთდროულად გამოვლინდეს.
თითოეული ბავშვი ინდივიდუალურია. მთავარი დროული დაკვირვება და მხარდაჭერაა.

📌 თუ გაქვთ კითხვები ან ეჭვი — პირველი ნაბიჯი პროფესიული კონსულტაციაა.
ჩვენი გუნდი მზად არის, გაგიზიაროთ გამოცდილება და დაგეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში.

📍 აუტიზმის ცენტრი - MENDI / მენდი
📞 555 14 20 30
📩 მოგვწერეთ პირადში

გადმოდით ჩვენთან ახალ გვერდზე – მუშაობა გრძელდება 👇
06/06/2025

გადმოდით ჩვენთან ახალ გვერდზე – მუშაობა გრძელდება 👇

შემოგვიერთდით 👇
03/06/2025

შემოგვიერთდით 👇

💛 გიყვებით ერთ ამბავს...

✍️ შეთხზულია, მაგრამ რეალურ განცდებს ეყრდნობა. მისი მიზანია აგრძნობინოს საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის ხმა, თანადგომა და პედაგოგის ერთგულება.

👦 ნიკა შვიდი წლის იყო, როცა პირველად მივიდა კლასში, სადაც ვერავინ იგებდა მის ემოციებს. მას არ შეეძლო ლაპარაკი და ხშირად “უცნაურად” იქცეოდა, რის გამოც თანაკლასელებიც და ზოგჯერ მასწავლებლებიც დისტანციას იჭერდნენ.

ერთერთმა პედაგოგმა, ქალბატონმა ლიზამ, გადაწყვიტა, რომ პირველ რიგში ნიკას უნდა დაენახა – მისი ქცევა არ იყო საშიში. ის უბრალოდ სხვანაირად გამოხატავდა თავს.

ქალბატონმა ლიზამ ნიკასთვის შექმნა საკუთარი კომუნიკაციის დაფა – სურათებით, მარტივი რითმებითა და სიმშვიდით.
ერთ თვეში ნიკამ პირველად მიუთითა, რომ წყალს სვამდა — ეს იყო პატარა გმირობა. ექვს თვეში კი კლასელები უკვე ეხმარებოდნენ ნიკას იმის თქმაში, რაც უნდოდა.

📖 ეს ამბავი გვახსენებს, რომ ერთი მზრუნველობითი ნაბიჯიც კი შორს მიდის.

🤔 როგორ ფიქრობთ, რომელ უფლებას შეეხო ეს ამბავი?

1 ივნისი ჩვენი ცენტრისთვის სიმბოლური დღეა 💙გიზიარებთ სტატუსს ახალი გვერდიდან — სადაც უკვე ვაგრძელებთ აქტიურად საქმეს.🟦 დ...
01/06/2025

1 ივნისი ჩვენი ცენტრისთვის სიმბოლური დღეა 💙
გიზიარებთ სტატუსს ახალი გვერდიდან — სადაც უკვე ვაგრძელებთ აქტიურად საქმეს.
🟦 დაგვიმეგობრდით იქაც!

📍 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
1 ივნისი გვახსენებს, რომ თითოეულ ბავშვზე ზრუნვა ჩვენი საერთო ვალდებულებაა.
MENDI / მენდი ყოველდღიურად დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ დაცული, მოსიყვარულე და განვითარების შესაძლებლობებით სავსე გარემო.

ჩვენ ისევ აქ ვართ — იმავე სიყვარულით და ერთგულებით.თუ იცნობთ მშობელს, ვისაც სჭირდება სანდო მხარდაჭერა, გაუზიარეთ ჩვენი გ...
06/05/2025

ჩვენ ისევ აქ ვართ — იმავე სიყვარულით და ერთგულებით.

თუ იცნობთ მშობელს, ვისაც სჭირდება სანდო მხარდაჭერა, გაუზიარეთ ჩვენი გვერდი 👇

ერთად დავეხმაროთ ბავშვებს განვითარებაში!

📣მოგესალმებით აუტიზმის ცენტრი - მენდის ოფიციალურ გვერდზე!

🧩 მენდი - არის სივრცე, რომელიც შექმნილია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის — ადგილი, სადაც თითოეული უნარი ფასდება და ინდივიდუალური განვითარება უდიდეს მნიშვნელობას იძენს.

✅️ჩვენი მიზანია უსაფრთხო, თბილი და პროფესიონალური გარემოს შექმნა, სადაც ბავშვები შესაძლებლობას იღებენ წინსვლისა და საკუთარი უნარების განვითარებისთვის, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდებით და გამოცდილი სპეციალისტების მხარდაჭერით.

🟣სიტყვა "მენდი" თვითონვე წარმოადგენს ABA-ს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიას: ბავშვს ვასწავლით სწორად და გააზრებულად მოთხოვნას — რაც კომუნიკაციის ფუნდამენტია.

გელოდებით მენდის სივრცეში 👇 [ზუგდიდი, თბილისის ქ. N30] — იქ, სადაც სითბო და პროფესიონალიზმი ერთიანდება.

✨ ABA იცვლება, ვითარდება და ჰუმანურ, პიროვნებაზე ცენტრირებულ გზას ირჩევს! ✨
28/04/2025

✨ ABA იცვლება, ვითარდება და ჰუმანურ, პიროვნებაზე ცენტრირებულ გზას ირჩევს! ✨

11/04/2025

🔴როგორ ცვლის მშობლის მიმღებლობა ბავშვის ცხოვრების ხარისხს?👇

02/04/2025

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა 🌍

Address

თბილისის ქ. №30
Zugdidi
2100

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995555142030

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ასოციაცია "გზამკვლევი" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ასოციაცია "გზამკვლევი":

Share