13/01/2025
აშშ-ში, ნიუ-იორკში ძარცვის დროს ქურდმა ბანკში მყოფ ხალხს დაუყვირა:
არ გაინძრეთ! ფული სახელმწიფოსია და სიცოცხლე თქვენი.
ამიტომ ყველა ჩუმად იწვა!
"ამას კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი საზრიანობით დარწმუნება ქვია!
ქურდებმა თავიანთი საქმე რომ დაასრულეს, უმაღლეს დამთავრებულმა ახალგაზრდა ქურდმა, უხუცეს ქურდს, რომელსაც მხოლოდ დაწყებითი სკოლა ქონდა დამთავრებული, უთხრა დავთვალოთ რომ ვიცოდეთ რა თანხა მოვიპარეთ.
მოხუცმა ქურდმა, რომელიც მათი წინამძღოლი იყო, უთხრა: სულელი ხარ? ბევრი ფულია და დათვლას დიდი დრო სჭირდება, საღამოს ახალი ამბებიდან გავიგებთ რამდენი ფული მოვიპარეთ!
"ამას გამოცდილება ჰქვია"
მას შემდეგ რაც ქურდებმა ბანკი დატოვეს, ბანკის მენეჯერმა ფილიალის
მენეჯერს უთხრა:
- სასწრაფოდ პოლიციაში დარეკე,
მაგრამ ფილიალის მენეჯერმა უთხრა: მოიცადე, ჯერ 10 მილიონი ჩვენთვის გადავდოთ და ის 70 მილიონიც დავამატოთ რომელიც გავფლანგეთ!
"ამას დინების მიმართულებით ცურვა და სიტუაციის შენს სასარგებლოდ მოქცევა ქვია!
ბანკის მენეჯერმა თქვა: კარგი იქნება, თუ ყოველთვიურად ძარცვა მოხდება!
"ამას ძალიან შორს შეტოპვა ქვია!
მეორე დღეს საინფორმაციო გადაცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბანკიდან 100 მილიონი დოლარი მოიპარეს!
ქურდები ისევ და ისევ ითვლიდნენ ფულს, მაგრამ ყოველ ჯერზე თანხა 20 მილიონი დოლარი იყო, ძალიან გაბრაზდნენ, რადგან, მათ სიცოცხლე 20 მილიონ დოლარად გაწირეს!..
ბანკის მენეჯერმა კი 80 მილიონი დოლარი რისკის და ხელის გაუნძრევლად იშოვა!
ეს არის განსხვავება ნიღბიან ქურდსა და ჰალსტუხიან ქურდს შორის!
და ამის სახელი განათლებაა!
ბანკის მენეჯერი იღიმოდა რადგან ბირჟაზე წაგებული ფული მთლიანად აანაზღაურა და პლიუს მილიონერი გახდა!
ამას ჭკუა და რისკის გაწევა ქვია!
ნამდვილი ქურდები როგორც წესი, მაღალი თანამდებობის პირები არიან,ამიტომ ის ვისაც ქურდებს ეძახიან ყოველთვის ჯიბის ქურდებად დარჩებიან...