ასოციაცია "მერკური" • Association Merkuri

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • ასოციაცია "მერკური" • Association Merkuri

ასოციაცია "მერკური" • Association Merkuri Association Merkuri

ასოციაცია მერკური-არასამთავრობო ორგანიზაცია,რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარება.ასოციაცია დაარსდა 2004 წელს და დღემდე მრავალი წარმატებული პროექტი თუ ღონისძიება განუხორციელებია.
ჩვენს მთავარ ამოცანებს წარმოადგენს:
-ქალის როლის გაძლიერება საზოგადოებაში
-ახალგაზრდულ პროგრამებზე მუშაობა
-საგამომცემლო,კულტურული და სამეცნიერო საქმიანობა.

ძვირფასო მეგობრებო,ყველა, ვინც დარეგისტრირდა ჩვენს ვორქშოფებზე, აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.ჩვენ დაგიკავშირდებით და ...
20/05/2026

ძვირფასო მეგობრებო,

ყველა, ვინც დარეგისტრირდა ჩვენს ვორქშოფებზე, აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენ დაგიკავშირდებით და მოგაწვდით ინფორმაციას იმ ვორქშოფების შესაბამისად, რომლებიც თქვენ აირჩიეთ.

ვორქშოფების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ პოსტერზე.

მადლობა გაგებისთვის!

🎨 ბავშვებისთვის ხელოვნებისა და ხელნაკეთობების ვორქშოფზე რეგისტრაცია დაიწყო!ვორქშოფს გაუძღვება ჩვენი უცხოელი მოხალისე, ამ...
15/05/2026

🎨 ბავშვებისთვის ხელოვნებისა და ხელნაკეთობების ვორქშოფზე რეგისტრაცია დაიწყო!

ვორქშოფს გაუძღვება ჩვენი უცხოელი მოხალისე, ამიტომ ბავშვებს შემოქმედებით აქტივობებთან ერთად ექნებათ შესაძლებლობა, მეგობრულ და არაფორმალურ გარემოში მოისმინონ და გამოიყენონ ინგლისური ენა 🇬🇧✨

თუ თქვენს შვილს უყვარს ხატვა, ფერებთან თამაში, სხვადასხვა მასალით მუშაობა და საკუთარი იდეების შექმნა — ეს შეხვედრები სწორედ მისთვისაა 🖌️✂️

ვორქშოფის განმავლობაში ბავშვები ჩაერთვებიან მხიარულ და შემოქმედებით აქტივობებში: ხატვა, ფერწერა, კოლაჟი, ხელნაკეთობები, ფერების და ტექსტურების აღმოჩენა და პატარა ისტორიების შექმნა ხელოვნების საშუალებით.

შეხვედრები წარიმართება მშვიდ და მხარდამჭერ გარემოში. მთავარი არ არის „სრულყოფილი ნამუშევარი“ — მთავარია, ბავშვმა სცადოს, იფიქროს, წარმოიდგინოს და საკუთარი ხელით შექმნას რაღაც ახალი.

შემოქმედებითი აქტივობები ბავშვებს ეხმარება ფანტაზიის, კონცენტრაციის, მოთმინების, წვრილი მოტორიკისა და თავდაჯერებულობის განვითარებაში. ამასთანავე, ინგლისურენოვან მოხალისესთან კომუნიკაცია ბავშვებისთვის იქნება კარგი შესაძლებლობა, ენა ბუნებრივად, თამაშისა და შემოქმედების პროცესში გამოიყენონ.

👧👦 ასაკი: 8–13 წელი
აქტივობები ასაკის მიხედვით იქნება ადაპტირებული.

📅 შეხვედრების თარიღები: 20 მაისი, 27 მაისი, 3 ივნისი, 10 ივნისი, 17 ივნისი

⏰ დრო:
12:00–14:00 ან 15:00–17:00

📍 ადგილები შეზღუდულია.

რეგისტრაციისთვის შევსეთ ფრომა https://forms.gle/WpQAxGM86bk2dBBa6 .
რეგისტრაცია ღიაა 18 მაისის 17 საათამდე.

[GEO] დღეს ასოციაცია „მერკურში“ ჩვენი რუმინელი მოხალისის პრეზენტაცია გაიმართა 🇷🇴✨შეხვედრაზე ახალგაზრდებმა გაიცნეს რუმინე...
12/05/2026

[GEO] დღეს ასოციაცია „მერკურში“ ჩვენი რუმინელი მოხალისის პრეზენტაცია გაიმართა 🇷🇴✨

შეხვედრაზე ახალგაზრდებმა გაიცნეს რუმინეთის კულტურა, ტრადიციები და ის ამბებიც, რაც ამ ქვეყანას განსაკუთრებულს ხდის.

ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი მოხალისე „მერკურის“ გუნდს შემოუერთდა 💛

ზაფხულის განმავლობაში ის ახალგაზრდებთან იმუშავებს, ჩაერთვება სხვადასხვა შემოქმედებით და საგანმანათლებლო აქტივობაში და დაგვეხმარება უფრო მეტი საერთაშორისო გამოცდილების, ახალი იდეებისა და ინტერკულტურული გაცვლის შექმნაში.

კეთილი იყოს შენი მობრძანება „მერკურში“! 🌿✨

[ENG] Today, Association “Merkuri” hosted a presentation by our volunteer from Romania 🇷🇴✨
During the meeting, young participants discovered Romanian culture, traditions, interesting facts, and the special things that make this country unique. The presentation took place in a warm, friendly, and active atmosphere — with questions, conversations, impressions, and lots of new information 🤗💬
We are very happy to welcome our volunteer to the Merkuri team 💛
Throughout the summer, she will work with young people, take part in various creative and educational activities, and help us bring more international experience, fresh ideas, and intercultural exchange to our community 🌍🌱
Welcome to “Merkuri”! 🌿✨

MTÜ Mondo

📢 გთხოვთ, წაიკითხოთ და გააზიაროთ.ალექსანდრა უკრაინელია 🇺🇦 ადრე სუმის ოლქში ცხოვრობდა. ომის დაწყების შემდეგ იძულებული გახ...
06/04/2026

📢 გთხოვთ, წაიკითხოთ და გააზიაროთ.

ალექსანდრა უკრაინელია 🇺🇦 ადრე სუმის ოლქში ცხოვრობდა. ომის დაწყების შემდეგ იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი ქვეყანა და უსაფრთხო ადგილი სხვაგან ეძებნა.

დედისგან ჰქონდა მოსმენილი, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ძალიან კარგი და კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, ჩამოვიდა აქ და ყველაფერი დაიწო ახლიდან 🇬🇪

მაგრამ ისე წარიმართა მისი ცხოვრება, რომ საქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა. დღეს ალექსანდრა შვილთან ერთად „მერკურის“ თავშესაფარში იმყოფება.

ახლა ოჯახი სახელმწიფო სერვისებში ჩართვას ელოდება, თუმცა მათთვის ცხოვრების ისევ თავიდან, ნულიდან დაწყებაა საჭირო.
ამ მძიმე მდგომარეობაში ალექსანდრამ გადაწყვიტა, საკუთარი შრომით ეცადა მცირე შემოსავლის მიღება — გამოაცხო სააღდგომო პასკები 🧁

მისი პასკების შეძენა მხოლოდ სააღდგომო სუფრისთვის გემრიელი შენაძენი არ არის.
ეს არის მხარდაჭერა ქალისთვის, რომელმაც ომი, ძალადობა და დიდი გაურკვევლობა გამოიარა და მაინც ცდილობს, შვილთან ერთად ცხოვრება თავიდან ააწყოს 🤍

აღდგომა არის რწმენის, იმედის, თანადგომისა და ადამიანობის დღესასწაული ✨
თუ შეგიძლიათ, მხარი დაუჭირეთ ალექსანდრას — შეიძინეთ პასკა ან უბრალოდ გააზიარეთ ეს პოსტი.

გვჯერა, რომ სწორედ თქვენი მხარდაჭერა იქნება ის მამოძრავებელი ძალა, რაც ალქესანდრას ასე ძალიან სჭირდება ახლა 🙏

შეკვეთისთვის / შეკვეთისთვის დაგვიკავშირდით: 599989592

🔧 შენც ის ქალი ხარ, რომელსაც შეუძლია ონკანის შეკეთება, პატარა რემონტის გაკეთება, ინსტრუმენტების გამოყენება — და ფიქრობ, ...
11/02/2026

🔧 შენც ის ქალი ხარ, რომელსაც შეუძლია ონკანის შეკეთება, პატარა რემონტის გაკეთება, ინსტრუმენტების გამოყენება — და ფიქრობ, რომ ეს შეიძლება შენი შემოსავლის წყაროდ იქცეს?

მაშინ ეს ინფორმაცია სწორედ შენთვისაა!

💥 ზუგდიდში, #გორგიას ხელოსანთა აკადემიის პროფესიულ სასწავლო პროგრამებზე მიღება დაიწყო!

📆 კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე

📚 კურსების ჩამონათვალი:
📌 თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მოწყობა
📌 სანტექნიკის სისტემების მონტაჟი

✨ კურსები სრულიად უფასოა!

გინდა მეტი გაიგო?
აკადემიის წარმომადგენლები ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ და დეტალურად მოგიყვებიან პროგრამების შესახებ, ასევე უპასუხებენ ყველა შეკითხვას.

📍 შეხვედრა გაიმართება 19 თებერვალს, 10:30 საათიდან.

👉 დასწრებისთვის დარეგისტრირდი 18 თებერვლის 15:00 საათამდე https://forms.gle/1T1ZNWWhLqWKJBUP7

არ გამოტოვო შესაძლებლობა, შენი უნარები პროფესიულ ცოდნად და შემოსავლის წყაროდ აქციო! 💪

💙 განახლება (6.01.2026)დიდი ინტერესის გამო (შემოსული განაცხადების რაოდენობა 4-ჯერ აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს) განაცხ...
05/01/2026

💙 განახლება (6.01.2026)

დიდი ინტერესის გამო (შემოსული განაცხადების რაოდენობა 4-ჯერ აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს) განაცხადების მიღება დასრულებულია.
გმადლობთ ნდობისა და ინტერესისთვის — თქვენი ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შერჩეულ კანდიდატებს მალე დაუკავშირდებით.

❄️ ზამთრის სკოლა ბავშვებისთვის (10–12 ასაკისთვის) ❄️

📅 10–14 იანვარი | 5 დღე

გსურთ, რომ ზამთრის არდადეგები თქვენი შვილისთვის იყოს მხიარული და შინაარსიანი?
ასოციაცია „მერკური“ გიწვევთ 5-დღიან ზამთრის სკოლაში, რომელიც ეფუძნება თაობათაშორისი დიალოგის იდეას.

🌱 მთავარი თემა — თაობათაშორისი დიალოგი
პროგრამა ეხმარება ბავშვებს სხვადასხვა თაობის გამოცდილების გააზრებაში, ემპათიისა და ურთიერთგაგების განვითარებაში.

✨ რას ვთავაზობთ ბავშვებს?
• თამაშზე და შემოქმედებაზე დაფუძნებული აქტივობები
• ემოციებსა და ურთიერთობებზე ორიენტირებული პროცესები
• უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო

👨‍👩‍👧 ბავშვები იქნებიან პროფესიონალების მეთვალყურეობის ქვეშ.

🔗 რეგისტრაცია:
https://forms.gle/JKuCe7ocv58LThHt7
📝 განაცხადების მიღება 8 იანვრის 18 სააათამდე

❄️ ადგილები შეზღუდულია — ვაქციოთ ეს ზამთარი თბილ და შინაარსიან გამოცდილებად 💙

🎉 თუ პირველ ნაკადში ვერ მოხვდით  — ახლა თქვენი დროა!👉 ასოციაცია „მერკური“ აცხადებს მიღებას დასაქმების კომპეტენციების გან...
01/12/2025

🎉 თუ პირველ ნაკადში ვერ მოხვდით — ახლა თქვენი დროა!
👉 ასოციაცია „მერკური“ აცხადებს მიღებას დასაქმების კომპეტენციების განვითარების მეორე ჯგუფზე!

📅 8–10 დეკემბერი
📍 ზუგდიდი

🎯 რას ისწავლით:
1️⃣ CV -ს სწორად დაწერას და ინტერვიუსთვის მომზადებას 📝
2️⃣ ეფექტურ კომუნიკაციას და საკუთარი თავის პროფესიულად წარმოჩენას 💬
3️⃣ შრომითი უფლებები- რა უნდა იცოდეთ, სანამ კონტრაქტს მოაწერთ ხელს ⚖️
4️⃣ ფინანსურს წიგნიერებას 💰
5️⃣ შეიძენთ პრაქტიკულ უნარებს: დიზაინი, მარკეტინგი, ფოტო-ვიდეო რედაქტირება თქვენი საქმიანობისთვის 🎥

👩‍🎓 კურსის ბოლოს მიიღებთ სერტიფიკატს და ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათ სამსახურის პოვნაში ან საკუთარი პატარა ბიზნესის დაწყებაში 🚀

💬 ადგილები შეზღუდულია!
📩 რეგისტრაცია ღიაა 5 დეკემბრამდე. შეავსეთ ქვევით მითითებული ფორმა
https://forms.gle/idSPgQ35BH2Cv84x9

#მერკური #დასაქმება #კარიერა #ქალებისგაძლიერება #ფინანსურიგანათლება #ზუგდიდი #სასწავლოკურსი

💼✨ გინდა იპოვო სამსახური ან დაიწყო საკუთარი საქმე?👉 მაშინ ეს კურსი ზუსტად შენთვისაა!📣 ასოციაცია „მერკური“ გიწვევს დასაქმ...
07/11/2025

💼✨ გინდა იპოვო სამსახური ან დაიწყო საკუთარი საქმე?
👉 მაშინ ეს კურსი ზუსტად შენთვისაა!

📣 ასოციაცია „მერკური“ გიწვევს დასაქმების კომპეტენციების განვითარების კურსზე,
სადაც ყურადღება გამახვილებულია იმ უნარებზე, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია სამსახურის პოვნისთვის და შენარჩუნებისთვის 👇

🎯 რა ისწავლება:
1️⃣ CV-ის წერა — როგორ წარმოაჩინო შენი გამოცდილება და შეძლო ინტერვიუზე მოხვედრა
2️⃣ ეფექტური კომუნიკაცია — როგორ ილაპარაკო თავდაჯერებულად და პროფესიულად
3️⃣ შრომითი უფლებები — რა უნდა იცოდე, რომ დაცული იყო სამსახურში
4️⃣ ფინანსური წიგნიერება და საგადასახადო რეგულაციები — როგორ მართო შენი ბიუჯეტი და როგორ იმუშაო კანონიერად
5️⃣ დიზაინი, მარკეტინგი და ფოტო-ვიდეო რედაქტირება — პრაქტიკული უნარები, რომლებიც გამოგადგება ნებისმიერ სფეროში და ბევრი სხვა!

📅 თარიღები: 14–15–16 ნოემბერი
📍 ადგილი: ასოციაცია „მერკურის“ ოფისი, ზუგდიდი
👩‍🎓 მონაწილეები: სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები ქალები
📜 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

💬 ადგილები შეზღუდულია — დაგვიკავშირდი დღესვე!
📩 რეგისტრაციისთვის 12 ნოემბრამდე შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/mHri5h9wa3RUs3N77

✨ შენი პირველი ნაბიჯი პროფესიულ განვითარებაში იწყება აქ!

#მერკური #დასაქმება #ქალებისგაძლიერება #ზუგდიდი #ტრენინგი #სასწავლოკურსი

დასაქმების კომპეტენციების განვითარების კურსი კურსის მიზანია ქალების პროფესიული და შრომითი უნარების გაძლიერე....

04/11/2025

🔥✨
მეგობარო! 🌟
ჰო, შენ — ვისაც ხანდახან გეშლება ნერვები, ვერ ხვდები რატომ გწყინს, ან გერიდება რაღაცის თქმის 💭
ემოციები, მეგობრები, სტრესი, თვითგამოხატვა... ეს ყველაფერი შენს ცხოვრებაშია 🌪️
მაგრამ იცი რა? ამას მართვა შეიძლება მარტივად და მშვიდად 💪🌿

💫 ასოციაცია „მერკური“ გიწვევს ახალ ჯგუფურ კურსზე
👉 შენნაირი 12–14 წლის მოზარდებისთვის 💬

📅 8, 15, 22 და 29 ნოემბერი
🕒 15:00
📍 ზუგდიდი

🎯 რა გელის:
💚 როგორ ამოიცნო შენი ემოციები და უთხრა სხვებს, როგორ გრძნობ თავს
💬 როგორ იყო თავდაჯერებული უხეშობის გარეშე
👫 როგორ ააწყო ნამდვილი მეგობრობა და გაუმკლავდე ბულინგს
🌞 როგორ შექმნა ჩვევები, რომლებიც გაგაძლიერებს 😅

ეს არ არის ჩვეულებრივი “ლექცია” —
🎈 ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია იყო შენ,
📢 ისაუბრო გულწრფელად,
😂 იცინო გულით
და 💫 იპოვო შენი ხმა!

📩 ადგილები ცოტაა — დარეგისტრირდი აქ 7 ნოემბრამდე https://forms.gle/D9SZxU8JoCp5TbPm6 🚀

#მერკური #თინეიჯერი #ემოციები #მეგობრობა #თავდაჯერებულობა #ბალანსი #ზუგდიდი #იყავიშენ

10 ნოემბერს, 17:00–20:00 საათზე გაიმართება ონლაინ ვორქშოპი თემაზე — „როგორ და რა საშუალებებით ვიმუშაოთ ძალადობის მსხვერპ...
03/11/2025

10 ნოემბერს, 17:00–20:00 საათზე გაიმართება ონლაინ ვორქშოპი თემაზე — „როგორ და რა საშუალებებით ვიმუშაოთ ძალადობის მსხვერპლ ქალებთან და ბავშვებთან“.
შეხვედრა დაეთმობა პრაქტიკულ მეთოდებს, ემოციურ მხარდაჭერას და უსაფრთხო კომუნიკაციას.
სპიკერი — კატარჟინა კურიატა, ფსიქოლოგი მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით.

ვისთვის? - ფსიქოლოგები, სოცმუშაკები, პედაგოგები, - ყველა ვისაც შეიძლება ჰქონდეს შეხება ძალადობია მსხვერპლ ქალებთან და ბავშვებთან!

👉 რეგისტრაცია: shorturl.at/3U0AQ

📍 პლატფორმა: Microsoft Teams

თუ გსურს ცოდნის გაზიარება და პრაქტიკული უნარების გაღრმავება — შემოგვიერთდი!

🗂️ როგორ და რა საშუალებებით ვიმუშაოთ ძალადობის მსხვერპლ ქალებთან და ბავშვებთან - გეპატიჟებით ონლაინ ვებინარზე რომელიც გაიმართებას ორშაბათს 10 ნოემბერს 17:00–20:00 საათზე.

პრაქტიკულ ვორქშოპზე განხილული იქნება ძალადობის მსხვერპლ
ქალებთან და ბავშვებთან მუშაობის მეთოდები. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაუზიარონ სამუშაო გამოცდილება, დასვან შეკითხვები.

ვორქშოპის ფარგლებში განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

▫️ როგორ ვისაუბროთ ძალადობაზე მხარდამჭერი და უსაფრთხო ფორმით;
▫️ როგორ გამოვიყენოთ მარტივი სენსორული საშუალებები ემოციურ თემებზე საუბრისა და კავშირის დასამყარებლად;
▫️ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როცა ჩვენს ხელთ მხოლოდ ფურცელი და ფერადი ფანქრებია.✏️🎨

ონლაინ ვორქშოპის მოწვეული სპიკერია: კატარჟინა კურიატა - ფსიქოლოგი რომელსაც აქვს ინტერდისციპლინარული გამოცდილება ბავშვთა დაცვის, მენტალური ჯანმრთელობის, ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.
იგი წარმატებით მუშაობს მრავალფეროვან, მულტიკულტურულ
გარემოში და მტკიცედ იცავს ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა ადამიანის ღირსება, სოციალური ჩართულობა და ეფექტური მხარდაჭერის სისტემების შექმნა — როგორც თერაპიულ პრაქტიკაში, ისე საერთაშორისო სტრუქტურებში.

🔗 ონლაინ ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:https://shorturl.at/3U0AQ

🌐 ონლაინ ვორქშოპი ჩატარდება პლატფორმის „Microsoft Teams“ მეშვეობით. შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია გეცნობებათ იმ ელექტრონულ ფოსტაზე,📧 რომელსაც მიუთითებთ რეგისტრაციის დროს.

Address

6/12 Aghmashenebeli Str
Zugdidi
2100

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ასოციაცია "მერკური" • Association Merkuri posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ასოციაცია "მერკური" • Association Merkuri:

Share