19/06/2026
✨ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორის, სოფიკო ჭაავას წიგნის - „მეგრული ფოლკლორი (ზღაპრები, ლექსები, ანდაზები და გამოცანები)“ წარდგენა.
📚 შეხვედრაზე ავტორმა ისაუბრა წიგნის შექმნის პროცესზე, საარქივო მასალების მოძიებისა და დამუშავების მნიშვნელობაზე, ასევე იმ უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელსაც გამოცემა აერთიანებს.
🎓 დამსწრეებმა მოისმინეს ინფორმაცია ავტორის მრავალწლიანი სამეცნიერო საქმიანობის, კვლევითი გამოცდილებისა და იმ ნაშრომების შესახებ, რომლებიც ქართული ენის, კულტურისა და ისტორიის შესწავლას უკავშირდება.
📖 განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია წიგნში თავმოყრილმა უნიკალურმა მასალებმა. შეხვედრაზე განიხილეს აკადემიკოს აკაკი შანიძის პირად ფონდში დაცული საარქივო დოკუმენტები, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა ერთ გამოცემაში. წიგნი აერთიანებს 1000-ზე მეტ მეგრულ და ქართულ ანდაზას, 500-ზე მეტ ლექსს, ზღაპრებსა და გამოცანებს, რომლებიც 110 წლის წინ სამეგრელოში ჩაიწერა.
💬 შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. მონაწილეებმა იმსჯელეს მეგრული ფოლკლორის მნიშვნელობაზე, მისი დაცვისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის აუცილებლობაზე.
💝 ღონისძიების დასასრულს მკითხველებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეეძინათ წიგნი და ავტორისაგან მიეღოთ სამახსოვრო ავტოგრაფი.
#წიგნისწარდგენა
#ახალგაზრდაავტორები