07/05/2026
☘️ახალგაზრდების ჩართულობა ხის დამუშავებისა და ფაზლების მიმართულებით📊
🗒️პროექტის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვნენ ხის დამუშავებისა და შემოქმედებითი ფაზლების შექმნის სასწავლო პროცესში. 🎯
🌏პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივების გაზრდას და ადგილობრივი რესურსების შემოქმედებით გამოყენებას🧩
🧩„სტუდია მოზაიკა“ აგრძელებს მუშაობას ახალგაზრდების მხარდაჭერისა და ინოვაციური, პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. 🌿
ინიციატივას „ფრაგმენტებიდან რეალობისკენ“ ახორციელებს Action Against Hunger, LAG ზუგდიდთან და ააიპ „სტუდია მოზაიკასთან“ თანამონაწილეობით.
ინიციატივა მიმდინარეობს პროექტის „ფართო ალიანსების ჩამოყალიბება სოფლის განვითარების მხარდასაჭერად – FORWARD“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.