31/12/2025
დიდი მადლობა ყველას!
სამეგრელოს საჩუქრები 29 დეკემბერს მივიდა პატარა ადრესატებთან❤️
თქვენ კი ეს ახალი წელი აქციეთ კიდევ ერთ ჯადოსნობად🌟
მადლობა ყველას!🥺❤️
✨ 516 მადლობა ჩვენს სანტებს, ადამიანებს ვინც ფინანსური და ადამიანური რესურსით მხარდაჭერა გაგვიწია.
ახლა მშვიდად შეგვიძლია შევხვდეთ 2026 წელს, რადგან ვიცით, რომ მინიმუმ 516 ბავშვი ბედნიერი ხვდება ამ დღეს.
პატარების გულწრფელ ღიმილს, თვალებიდან ნაპერწკლებად გადმოყრილ ბედნიერებას და თბილ ჩახუტებას შეუძლია გადმოსცეს ჩემი სათქმელი ახლა.
🌌 ემოციები, რომლებიც ბავშვებმა თქვენი საჩუქრების მიღებისას გამოხატეს, ცაში ვარსკვლავებად აკაშკაშდნენ და ყოველ ღამე შეგიძლია დატკბე მათი ჯადოსნურობის ცქერით.
🪄 ჯადოსნურობის, რომლის შემქმნელიც გახდი: აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში და თბილისში.
🦸♀️🦸♂️ გილოცავ, შენ სიკეთის მოსასხამი ღირსეულად ატარე. განწყობა, რომელიც ჩემი მისიის დაწყებისას ჩართე, ყველაზე მაღალი მთის მწვერვალსაც მისწვდა და გარშემო ყველაფერი გაანათა.
✊ ბედნიერი შობა-ახალი წელი ყველას 🇬🇪🇪🇺
გვიყვარხართ და გვეიმედებით.
დიდი მადლობა ჩვენს ელფებს - Youth Lab- ფონდი ახალგაზრდების განვითარებისთვის მთიელი წიგნები Charte • ჩართე Supergmiri ∙ სუპერგმირი დიმელი ქალები ❤️