ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი / Zugdidi Municipal Transport

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი / Zugdidi Municipal Transport

ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი / Zugdidi Municipal Transport ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი

27/04/2026
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსით მგზავრთა გადაყვანის შეღავათიანი ტარიფების ჩამონათვალი👇✅მკვეთ...
21/04/2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსით მგზავრთა გადაყვანის შეღავათიანი ტარიფების ჩამონათვალი👇

✅მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის - უფასო;
✅ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისათვის 50%-იანი ფასდაკლება;
✅ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირებისათვის 50%-იანი ფასდაკლება;
✅სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის - უფასო;
✅0-10 წლამდე ბავშვებისათვის - უფასო;
✅სკოლის მოსწავლეებისათვის 50%-იანი ფასდაკლება;
✅სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის 50% - იანი ფასდაკლება;
✅საპატიო ზუგდიდელებისათვის - უფასო.

#მუნიციპალურიტრანსპორტი

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით,12-13  აპრილს,  ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქის  სასაფლაოების მი...
10/04/2026

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით,12-13 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქის სასაფლაოების მიმართულებით 07:00 სთ-დან 16:00 საათამდე უფასოდ იმოძრავებს.

14 აპრილიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა ყველა მიმართულებით სრულად აღდგება.

მიმართულებები იხილეთ აქ 👇
🔗 https://shorturl.at/Ka2Tx

🌸8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი ქალ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.🌸გილოცავთ ქალთა სა...
07/03/2026

🌸8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი ქალ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

🌸გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!

#მუნიციპალურიტრანსპორტი

🔴მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ მუნიციპალური ავტობუსი სამარშრუტო ნომერი  #29 ახალსოფელი ➡️ უჩაშონ...
06/03/2026

🔴მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ მუნიციპალური ავტობუსი სამარშრუტო ნომერი #29 ახალსოფელი ➡️ უჩაშონა დღეს 6 მარტს, სარემონტო სამუშაოების გამო, მგზავრთა გადაყვანას ვერ განახორციელებს.
🟢აქვე დამატებით მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე მგზავრთა გადაყვანა აღდგება მ/წ 7 მარტს.
ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის.

🚌სატრანსპორტო მედია - ყველაზე ეფექტური გზა თქვენი ბრენდის ხილვადობისათვის.📍მუნიციპალური მარშრუტები📈 მაღალი დაფარვა და შე...
30/01/2026

🚌სატრანსპორტო მედია - ყველაზე ეფექტური გზა თქვენი ბრენდის ხილვადობისათვის.

📍მუნიციპალური მარშრუტები
📈 მაღალი დაფარვა და შედეგი

☎️სარეკლამო კამპანიის დასაგეგმად დაგვიკავშირდით 👉 [email protected] 👉 591 701 898
#მუნიციპალურიტრანსპორტი
#სატრანსპორტომედია

2025 წლის 31 დეკემბერს, საღამოს 22:00 საათიდან ღონისძიებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ერთეულების მიმართულებით მუნი...
31/12/2025

2025 წლის 31 დეკემბერს, საღამოს 22:00 საათიდან ღონისძიებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ერთეულების მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს.
#მუნიციპალურიტრანსპორტი

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით,დღეს, 23:00 საათზე ნუცა ბუზალაძის კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ერთეულების მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს.

ღონისძიების წამყვანია ბექა ლაგვილავა.

შემოგვიერთდით, ერთად ვიზეიმოთ ახალი წლის შემობრძანება.

🎄ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ და გაცნობებთ, რომ  დღესასწაულებთან დაკ...
31/12/2025

🎄ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ და გაცნობებთ, რომ დღესასწაულებთან დაკავშირებით, 2026 წლის 1; 2 და 7 იანვარს მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს, სხვა დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრთა გადაყვანას განახორციელებს ყველა მიმართულებით.
#მუნიციპალურიტრანსპორტი

შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი“- ს თანამშრომლებმა წარმატებით დაასრულეს „საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყ...
13/11/2025

შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი“- ს თანამშრომლებმა წარმატებით დაასრულეს „საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ორგანიზაცია და მართვის“ მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა.
📚 ტრენინგი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებმა ჩაატარეს, პროფესორ ფრიდონ გოგიაშვილის ხელმძღვანელობით.
👨‍💻ტრენინგი, ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის დაგეგმვაში ჩართულ 13 თანამშრომელს ჩაუტარდა. სწავლებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მნიშვნელოვანი ცოდნა შესძინა მონაწილეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით.
🤝გადამზადების პროგრამა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD-ის) ფინანსური ხელშეწყობით, „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში შემუშავდა.

🔊მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ მ/წლის 10 ნოემბრიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის შემდეგი მარშრუტები...
05/11/2025

🔊მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ მ/წლის 10 ნოემბრიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის შემდეგი მარშრუტები: 🚌 N16 და 🚌 N22 იმოძრავებენ განახლებული განრიგით და მარშრუტით.
კერძოთ:
📍მარშრუტი: N16 (ზუგდიდი-კოკი-ორსანტია) იმოძრავებს ზუგდიდი-კოკის გადასახვევი (ჩემნას კარი)-კოკი-ორსანტიის მიმართულებით.
📍მარშრუტი: N22 (ზუგდიდი-კოკი-ხურჩა) იმოძრავებს ზუგდიდი-ახალკახათი-კოკი-ხურჩას მიმართულებით.
🚌იხილეთ განახლებული განრიგი:👇
https://docs.google.com/spreadsheets/d/1VGKdXfVScogoVHP7Cwu8zdmmA7rA7C3A/edit?usp=sharing&ouid=106959374120450615165&rtpof=true&sd=true
https://docs.google.com/spreadsheets/d/1op0nuQQCB7boxEui9LWgKkzZwbMXN3ru/edit?usp=sharing&ouid=106959374120450615165&rtpof=true&sd=true

📍ზუგდიდი, ბენდელიანის ქუჩაზე არსებული სპორტული კომპლექსის მიმართულებით მოძრაობს, მუნიციპალური ტრანსპორტის სამგზავრო ავტო...
16/10/2025

📍ზუგდიდი, ბენდელიანის ქუჩაზე არსებული სპორტული კომპლექსის მიმართულებით მოძრაობს, მუნიციპალური ტრანსპორტის სამგზავრო ავტობუსი # 7 ( ხორავას ქუჩა ი.ქ.კ.-ლაზის ქუჩა).
მარშრუტი #7 განრიგი იხილეთ ბმულზე👇
https://docs.google.com/spreadsheets/d/1IqNAUSmz2ZaiRoiXQjG9TsxBS6ui2Ec5/edit?usp=sharing&ouid=102236331558050417751&rtpof=true&sd=true

Address

საქართველო
Zugdidi
2100

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995577012222

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი / Zugdidi Municipal Transport posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი / Zugdidi Municipal Transport:

Share