თუშების სათემო საბჭო

თუშების სათემო საბჭო თუშების სათემო საბჭო წარმოადგენს თუშების წოვათუშური ნაწილის რვავე საგვარეულოს სრულად.

მოგესალმებით თემის წევრებო,გაგაცნობთ არჩევნების სავარაუდო შედეგებს. მადლობას გიხდით ყველას მონაწილეობისთვის. არჩევნებში ...
30/03/2026

მოგესალმებით თემის წევრებო,
გაგაცნობთ არჩევნების სავარაუდო შედეგებს.

მადლობას გიხდით ყველას მონაწილეობისთვის. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 502-მა ამომრჩეველმა (შემოვიდა 502 ბიულეტენი).

გაბათილდა კანდიდატურები, რომლებიც სხვა საგვარეულოს წარმოადგენდნენ. ამასთანავე, გაბათილდა ბიულეტენები, სადაც არასწორად იყო მითითებული საგვარეულოდან კანდიდატები. (პრეტენზიების შემთხვევაში, ყველამ მიმართოს თავის საგვარეულოს)

სეჲგრობი
1. ფორე ციხელიშვილი
2. გია შავხელიშვილი

ბღუჯრობი
1. ირაკლი ჯამარიშვილი
2. რეზო ჯამარიშვილი

ბეჲხური
1. ლევანი ბაიხოიძე
2. იური ბაიხოიძე

შუჲრთლობი
1. ბესო წოტოიძე
2. ვაჟა ჩაჩქანიშვილი

ფეშკრობი
1. მამუკა ჭრელაშვილი
2. მურთაზი ჯიხოშვილი

უჲდრობი
1. ნიკოლოზ ბართიშვილი
2. რეზო ორბეთიშვილი

წარბი
1. ემზარი უჯირაული
2. შოთა ნუიშვილი

შველური
1. შიო ცისკარიშვილი
2. გიორგი ცისკარიშვილი

საბოლოო შედეგი გახდება ცნობილი ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ.

ფოტოების სახით გიზიარებთ დათვლის პროცესს.

25/03/2026

მოგესალმებათ თუშების სათემო საბჭო.

გაცნობებთ, რომ 28 მარტს დაინიშნა სათემო საბჭოს არჩევნები, რომელიც პირველად ტარდება ბიულეტინების გამოყენებით. ბიულეტინები არჩევნების დღეს უნდა მოათავსოთ საარჩევნო ყუთში.

არჩევნები გაიმართება 28 მარტს, დილის 9:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე (სათემო საბჭოს ოთახში, სოფლის საბჭოს შენობის მეორე სართულზე).

აღნიშნული არჩევნები ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი თემის შემდგომი მრავალმხრივი განვითარებისთვის.

გთხოვთ, ყველამ გულთან ახლოს მიიტანოთ 28 მარტს ჩანიშნული არჩევნები. თუ პირადად ვერ შეძლებთ სათემო საბჭოს ოთახში ბიულეტინის მიტანას, გთხოვთ, ნათესავის ან მეზობლის დახმარებით უზრუნველყოთ მისი გადაცემა.

თემის თითოეული წევრი, 18 წლის და ზემოთ, თავისი საგვარეულოდან (უკანა გვერდზე მითითებულია 8 საგვარეულოს სია) ირჩევს 2 პიროვნებას და მათ სახელებს ჩაწერს ბიულეტინის ბოლოში.

28 მარტს ყველამ უნდა მოვათავსოთ შევსებული ბიულეტინები საარჩევნო ყუთში 21:00 საათამდე (საბჭოს მეორე სართულზე).

იმავე დღეს, 21:00-დან 22:00 საათამდე, მოხდება ხმების დათვლა და არჩეული 16 წევრის სია გამოქვეყნდება სათემო საბჭოს ფეისბუქ გვერდზე.

უცხოეთში მყოფი თემის წევრების ბიულეტინები გადაცემულია მათ ოჯახებში. გთხოვთ, დაუკავშირდეთ ოჯახის წევრებს და ჩააწერინოთ სასურველი 2 კანდიდატი.

ასევე, ვისაც არავინ დაგიკავშირდათ, გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი 2 კანდიდატის სახელი და გვარი. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტით ან ფეისბუქის გვერდზე, ასევე SMS-ის საშუალებით.

ტელეფონი: 500 11 00 23
ელ.ფოსტა: [email protected]

10/01/2026

🎄მოგესალმებით,
თუშების სათემო საბჭო გილოცავთ შობა ახალ წელს.

🎄მოგეხსენებათ ახალი წლის დღესასწაულები დასვენების და ოჯახურ გარემოში ყოფნის პერიოდია.

🎄თუშების სათემო საბჭომ ახალ წელს ახალი შემართებით დაიწყო თემის სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე მუშაობა, ტრადიციულად სიახლეს მოგაწვდით ყოველი თვის დასაწყისში.

🎄გისურვებთ წარმატებებს!

03/06/2025

მოგესალმებით, ხვალ 4 ივნისს 16:00 საათზე ზემო ალვნის გამგეობის შენობაში, სათემო საბჭოს ოთახში დაგეგმილია თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის შეხვედრა მოსახლეობასთან განიხილება გასული წლის ანგარიში და მოხდება მომავალი გეგმების გაცნობა.

Address

საქართველო
Zemo Alvani

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თუშების სათემო საბჭო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თუშების სათემო საბჭო:

Share