07/10/2026
📢 იხილება მუხრანის ველის სივრცის დაგეგმარების გეგმა და მისი სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ)
📢 გარემო ეროვნულმა სააგენტომ განსახილველად და შენიშვნებისა და მოსაზრებების მისაღებად გამოაქვეყნა სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ წარდგენილი გეგმის კონცეფცია და სგშ-ს სკოპინგის ანგარიში.
📁 განსახილველი დოკუმენტები ხელმისაწვდომია ამ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/22181448-cbcc-445e-968c-805ef68edce8 . შეგიძლიათ, ასევე, დოკუმენტები მოითხოვოთ ნაბეჭდი სახით გარემოს ეროვნული სააგენტოდან.
❗️ მუხრანის ველის სივრცის დაგეგმარების გეგმა განსაზღვრავს გეგმით მოცული ტერიტორიის მომავალი განვითარების სტრატეგიულ ხედვას, მიმართულებებს და სივრცით სტრუქტურას.
❗️ გეგმა მუშავდება ტერიტორიისთვის (მუხრანის ველისთვის), რომელიც მცხეთისა და კასპის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, დაახლოებით 25 200 ჰა ფართობის მქონე არეალში მდებარე 23 დასახლებას მოიცავს; კერძოდ:
🚩 მცხეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ 17 დასახლებას: #სხალტბა, #გოროვანი, #წეროვანი, #ციხისძირი, ძველი #ქანდა, #მისაქციელი, #წილკანი, #ახალუბანი, #ვარდისუბანი, #მუხრანი, #ერედა, #ძალისი, #ვაზიანი, #ქსოვრისი, #ჩარდახი, #ნატახტარი, პატარა #ქანდა;
🚩 კასპის მუნიციპალიტეტის შემდეგ 6 დასახლებას: #ოკამი, #აღაიანი, #საქადაგიანო, #თეზი, #ფერმა, #ჩანგილარი.
🖊️ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, წარადგინოს თავისი შენიშვნები და მოსაზრებები, წერილობით, 2026 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.
📩 შენიშვნები და მოსაზრებები, აღნიშნულ ვადაში, შეგიძლიათ წარადგინოთ:
➡️ გარემოს ეროვნული სააგენტოში: [email protected] (ან მისამართზე: თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. №150)
➡️ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში: [email protected] (ან მისამართზე: თბილისი, კახეთის გზატკეცილი #99)
⤵️ ფოტოები: მუხრანის ველის სივრცის დაგეგმარების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის ანგარიშიდან.