ცოდნის კაფე/Knowledge Cafe

ცოდნის კაფე/Knowledge Cafe 1)თანამედროვე ბიბლიოთეკა
2)წიგნის მაღაზია
3)შეხვედრების სივრცე
4)ტექნოლოგიების ოთახი
5)რეზიდენცია
(291)

ცოდნის კაფე ქალაქ წნორში არსებული სოციალური საწარმოა, გაყიდვებიდან შემოსული მოგება, მთლიანად ხმარდება რეგიონში არაფორმალური განათლების მიღებასა და "ცოდნის ფონდის" შექმნას.
ცოდნის კაფე აერთიანებს:

1) თანამედროვე ბიბლიოთეკა | Multimedia Library
2) წიგნის მაღაზია | Book shop
3) კაფე | Cafe
4) არაფორმალური განათლების სივრცე | Non formal Educational Center

🇺🇸 ამ ზაფხულს ცოდნის კაფეს 2.5 თვით უერთდება ამერიკელი სტუდენტი, პატრიკი, რომელიც საერთაშორისო სტიპენდიის ფარგლებში იმუშ...
11/06/2026

🇺🇸 ამ ზაფხულს ცოდნის კაფეს 2.5 თვით უერთდება ამერიკელი სტუდენტი, პატრიკი, რომელიც საერთაშორისო სტიპენდიის ფარგლებში იმუშავებს ჩვენს სივრცეში.

🌱 ვეძებთ 14-22 წლის მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ მისი გუნდის წევრები და საზოგადოებრივ პროექტებზე იმუშაონ.

✨ რას გააკეთებ?
• დაეხმარები ინგლისურენოვანი სადისკუსიო კლუბის ორგანიზებაში 🗣️
• ჩაერთვები 9-12 წლის ბავშვებისთვის ბუქ-კლაბის შექმნაში 📚
• მონაწილეობას მიიღებ ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზის მოწყობაში 💻
• იმუშავებ წნორის ციფრული მუზეუმის განვითარებაზე 🏛️
• კვირაში 3 დღე ითანამშრომლებ ამერიკელ სტუდენტთან 🤝

🎯 რას მიიღებ?

✓ ინგლისურის პრაქტიკას რეალურ გარემოში 🇬🇧
✓ საერთაშორისო გამოცდილებას 🌍
✓ ახალ უნარებს და კონტაქტებს ✨
✓ მოხალისეობის სერტიფიკატს 📜
✓ გამოცდილებას, რომელიც დაგეხმარება FLEX-ის, UGRAD-ის, Erasmus-ისა და სხვა საერთაშორისო პროგრამების განაცხადებში 🚀

👀 ვის ვეძებთ?
• ასაკი: 15-22 წელი
• ინგლისურის საკომუნიკაციო დონე 🇬🇧
• კვირაში დაახლოებით 10 საათის გამოყოფის შესაძლებლობა ⏰
• პასუხისმგებლობა, ინიციატივა და გუნდური მუშაობის სურვილი 💚

თუ გინდა შენი ზაფხული საინტერესო გამოცდილებად აქციო და საერთაშორისო გუნდთან ერთად იმუშაო, შემოგვიერთდი! 🌟

⏳ განაცხადების მიღება სრულდება 13 ივნისს 23:00 საათზე მითითებულ ბმულზე:
https://forms.gle/DWdYUz7wMSNBkLVy8

📍 ცოდნის კაფე, წნორი

ცოდნის კაფეში სამაგიდო თამაშების კლუბი რომ გაიხსნა ხომ იცით? მთელი ზაფხულის განმავლობაში, ყოველ მეორე პარასკევს, 14:00 ს...
10/06/2026

ცოდნის კაფეში სამაგიდო თამაშების კლუბი რომ გაიხსნა ხომ იცით?
მთელი ზაფხულის განმავლობაში, ყოველ მეორე პარასკევს, 14:00 საათზე, თამაშის ოსტატები გვესტუმრებიან და თავად გაუძღვებიან სამაგიდო თამაშებს.
ასაკი: 12+
სარეგისტრაციო ლინკი: https://forms.gle/xmcDq1PzGp4cRLrg7
რეგისტრაცია ერთჯერადია და მთელი ზაფხულის განმავლობაში შეგეძლებათ დასწრება

10/06/2026

📚🥾1.5 წუთში 14 შეკითხვას პასუხობს მეშვიდე გაჩერების მასპინძელი მწერალი #არჩილქიქოძე

- თქვენთვის რომელი პასუხია მოულოდნელი? 🙃

P.S. მოინიშნეთ 27 ივნისი ცოდნის კაფეში, მერვე გაჩერებას ნათია ფანჯიკიძე უმასპინძლებს.

#12გაჩერება
#ცოდნისკაფე BDO Academy • ბიდიო აკადემია

რომ გვეუბნებით, რანაირად ახერხებთ, რომ სულ ახალი წიგნები გაქვთ ბიბლიოთეკაშიო;რომ გვეუბნებით, კი მაგრამ სულ 2 კვირის წინ ...
08/06/2026

რომ გვეუბნებით, რანაირად ახერხებთ, რომ სულ ახალი წიგნები გაქვთ ბიბლიოთეკაშიო;
რომ გვეუბნებით, კი მაგრამ სულ 2 კვირის წინ გამოვიდა წიგნი და ასე მალე როგორ მიიღებთ ხოლმეო, გეტყვით, რომ "ცოდნის კაფეს" ბიბლიოთეკაში, ყველა წიგნი არის ნაჩუქარი, წინა კვირას, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, Moore, Abc-მ გადმოგვცა წიგნები საჩუქრად და სწორედ მათ წიგნებს ათვალიერებენ "ცოდნის კაფეს" კითხვის კლუბის წევრები, არამცთუ დაათვალიერეს, უკვე სახლშიც წაიღეს, ისე, რომ ზოგზე ჩვენი ბიბლიოთეკის ბეჭდის დარტყმაც კი ვერ მოვასწარით ^_^ 2 საათის მოტანილი იყო წიგნები ბიბლიოთეკაში, რომ უკვე გაიტანეს ^_^ >3

კიდევ ერთ ამბავს გეტყვით, 7 თვეა რაც "ცოდნის კაფე" გაიხსნა და სულ მალე, 500-ე მომხმარებელი ეყოლება ჩვენს ბიბლიოთეკას, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, რომ მეხუთასე მომხმარებელს, 100 ლარიანი წიგნის მაღაზიის ვაუჩერი გადავცეთ საჩუქრად ^_^
არა, არავინ არ იცის ახლა რამდენი წიგნია გატანილი, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ 400-ს დიდი ხანია გადავცდით ^_^
8 თვეში, ერთი პააატარა ქალაქის, პააატარა ბიბლიოთეკიდან, 500 წიგნი რომ წაიკითხეს, ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი ამბავია

სამაგიდო და როლური თამაშების (6-12 წელი) კლუბი გაიხსნა ცოდნის კაფეში
05/06/2026

სამაგიდო და როლური თამაშების (6-12 წელი) კლუბი გაიხსნა ცოდნის კაფეში

05/06/2026

სამაგიდო თამაშების (6-12 წ) კლუბი გაიხსნა ცოდნის კაფეში ♡

დღეს პირველი დღე გვქონდა ♡♡♡
გიზიარებთ შთაბეჭდილებებს ♡
სამაგიდო თამაშებს უძღვება
Tavsatekhi / თავსატეხი-ს დამფუძნებელი, გიორგი ბეჟანიშვილი,
დანარჩენ თამაშის ოსტატებსაც გაგაცნობთ სუულ მალე ♡

#ცოდნისკაფე

🌿 ცოდნის კაფე ნელ-ნელა უფრო მეგობრული სივრცე ხდება ყველაზე პატარა სტუმრებისთვისაც.განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხა...
03/06/2026

🌿 ცოდნის კაფე ნელ-ნელა უფრო მეგობრული სივრცე ხდება ყველაზე პატარა სტუმრებისთვისაც.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ მწვანე სკოლა - ტყის კამპუსი და მათი მწვანე ბაღის აღსაზრდელებს, რომ ქიზიყში სტუმრობისას ცოდნის კაფესაც გვესტუმრნენ.

📚 ჩვენი ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკა კი მწვანე სკოლის მხარდაჭერით ახალი საბავშვო წიგნებით გამდიდრდა. აწი, 6 წლამდე პატარებიც შეძლებენ წიგნების სამყაროში უფრო მრავალფეროვან მოგზაურობას.

✨ პატარა სტუმრებს „სატკბილეთის ქვეყნის“ მცირე მონაკვეთი წავუკითხეთ და მოკლე ანიმაციებიც ვაჩვენეთ.

ვსწავლობთ რა სჭირდება პატარებს, თუმცა, 6+, 13+ და 18+ ასაკობრივი ჯგუფებისთვის ცოდნის კაფეში უკვე არაერთი საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამა გვაქვს.

🤝 მწვანე სკოლასავით ვისაც გჯერათ, რომ განათლებაში ინვესტირება ყველაზე ღირებული ინვესტიციაა, განსაკუთრებით რეგიონებში, ცოდნის კაფის კარი თქვენთვისაც ღიაა.

ერთად უფრო მეტ ცნობისმოყვარე ადამიანს გავუზიარებთ ცოდნას, გამოცდილებასა და ახალ შესაძლებლობებს.

#ცოდნისკაფე #მწვანესკოლა #განათლება

✨ „12 გაჩერების“ მეშვიდე გაჩერებას არჩილ ქიქოძემ უმასპინძლა⭐ თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ავტორ...
02/06/2026

✨ „12 გაჩერების“ მეშვიდე გაჩერებას არჩილ ქიქოძემ უმასპინძლა

⭐ თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ავტორმა, არჩილ ქიქოძემ, წნორში, ცოდნის კაფეში, შეკრებილ აუდიტორიას უმასპინძლა და ისაუბრა მოგზაურობაზე, როგორც ხედვის და თხრობის ფორმაზე. ✨ ავტორმა ისაუბრა პერუში მოგზაურობის გამოცდილებაზე, როგორც ფიზიკურ გადაადგილებაზე, ისე შინაგან პროცესზე და თან, პერუში მოგზაურობის ამსახველი ფოტოებიც გაგვიზიარა.

🎉 მეშვიდე გაჩერების ბოლოს მონაწილეებს სახალისო ქვიზიც შევთავაზეთ პერუს შესახებ, რომლის გამარჯვებულებიც ბიზნეს ლიტერატურით დაჯილდოვეთ

🚀 „12 გაჩერება“ გრძელდება. წინ უკვე მერვე გაჩერება გველოდება, რომელსაც #ნათიაფანჯიკიძე უმასპინძლებს!
დაჯავშნეთ 27 ივნისი ცოდნის კაფეში ავტორთან შეხვედრისთვის

ჭადრაკისა და სამაგიდო თამაშების საზაფხულო კლუბი, ცოდნის კაფეში ♡ასაკი: 6-12 და 12+ სარეგისტრაციო ლინკი:https://forms.gle...
02/06/2026

ჭადრაკისა და სამაგიდო თამაშების საზაფხულო კლუბი, ცოდნის კაფეში ♡
ასაკი: 6-12 და 12+
სარეგისტრაციო ლინკი:
https://forms.gle/jFzKWHTLeXoCyoPJ9

♟️ ჭადრაკის კლუბს გაუძღვება სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოთხგზის ბროლის ბუს მფლობელი და ჭადრაკში მეორე თანრიგის ოსტატი, ნიკოლოზ ქილიტაური.
ადგილები შეზღუდულია.
იხილეთ სამთვიანი კურსის სილაბუსი:
https://drive.google.com/file/d/1txs-0Hc4LHGLTUQz987L6LIZno68p8ZM/view?usp=sharing

👾სამაგიდო და როლური თამაშების კლუბს გაუძღვება
თელავის სამაგიდო თამაშების კლუბი "თავსატეხის" შემქმნელი, გიორგი ბეჟანიშვილი. გიორგის აქვს პატარებთან მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. ჯუნიორ კლუბი, თელავში, 2021 წლიდან ფუნქციონირებს.

🧩 სამაგიდო და როლური თამაშების კლუბის მონაწილეები, სხვადასხვა ტიპის თამაშებით ავითარებენ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა:
• ვიზუალური მეხსიერება
• კონცენტრაცია და ყურადღების მართვა
• კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება
• სწრაფი რეაგირება და სისხარტე
• სტრატეგიული ფიქრი
• პრობლემების გადაჭრის უნარი
• რესურსებისა და დროის მართვა
• კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა
• ემოციური ინტელექტი და თანაგრძნობა
• მოთმინება და საკუთარი ემოციების კონტროლი
• სოციალიზაცია და მეგობრული ურთიერთობები

🎯 სამაგიდო თამაშები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 6-12 წლის ასაკში, რადგან ამ პერიოდში ბავშვები სწავლობენ:
✅️როგორ მოიგონ ღირსეულად
✅️როგორ მიიღონ წაგება მშვიდად
✅️როგორ იფიქრონ რამდენიმე ნაბიჯით წინ და როგორ ითანამშრომლონ სხვებთან საერთო მიზნისთვის.

📵 ეკრანებზე დამოკიდებულების შემცირება.
დღეს ბავშვების დიდი ნაწილი, თავისუფალ დროს ტელეფონთან, ტაბლეტთან ან კომპიუტერთან ატარებს. სამაგიდო თამაშები ქმნის რეალურ, ცოცხალ და საინტერესო ალტერნატივას, სადაც ბავშვები:
✅️ეკრანის გარეშე ერთობიან
✅️რეალურ ადამიანებთან ურთიერთობენ
✅️სწავლობენ ფოკუსირებას
✅️აქტიურად ერთვებიან პროცესში
✅️იღებენ ემოციებს ცოცხალი კომუნიკაციიდან და არა მხოლოდ ვირტუალური სივრციდან.

❤️ სამაგიდო თამაშები ეხმარება ბავშვებს ეკრანზე დამოკიდებულების შემცირებაში ბუნებრივი და სასიამოვნო გზით — თამაშით, სიცილითა და მეგობრული გარემოთი.

ℹ️ სამაგიდო და როლური თამაშების დღე, ცოდნის კაფეში იქნება პარასკევი ♡
📫მისამართი: წნორი, აღმაშენებლის N3

♟️ჭადრაკი: 10:00-12:00 სთ (6-12 წელი)
✅️👧👦სამაგიდო თამაშები 6-12 წლის მონაწილეებისთვის: 12:00-14:00 სთ
✅️🙋‍♀️🙋‍♂️ სამაგიდო თამაშები 12+ ნებისმიერი მსურველისთვის, ორ კვირაში ერთხელ: 14:00-16:00 სთ.

🤾‍♂️🌅🌳 და ბოლოს, ავანსად მოვაყოლებთ იმას,
რომ რადგან კახეთში,
ჯერ-ჯერობით წნორსა და თელავში იქნება სამაგიდო თამაშების კლუბები,
ზაფხულის ბოლოს, ყველა მონაწილესთვის დაგეგმილია თელავის ტური, ვესტუმრებით თელავის სამაგიდო თამაშების კლუბს, გვექნება თელავის ტური, გავიცნობთ თელავის სამაგიდო თამაშების კლუბის წევრებს და გვექნება შეჯიბრი, ბევრი სამახსოვრო პრიზი, დაჯილდოება და ამ ზაფხულის ბევრი დასამახსოვრებელი წუთი ♡

#ცოდნისკაფე
#ცხოვრებაწნორში

02/06/2026

📣📚 ამანდა ბლასკო გიწვევთ ინგლისურენოვან წიგნის კლუბში, სადაც საინტერესო წიგნებს ერთად წავიკითხავთ, განვიხილავთ და ახალ მეგობრებსაც შევიძენთ.

✨ ვის შეუძლია შემოგვიერთდეს?
კლუბს ასაკის ზედა ზღვარი არ აქვს, ქვედა ზღვარი კი 14 წელია.

✨ რა არის საჭირო?
მთავარია, ინგლისურად კითხვისას თავს კომფორტულად გრძნობდე და მზად იყო, ყოველ შაბათს, 12:00 საათზე, წიგნის კლუბის შეხვედრებს დაესწრო.

🗓️ რეგისტრაცია დასრულდება 5 ივლისს, 14:00 საათზე. სარეგისტრაციო ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfzMVEcrH79C6PSTB7rBZnmHPI0el4k3Gai9ffE8MG1UX_OWQ/viewform

პ.ს. სულ მალე ცალკე გამოვაცხადებთ ინგლისურის სადისკუსიო კლუბის პროგრამას, რომელსაც ზაფხულის განმავლობაში პატრიკი გაუძღვება ცოდნის კაფეში. პროგრამა განკუთვნილი იქნება 13-18 წლის ახალგაზრდებისთვის. ✨

Address

დავით აღმაშენებელის ქ. 3
Tsnori
4216

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 11:00 - 19:00
Wednesday 11:00 - 19:00
Thursday 11:00 - 19:00
Friday 11:00 - 19:00
Saturday 11:00 - 19:00
Sunday 11:00 - 19:00

Telephone

+995595964656

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ცოდნის კაფე/Knowledge Cafe posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ცოდნის კაფე/Knowledge Cafe:

Share