წყალტუბოს სამუზეუმო გაერთიანება

  • Home
  • Georgia
  • Tskaltubo
  • წყალტუბოს სამუზეუმო გაერთიანება

წყალტუბოს სამუზეუმო გაერთიანება Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from წყალტუბოს სამუზეუმო გაერთიანება, Community Organization, rustavelis N/47a, Tskaltubo.

მუზეუმი საზოგადოების განვითარების სამსახურში მყოფი მუდმივი ინსტიტუტია და ღიაა ფართო საზოგადოებისათვის. მუზეუმი შეისწავლის, განათლების მიზნით ან ვიზუალური სიამოვნებისათვის იძენს, ინახავს, იკვლევს და გამოფენს ადამიანთა შემოქმედებისა და მათი გარემოს აღმწერ ფაქტებზე არსებულ მნიშვნელოვან მასალას.
წყალტუბოში მუზეუმის გახსნის იდეა ჯერ კიდევ 1943 წელს გაჩნდა, თუმცა მისი გახსნა მხოლო

დ და მხოლოდ 50-იან წლებში იქნა შესაძლებელი წყალტუბოს რაიონის მკვიდრის პროფესორ ავთანდილ იოსელიანის ინიციატივით. მუზეუმის პირველი დირექტორი იყო აწ გარდაცვლილი გიგა ჯიმშელეიშვილი. მუზეუმი და მისი სამეცნიერო საბჭო შეუდგა მუშაობას, თუმცა ეს მაშინ უფრო იდეის დონეზე დარჩა. მუზეუმმა მისი რეალური სახე მიიღო 1969 წლიდან, როცა მუზეუმს სათავეში ჩაუდგა ქალბატონი ციალა ღვინიანიძე. რომელიც ამჟამად არის ღირსების ორდენის კავალერი, ქალაქ წყალტუბოს საპატიო მოქალაქე და პროექტ ,,იმედის გმირის“ ერთ-ერთი მონაწილე. 1981 წელს მუზეუმს მიენიჭა რაიონის მკვიდრის, გამოჩენილი ენათმეცნიერის გიორგი ახვლედიანის სახელი.
დღეს მუზეუმის ფონდებში დავანებულია არქეოლოგიის,ნუმიზმატიკის,ხელოვნების,ხელნაწერთა, ეპიგრაფიკის, ფოტო და სხვადასხვა ტიპის საარქივო მასალების 35 ათასზე მეტი ექსპონატი.
არქეოლოგიური კოლექცია მოიცავს ქვედა პალეოლითიდან გვიანი შუასაუკუნეების ჩათვლით პერიოდს. აქ დაცულია პირველყოფილი ადამიანის ქვის, ძვლის, ობსიდიანის, ბრინჯაოს და რკინის იარაღები, ქვევრსამარხის ნივთები.
ეთნოგრაფიულ ფონდში არის ლითონის, ხის, ტყავის, ფაიფურის, მინის ჭურჭლის კოლექციები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ჭედური ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები. მუზეუმს აქვს ხელნაწერთა და ნუმიზმატიკის მდიდარი ფონდი, ბევრი გამოჩენილი ადამიანის ფოტო და პირადი არქივი.
მუზეუმის ფილიალებია: მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი, რომელიც გაიხსნა 1980 წელს და რომელშიც განთავსებულია დიდი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალები, ხელნაწერები და პირადი წერილები.
მოგვიანებით, 1989 წელს, გაიხსნა აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახლ-მუზეუმი სოფელ დერჩში. აქ დიდი მეცნიერის ხელშენავლები მრავალი ნივთი იწონებს თავს.
მუზეუმი ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად მოითხოვს განახლებას. იმისათვის, რომ გააცოცხლოს წარსული მომავლისათვის, მუზეუმი ეწევა ფართო საგანმანათლებლო და სამეცნიერო მუშაობას, აწყობს სამეცნიერო ექსპედიციებს, სამეცნიერო კონფერენციებს, მოძრავ და ერთდროულ გამოფენებს, რაიონსა და მის ფარგლებს მიღმა. შეხვედრებს ღვაწლმოსილ ადამიანებთან, ატარებს საინტერესო ლექცია-დიალოგებს და სხვა.

08/04/2026

წყალტუბო - ჩემი სიყვარული

წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა უმასპინძლა ჩვენი თანაქალაქელის მარინა პადგურსკაია-ქუთათელაძის ნამუშევრების პერსონალუ...
12/02/2026

წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა უმასპინძლა ჩვენი თანაქალაქელის მარინა პადგურსკაია-ქუთათელაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას, რომლითაც ქალბატონმა მარინამ თავის საიუბილეო დაბადების დღეზე არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთა საკუთარ თავსაც და მის თანაქალაქელებსაც. გამოფენა სავსე იყო თვალისმომჭრელი ფერადოვნებით, თემატური მრავალფეროვნებით, ნამუშევრებით, რომლებიც იქმნებოდა წლების განმავლობაში და იტვირთებოდა ახალ-ახალი თემებით. მისი ჯანკბუკები შეიცავს უამრავ ინფორმაციას მოგზაურობის, სიყვარულის, მეგობრობის, ოცნებების, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ქართველი ქალების, მითოლოგიური გმირების, ქართველი მწერლების, საქართველოს ისტორიის ცალკეული ეტაპებისა და პიროვნებების შესახებ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მისი ტილდას ტექნიკით შექმნილი მრავალი თოჯინა, რომელთა შორის ქართული თემატიკით შექმნილი თოჯინები სჭარბობდა. ფუფალა, ლუარსაბი, დარეჯანი, გოგონა ქოლგით - იქცევდა მნახველის ყურადღებას. ულამაზესი იყო ბისერებით შექმნილი პატარა ხელჩანთები, რომელსაც დაქარგული, ისედაც ჩუქურთმადქცეული, ქართული ანბანი სხვა ხიბლს სძენდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პანოები ნიკო ლორთქიფანიძის და ოტია იოსელიანის ცხოვრებისა და შემოქმედების თემატიკით.
გამოფენას სტუმრობდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და უამრავი წყალტუბოელი.

დღეს ძალზედ საპატიო სტუმრები ეწვივნენ მუზეუმს - ქალბატონი მანანა აბჟანდაძე და ქართველების სიამაყე ბიჭი - ფრიდონ სულაბერი...
22/08/2025

დღეს ძალზედ საპატიო სტუმრები ეწვივნენ მუზეუმს - ქალბატონი მანანა აბჟანდაძე და ქართველების სიამაყე ბიჭი - ფრიდონ სულაბერიძე. არ იყო მათი სტუმრობა უბრალოდ დამთვალიერებლის როლით, თუმც არც ეს იქნებოდა ნაკლებად სასიამოვნო.
ქალბატონმა მანანამ და ფრიდონ სულაბერიძემ წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს საჩუქრად გადმოსცეს წყალტუბოელთათვის (და არა მარტო წყალტუბოელთათვის) კარგად ნაცნობი მშენებელ-ინჟინრის ბატონ გიორგი (გოგი) აბჟანდაძის პირადი არქივი, რომელშიც მრავლადაა კურორტის მშენებლობის ამსახველი ფოტომასალა, დოკუმენტაცია და პირადი ჯილდოები, რომელიც არაერთ საინტერესო მასალას გამოამზეურებს სანატორიუმების მშენებლობის, ამ მშენებლობაზე დასაქმებული კადრებისა და შექმნილი დოკუმენტაციის შესახებ.
მადლობა მათ, რომ მათი დახმარებით გადარჩა და ამიერიდან მუზეუმში დაიდებს ბინას ძვირფასი მასალა კურორტის აღმშენებლობის პერიოდისა და იმ ღვაწლისა, რაც მათ დიდ წინაპარს, დამსახურებულ ინჟინერ-მშენებელს, ბატონ გიორგი აბჟანდაძეს მიუძღვის.
მასალა დამუშავდება და უახლოეს პერიოდში მოეწყობა დროებითი გამოფენა, რაც საშუალებას მისცემს დამთვალიერებელს, კიდევ ერთი ახალი ფურცელი იხილოს კურორტის იმ წლების მშენებლობისა და მათი მშენებლების შესახებ.

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე
17/04/2025

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე

"ო, ენავ, ჩემო!"       დედაენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
14/04/2025

"ო, ენავ, ჩემო!" დედაენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

14/04/2025

13 აპრილი აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის დაბადების დღეა

მადლობა თავისუფლებისათვის - 9 აპრილისადმი მიძღვნილი გამოფენა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
10/04/2025

მადლობა თავისუფლებისათვის - 9 აპრილისადმი მიძღვნილი გამოფენა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

შეუსრულებელ დაბადების დღეს გილოცავთ ქალბატონო ციალა! აკლიხართ თქვენს მუზეუმს....
08/04/2025

შეუსრულებელ დაბადების დღეს გილოცავთ ქალბატონო ციალა! აკლიხართ თქვენს მუზეუმს....

გამოფენა , "ლადო თევდორაძის სამყარო-ჭრელი სიზმრების სკივრი", რომელიც ახლახან მოეწყო მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მიეძღვნა ...
07/03/2025

გამოფენა , "ლადო თევდორაძის სამყარო-ჭრელი სიზმრების სკივრი", რომელიც ახლახან მოეწყო მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მიეძღვნა ქალთა დღეს. გამოფენაზე წარმოდგენილია ცნობილი მხატვრის ლადო თევდორაძის თხუთმეტიოდე ნამუშევარი, რომელიც თავისი ფერადოვნებით, თავისი სიკეთით, თავისი სიფაქიზით გამორჩეულია სხვა გამოფენებს შორის.
მადლობა მუზეუმის უანგარო მეგობარსა და გულშემატკივარს, გიორგი თევდორაძეს , რომლის დიდი მონდომებითა და დახმარებით, ამ ნამუშევრებმა ბინა დაიდეს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

8 თებერვალი - 900 წელი ოქროს ხანის დასაწყისიდან (ახალი გამოფენა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში)
07/03/2025

8 თებერვალი - 900 წელი ოქროს ხანის დასაწყისიდან (ახალი გამოფენა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში)

14 იანვარი -ქართული დროშის დღე.ახალი გამოფენა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
15/01/2025

14 იანვარი -ქართული დროშის დღე.
ახალი გამოფენა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

მუზეუმელთა ალიანსის მესამე ყრილობა შალვა ამირანაშვილის იუბილეს მიეძღვნა და წარმატებით ჩატარდა.     ასამბლეაში, რომელსაც ...
12/09/2024

მუზეუმელთა ალიანსის მესამე ყრილობა შალვა ამირანაშვილის იუბილეს მიეძღვნა და წარმატებით ჩატარდა.
ასამბლეაში, რომელსაც გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უმასპინძლა, საქართველოს 200 მუზეუმის 500-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა...

Address

Rustavelis N/47a
Tskaltubo

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when წყალტუბოს სამუზეუმო გაერთიანება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share