11/04/2025
10 აპრილს, ლია ხოტივარის სახელობის გეგუთის კულტურის სახლის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ჩატარდა, ბიბლიოთეკისა და კულტურის სახლის ერთობლივი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა დიდი პოეტის, აკაკი წერეთლის 185 წლის თავს.
ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებმა გააცოცხლეს უკვდავი პოეტის ცხოვრების ეპიზოდები.
დიდმა თუ პატარა მონაწილემ ერთნაირი სიყვარულითა და მონდომებით წაიკითხა აკაკი წერეთლის ლექსები, შესრულდა პოეტის ლექსებზე დაწერილი სიმღერები.
აკაკი წერეთლის ერთერთ ყველაზე ცნობილ ლექსზე შექმნილი სიმღერა ,,სულიკო'' მაყურებელმა დიდი სიყვარულით იმღერა.
მადლობას ვუხდით გეგუთის თამარ მეფის სახელობის N1 საჯარო სკოლას თანადგომისა და მონაწილეობისათვის.