15/10/2025
How do spaces shape our reality? And how do we, in turn, shape them? What are spaces, truly, and how do we inhabit and transform them?
Last week, OASis Tbilisi became a space where these questions came alive - through sound, image, architecture, and digital experience - at the exhibition Instruments of Perception, born within the OASis Residency Program and continuing the creative process that began during the Tbilisi residency.
Five artists working across diverse media transformed the venue into an immersive journey - one that blurred the boundaries between the real and the imagined, the intimate and the infinite.
✨ Giorgi Laghidze, a musician exploring the language of the soul, presented a sound piece in collaboration with Andrei Aranovich, who designed a video game as part of their work. Together, they told a story about people and place - about how we encounter, endure, and find connection within space.
✨ Aleksandra Kirienkova, an artist and experimental curator once known for turning Sololaki’s streets into a living gallery, continued her project in a digital dimension - a “twin” space that expands her vision and now unites artworks from around the world.
✨ Giorgi Sumbadze, whose art is rooted in architecture, invited visitors into imagined urban landscapes - places that feel familiar yet do not exist, where every detail opens a portal through time and space.
✨ Kira Kastaneda, an artist working across light, stage, and installation, bridged the realms of performance and visual art, transforming perception into a spatial experience.
For two days, OASis Tbilisi - located in the heart of the city - became a world where perception itself turned into an instrument of creation.
💌This exhibition was made possible through the collaboration and support of our incredible partners - Library about Georgia (ბიბლიოთეკა საქართველოზე Library about Georgia) and Topology - whose vision and dedication helped bring this project to life.
💌We also want to express our heartfelt thanks to all our friends, collaborators, and volunteers who helped us at every stage - from creating and curating, to setting up and sharing these moments with us. Your energy, ideas, and presence made this experience truly special.
The OASis Project (OASis Project) - Open Art Spaces in Synergy - is an international initiative co-funded by the Creative Europe Programme of the European Union. Bringing together 13 vibrant art spaces across 10 countries, it fosters creativity, collaboration, and community through shared artistic practices and residencies.
The leader of this project is the Polish foundation Fundacja Inna Przestrzeń and in Georgia, One Caucasus NGO leads two of these spaces - in Mestia and Tbilisi - serving as hubs for cultural exchange, innovation, and interdisciplinary creation.
როგორ აფორმირებენ სივრცეები ჩვენს რეალობას? და როგორ ვაფორმირებთ მათ ჩვენ? რა არის სივრცე რეალურად და როგორ ვუცვლით მას იერსახეს?
გასულ კვირას თბილისის OASis იქცა სივრცედ, სადაც ეს კითხვები გაცოცხლდა - ხმის, გამოსახულების, არქიტექტურისა და ციფრული გამოცდილების მეშვეობით - გამოფენაზე „აღქმის ინსტრუმენტები“, რომელიც შეიქმნა OASis-ის რეზიდენციის პროგრამის ფარგლებში და აგრძელებს იმ შემოქმედებით პროცესს, რომელიც თბილისის რეზიდენციის დროს დაიწყო.
ხუთმა სხვადასხვა მედიუმში მომუშავე ხელოვანმა სივრცე გარდაქმნა მთლიან შემოქმედებით მოგზაურობად - ისეთად, რომელმაც გააქრო საზღვარი რეალურსა და წარმოსახვითს, შინაურსა და უსასრულოს შორის.
✨ გიორგი ლაღიძემ, მუსიკოსი, რომელიც იკვლევს სულის ენას, წარმოადგინა უნიკალური ნამუშევარი ანდრეი არანოვიჩთან თანამშრომლობით - ანდრეიმ კი სპეციალურად ამ ნამუშევრისთვის ვიდეოთამაში შექმნა. ერთად მათ შემოგვთავაზეს ნარატივი ადამიანსა და სივრცეზე - როგორ ვხვდებით მას, როგორ ვსწავლობთ მასთან არსებობას და როგორ ვპოულობთ კავშირს მის ფარგლებში.
✨ ალექსანდრა კირიენკოვა, ხელოვანი და ექსპერიმენტული კურატორი, რომელიც ცნობილია სოლოლაკის ქუჩების ცოცხალ გალერეად ქცევით, აგრძელებს თავის პროექტს ციფრულ განზომილებაში - „ტყუპ“ სივრცეში, რომელიც აფართოებს მის ხედვას და აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებს.
✨ გიორგი სუმბაძემ, რომლის შემოქმედებაც არქიტექტურაზეა დაფუძნებული, სტუმრები მიიწვია წარმოსახვით ურბანულ ლანდშაფტებში - ადგილებში, რომლებიც თითქოს ნაცნობია, თუმცა რეალურად არ არსებობენ, სადაც ყოველი დეტალი დროისა და სივრცის კარიბჭეა.
✨ კირა კასტანედა, ხელოვანი, რომელიც მუშაობს განათების, სცენისა და ინსტალაციის დიზაინის მიმართულებით, აერთიანებს პერფორმანსსა და ვიზუალურ ხელოვნებას, აღქმას აქცევს სივრცით გამოცდილებად.
ორი დღის (10-11 ოქტომბერი) განმავლობაში OASis Tbilisi, რომელიც მდებარეობს ქალაქის გულში, გარდაიქმნა სამყაროდ, სადაც აღქმა თავად იქცა შემოქმედების ინსტრუმენტად.
💌 ეს გამოფენა განხორციელდა ჩვენი არაჩვეულებრივი პარტნიორების მხარდაჭერითა და მათთან თანამშრომლობით - ბიბლიოთეკა საქართველოზე Library about Georgia (Library about Georgia), და Topology რომელთა ხედვამ და ერთგულებამ ეს პროექტი რეალობად აქცია.
💌 ასევე გვინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ ყველა ჩვენს მეგობარს, თანამშრომელსა და მოხალისეს, რომლებმაც თითოეულ ეტაპზე დაგვიჭირეს მხარი - შექმნიდან და კურატორობიდან დაწყებული, სივრცის მოწყობამდე და ამ მომენტების საზოგადოებისთვის გაზიარებამდე. თქვენი ენერგია, იდეები და მხარდაჭერა ამ გამოცდილებას განსაკუთრებულს ხდიდა.
OASis Project - Open Art Spaces in Synergy - არის საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის Creative Europe პროგრამის მიერ. პროექტი აერთიანებს 10 ქვეყნის 13 აქტიურ სახელოვნებო სივრცეს და ხელს უწყობს კრეატიულობას, თანამშრომლობასა და სათემო ურთიერთობების განვითარებას ერთობლივი სახელოვნებო პრაქტიკებისა და რეზიდენციების მეშვეობით.
აღნიშნული პროექტის ლიდერი არის პოლონური "სხვა სივრცის" ფონდი (Fundacja Inna Przestrzeń), ხოლო საქართველოში პროექტს ახორციელებს „ერთი კავკასია“ (One Caucasus NGO), რომელიც მართავს ორ სივრცეს მესტიასა და თბილისში - კულტურული გაცვლის, ინოვაციისა და დისციპლინათაშორისი შემოქმედების ცენტრებს.