გუმბათი • Gumbati

გუმბათი • Gumbati Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გუმბათი • Gumbati, გუმბათ, Tsalka.

სოციალური საწარმო "გუმბათი" მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში.

ჩვენი მიზანია, წალკის მაცხოვრებლების განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა, ფორმალური და არაფორმალური განათლების გზით.

გუმბათის მისიაა წალკის მრავლაფეროვანი მაცხოვრებლების ცხოვრების დონის გაუმჯოებესება და მშვიდობიანი თანაცხოვრება.

გვჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი ვიმსახურებთ განათლების, განვითარებისა და ბედნიერების თანაბარ შესაძლებლობას.

17/04/2026

ვიდეორგოლის ავტორი მირანდა ბოლქვაძე (საყდრიონის საჯარო სკოლა)
🌸 პროექტი მხარდაჭერილია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და ხორციელდება Mercy Corps Georgia-ს მიერ.

✅  გთავაზობთ პროგრამის „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“ (WISE) პროექტის ფარგლებში  მოსწავლეების მიერ...
17/04/2026

✅ გთავაზობთ პროგრამის „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“ (WISE) პროექტის ფარგლებში მოსწავლეების მიერ დამზადებულ პოსტერებს.

💫 არგუმენტები, ფაქტები და კრიტიკული აზროვნება — ეს ის იარაღია, რომლითაც ახალი თაობა სტერეოტიპების მსხვრევასა და თანასწორობის დაცვას შეძლებს.

​🌸 პროექტი მხარდაჭერილია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და ხორციელდება Mercy Corps Georgia-ს მიერ.

​ #განათლება #დებატები

✅  პროგრამის „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“ (WISE) ფარგლებში, ვაგრძელებთ მონაწილეების გაძლიერებას....
17/04/2026

✅ პროგრამის „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“ (WISE) ფარგლებში, ვაგრძელებთ მონაწილეების გაძლიერებას. ამჯერად სასწავლო ვიზიტით დედაქალაქს ვეწვიეთ; ჩავატარეთ დებატები კერძო სკოლა ქორალის მოსწავლეებთან, დებატები ჩატარდა კერძო სკოლა ქორალის დებატების კლუბის ხელმძღვანელის, Ana Kintsurashvili _ის ორგანიზებით, ხოლო მსაჯი იყო Sopo Vepkhvadze საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროგრამების ხელმძღვანელი. მოდებატეები იყვნენ სსიპ გუმბათის საჯარო სკოლისა და თბილისის კერძო სკოლა ქორალის დებატების კლუბის წევრი მოსწავლეები.
დებატებს ასევე ესწრებიდნენ წალკის მუნიციპალიტეტის სკოლების: ხანდოს, რეხისა და ჩივთქილისის მოსწავლეები.



​🌸 პროექტი მხარდაჭერილია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და ხორციელდება Mercy Corps Georgia-ს მიერ.

​ #განათლება #დებატები

✅  პროგრამის „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“ (WISE) ფარგლებში, ვაგრძელებთ მონაწილეების გაძლიერებას....
30/03/2026

✅ პროგრამის „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“ (WISE) ფარგლებში, ვაგრძელებთ მონაწილეების გაძლიერებას. ამჯერად ტრენინგების თემაა — დებატების ტექნიკა და საჯარო გამოსვლები. 🎤

​ტრენინგების მიზანია, მონაწილეებმა შეძლონ ეფექტური კომუნიკაცია და კონსტრუქციულად მსჯელობა. 💡

💫 არგუმენტები, ფაქტები და კრიტიკული აზროვნება — ეს ის იარაღია, რომლითაც ახალი თაობა სტერეოტიპების მსხვრევასა და თანასწორობის დაცვას შეძლებს.

​🌸 პროექტი მხარდაჭერილია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და ხორციელდება Mercy Corps Georgia-ს მიერ.

​ #განათლება #დებატები

🔰  „გუმბათი“ აგრძელებს პროექტს „იცოდე, დაიცავი, იმოქმედე“. პროექტის ფარგლებში ჩატარდა  შეხვედრა, სადაც რეხის, ხანდოსა და...
20/03/2026

🔰 „გუმბათი“ აგრძელებს პროექტს „იცოდე, დაიცავი, იმოქმედე“. პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა, სადაც რეხის, ხანდოსა და გუმბათის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ერთობლივად წარადგინეს პრეზენტაცია ძალადობის/ჩაგვრის ფორმებისა და პრევენციის შესახებ.

​🌸 პროექტი ხორციელდება პროგრამის „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“ (WISE) ფარგლებში. მხარდაჭერილია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ახორციელებს Mercy Corps Georgia.

✨ 🙌 ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, რომლებიც ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ და ზრუნავენ უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

👩‍🏫 მენტორი მასწავლებელი: ნათია შაინიძე

✅ სოციალური საწარმო „გუმბათი“ აგრძელებს პროექტს „იცოდე, დაიცავი, იმოქმედე“.💫 ​პირველი ეტაპის შეჯამების შემდეგ, გუმბათის ...
20/03/2026

✅ სოციალური საწარმო „გუმბათი“ აგრძელებს პროექტს „იცოდე, დაიცავი, იმოქმედე“.

💫 ​პირველი ეტაპის შეჯამების შემდეგ, გუმბათის საჯარო სკოლის მე-11 კლასელებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს ხანდოს საჯარო სკოლაში. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება ძალადობის ფორმებისა და პრევენციის მექანიზმების შესახებ.

​🌸 პროექტი ხორციელდება პროგრამის „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“ (WISE) ფარგლებში.
მხარდაჭერილია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ახორციელებს Mercy Corps Georgia.

👩‍🏫 მენტორი მასწავლებელი: ცირა კახაძე

🌟 სოციალური საწარმო  „გუმბათი“ აგრძელებს პროექტს: „იცოდე, დაიცავი, იმოქმედე“. პირველი ეტაპის წარმატებული ტრენინგების შემ...
03/03/2026

🌟 სოციალური საწარმო „გუმბათი“ აგრძელებს პროექტს: „იცოდე, დაიცავი, იმოქმედე“.

პირველი ეტაპის წარმატებული ტრენინგების შემდეგ, დროა თქვენი ხმა მთელმა მუნიციპალიტეტმა გაიგოს! 📣

💫 ​გამოვაცხადეთ შემოქმედებითი კონკურსი თემაზე: „თანასწორობა, უსაფრთხოება და ჩემი მხარდაჭერა“.

🫂 ​გვჯერა, რომ ძალადობის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იარაღი განათლება და თქვენი ხედვაა. სწორედ ამიტომ, საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ. 🎁 ✨

​📥 რა უნდა გამოაგზავნო?

​კონკურსში მონაწილეობა შეგიძლია შენთვის სასურველი ნებისმიერი ფორმატში:

​✍️ ესე: დაწერე შენი მოსაზრება ქალთა უფლებების, თანასწორობის ან ძალადობის პრევენციის მნიშვნელობაზე. გადმოეცი შენი ხედვა, თუ როგორ შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ (მაქს. 500 სიტყვა).

​🎨 პოსტერი/ნახატი: შექმენი ვიზუალური ნამუშევარი (ხელით შესრულებული ან ციფრული დიზაინი), რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ან მოუწოდებს საზოგადოებას თანასწორობისკენ;

​🎬 ვიდეო რგოლი: გადაიღე მოკლე სოციალური ვიდეო, „TikTok“ სტილის მესიჯი ან ინტერვიუ, სადაც დააფიქსირებ შენს პოზიციას;

​📸 ფოტოამბავი: გამოგვიგზავნე ფოტო (ან ფოტოების სერია), რომელიც სიტყვების გარეშე გვიამბობს უსაფრთხოების, ძალისხმევისა და მხარდაჭერის შესახებ.

​🗓️ მნიშვნელოვანი დეტალები:

​ვინ მონაწილეობს: წალკის მუნიციპალიტეტის სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეები;

​ვადა: ნამუშევრები მიიღება 20 მარტის ჩათვლით;

​მისამართი: გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტაზე: [email protected] (წერილში აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი, სკოლა, კლასი და საკონტაქტო ნომერი).

​🌸 პროექტი ხორციელდება პროგრამის „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“ (WISE) ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და საქართველოში ახორციელებს Mercy Corps Georgia.

​ #წალკა
#გუმბათი


#იცოდედაიცავიიმოქმედე

25/02/2026

წარმოგიდგენთ ტრენინგის ფარგლებში სიტუაციების მიხედვით სახელდახელოდ დადგმულ სცენარებს:
🎬 სიტუაცია:
სოფელში იხსნება ჭიდაობის წრე გოგონებისთვის.
მონაწილეები:
• მწვრთნელი
• გოგო, რომელსაც სურს ჩართვა
• მამა, რომელიც წინააღმდეგია
• სოფლის მცხოვრები
• მხარდამჭერი მასწავლებელი
• დამკვირვებელი

👨‍👩‍👦დასრულდა ჩვენი ტრენინგების პირველი ეტაპი. ✅️სასწავლო ცენტრი ,,გუმბათი"   ახორციელებს პროექტს: ,,იცოდე, დაიცავი, იმო...
25/02/2026

👨‍👩‍👦დასრულდა ჩვენი ტრენინგების პირველი ეტაპი.
✅️სასწავლო ცენტრი ,,გუმბათი" ახორციელებს პროექტს: ,,იცოდე, დაიცავი, იმოქმედე", რომლის მიზანია მაღალი კლასის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ფორმების, რისკების და პრევენციის მექანიზმების შესახებ.


🌸 პროექტი ხორციელდება პროგრამის „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“ (WISE) ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და საქართველოში ახორციელებს Mercy Corps Georgia.

✨  თუ გსურს ისწავლო ეპოქსიდურ მასალასთან მუშაობა ნულიდან და თან შექმნა პრაქტიკული, ესთეტიკური და ორიგინალური ნამუშევრები...
09/02/2026

✨ თუ გსურს ისწავლო ეპოქსიდურ მასალასთან მუშაობა ნულიდან და თან შექმნა პრაქტიკული, ესთეტიკური და ორიგინალური ნამუშევრები — ეს კურსები შენთვისაა . 💎

🔹 კურსი 1: მინიატურული აქსესუარების ნაკრები:

იდეალურია დამწყებთათვის და მათთვის, ვისაც სურს წვრილმანი დეტალების დამუშავების სწავლა.

📌 დაამზადებთ: 3 დეკორატიულ ნივთს — ბრელოკს, სავარცხელს და ორიგინალურ სახაზავს;
📌 ისწავლით: მასალის სწორად შერევას, ფერების შეხამებას და ფორმებთან (მოლდებთან) მუშაობას.

💰 ღირებულება: 160 ლარი

🍯 კურსი 2: ინტერიერის დეკორი და აქსესუარები:

📌 დაამზადებთ: დახვეწილ ზარდახშას და ჭიქის სადგამებს (კოსტერებს) სხვადასხვა სტილში;
📌 ისწავლით: დეკორატიულ ტექნიკებს, ფენების დასხმას და ზედაპირის დამუშავებას.

💰 ღირებულება: 265 ლარი

🌊 კურსი 3: საათების დიზაინი (Fluid Art & Sea Wave) პრემიუმ კურსი დიდი ფორმატებისა და პოპულარული ტექნიკების შესასწავლად.

📌 დაამზადებთ: 2 კედლის საათს — Fluid Art (აბსტრაქცია) და Sea Wave (ზღვის ტალღის ეფექტით);
📌 ისწავლით: რთულ ტექნიკებს, ფენებს შორის გადასვლებს, ტალღების ეფექტის შექმნას და საათის მექანიზმის დამონტაჟებას.

💰 ღირებულება: 460 ლარი

🔥 სპეციალური შეთავაზება — სრული კურსი
📦 სამივე კურსი ერთ პაკეტში
💰 სრული ღირებულება: 885 ლარი
✅ ყველა საჭირო მასალა შედის კურსის ღირებულებაში;
✅ დამზადებული ნივთები რჩებათ თქვენ;
✅ გადახდა შესაძლებელია ერთიანად ან ნაწილობრივ.

📅 კურსი დაიწყება აპრილიდან

👩‍🎨 მასწავლებელი: ნატო გორდიაშვილი

📝 დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა:
👉 https://forms.office.com/e/G7SPnEhg1k�

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის: 551 09 57 42

Address

გუმბათ
Tsalka
5320

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 09:00 - 18:00
Sunday 09:00 - 17:00

Telephone

+995551095742

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გუმბათი • Gumbati posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to გუმბათი • Gumbati:

Share