Embrace Tsalka · ეს წალკაა - LAG

Embrace Tsalka · ეს წალკაა - LAG წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (Tsalka LAG) ოფიციალური გვერდი უკეთესი წალკისთვის!

02/12/2024

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, ქვეყნის ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ავალდებულებს, მათი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, აქედან გამომდინარე წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, გმობს და ემიჯნება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, მათ შორის 2024 წლის 28 ნოემბერს "ქართული ოცნების" მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ეხებოდა 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას! 🇬🇪🇪🇺

დავიწყეთ შეხვედრა, შემოგვიერთდით შემდეგ ბმულზე: https://teams.microsoft.com/l/meetup-join/19%3ameeting_MTUwMzk4NzctN2ZlM...
27/05/2024

დავიწყეთ შეხვედრა, შემოგვიერთდით შემდეგ ბმულზე:
https://teams.microsoft.com/l/meetup-join/19%3ameeting_MTUwMzk4NzctN2ZlMi00NjFkLTkyODQtYzM3N2EyNGY0OTU1%40thread.v2/0?context=%7b%22Tid%22%3a%227bfb1286-b735-4395-8ea0-ed2c4861d742%22%2c%22Oid%22%3a%22ab2f15fe-5ee5-45dc-95d8-857a48afde6f%22%7d

📣27 მაისს, 19:30 საათზე წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ორგანიზებით, პროექტის „მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარება“ ფარგლებში ჩატარდება ონლაინ შეხვედრა თემაზე „საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები და სამოტივაციო წერილის წერა“.
👉ტრენინგს ჩაატარებს სხვადასხვა საგანანათლებლო პროგრამებისა და სრულად დაფინანსებული პროექტების კურსდამთავრებულები. სპიკერები ისაუბრებენ ისეთ საინტერესო საკითხებზე როგორიცაა:
✅საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები
✅სრულად დაფინანსებული პროგრამები ბაკალავრის ✅საფეხურზე ევოპასა და აშშ-ში.
✅სრულად დაფინანსებული პროგრამები ბაკალავრის ✅საფეხურზე ევროპაში
✅მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)
✅მოკლევადიანი სრულად დაფინანსებული ტრენინგ პროგრამები
✅აპლიკაციის მომზადების პროცესი: სამოტივაციო წერილის წერა და დროის მენეჯმენტი
💥ტრენინგის ფარგლებში სპიკერები შემოგვთავაზებენ კონკრეტულ ქეისებს და გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას აღნიშნულ სფეროში.
👉შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ შემდეგი ბმულით:
https://teams.microsoft.com/l/meetup-join/19%3ameeting_MTUwMzk4NzctN2ZlMi00NjFkLTkyODQtYzM3N2EyNGY0OTU1%40thread.v2/0?context=%7b%22Tid%22%3a%227bfb1286-b735-4395-8ea0-ed2c4861d742%22%2c%22Oid%22%3a%22ab2f15fe-5ee5-45dc-95d8-857a48afde6f%22%7d

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამა
მხარდაჭერილია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ ხორციელდება სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.

📣27 მაისს, 19:30 საათზე წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ორგანიზებით, პროექტის „მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი ...
25/05/2024

📣27 მაისს, 19:30 საათზე წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ორგანიზებით, პროექტის „მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარება“ ფარგლებში ჩატარდება ონლაინ შეხვედრა თემაზე „საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები და სამოტივაციო წერილის წერა“.
👉ტრენინგს ჩაატარებს სხვადასხვა საგანანათლებლო პროგრამებისა და სრულად დაფინანსებული პროექტების კურსდამთავრებულები. სპიკერები ისაუბრებენ ისეთ საინტერესო საკითხებზე როგორიცაა:
✅საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები
✅სრულად დაფინანსებული პროგრამები ბაკალავრის ✅საფეხურზე ევოპასა და აშშ-ში.
✅სრულად დაფინანსებული პროგრამები ბაკალავრის ✅საფეხურზე ევროპაში
✅მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)
✅მოკლევადიანი სრულად დაფინანსებული ტრენინგ პროგრამები
✅აპლიკაციის მომზადების პროცესი: სამოტივაციო წერილის წერა და დროის მენეჯმენტი
💥ტრენინგის ფარგლებში სპიკერები შემოგვთავაზებენ კონკრეტულ ქეისებს და გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას აღნიშნულ სფეროში.
👉შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ შემდეგი ბმულით:
https://teams.microsoft.com/l/meetup-join/19%3ameeting_MTUwMzk4NzctN2ZlMi00NjFkLTkyODQtYzM3N2EyNGY0OTU1%40thread.v2/0?context=%7b%22Tid%22%3a%227bfb1286-b735-4395-8ea0-ed2c4861d742%22%2c%22Oid%22%3a%22ab2f15fe-5ee5-45dc-95d8-857a48afde6f%22%7d

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამა
მხარდაჭერილია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ ხორციელდება სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.

📣წალკის LAG-ის ორგანიზებით პროექტის „მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარება“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ევროინტე...
22/05/2024

📣წალკის LAG-ის ორგანიზებით პროექტის „მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარება“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ევროინტეგრაციისა და ახალგაზრდული შესაძლებლობების შესახებ.
📣21 მაისს, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ორგანიზებით, ჩატარდა თემატური შეხვედრა ახალგაზრდული შესაძლებლობებისა და ევროინტეგრაციის შესახებ:
👉შეხვედრაზე ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელის, ახალგაზრდა ევროპელი ელჩებისა და დემოკრატიის თაობის წევრებმა ისაუბრეს ისეთ საინტერესო საკითხებზე როგორიცაა:
✅ევროინტეგრაცია და საქართველო
✅კარიერული და საგანმანათლებლო შესაძლებლობები ✅ახალგაზრდებისთვის
✅ერამუს+ პროგრამები
✅ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელისა და დემოკრატიის თაობის შესაძლებლობები
✅სრულად დაფინანსებული სასწავლო პროგრამების მოპოვების მექანიზმები
👉შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სპიკერებმა ახალგაზრდებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და მიაწოდეს ინფორმაცია სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ. გარდა ამისა, სპიკერებმა ისაუბრეს ევროინტეგრაციისა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

EDYN EDYN Georgia Generation Democracy

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამა
მხარდაჭერილია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ ხორციელდება სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.

📣წალკის LAG-ის ორგანიზებით პროექტის „მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარება“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი ლობირება-...
22/05/2024

📣წალკის LAG-ის ორგანიზებით პროექტის „მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარება“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი ლობირება-ადვოკატირების შესახებ
✅21 მაისს, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი „ლობირება-ადვოკატირების მექანიზმები“-ის შესახებ.
✅აღნიშნული ტრენინგის მთავარი მიზანი იყო მონაწილეებისათვის ლობირებისა და ადვოკატირების არსისა და განხორციელების მექანიზმების სწავლება. ტრენინგის ფარგლებში მოწვეულმა სპიკერმა ისაუბრა ადვოკატირების დაგეგმვის ეტაპებზე, კომუნიკაციის მნიშნველობასა და რესურსების მობილიზებაზე. ტრენინგი ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ადვოკატირების განხორციელების კონკრეტულ მაგალითებზე და ჩაერთნენ თემატურ დისკუსიაში.
✅ტრენინგი ადვოკატირებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტმა, მარი კიკვაძემ ჩაატარა და მასში მონაწილეობა 30-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამა
მხარდაჭერილია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ ხორციელდება სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.

წალკის მუნიციპალიტეტში არსებული ეთნიკური და სხვა მოწყვლადი ჯგუფების კულტურული, გეოგრაფიული და სოციოეკონომიკური ფაქტორები...
21/05/2024

წალკის მუნიციპალიტეტში არსებული ეთნიკური და სხვა მოწყვლადი ჯგუფების კულტურული, გეოგრაფიული და სოციოეკონომიკური ფაქტორებით განპირობებული იზოლაციის პრობლემა განსაკუთრებით მყიფე და მტკივნეულია ორი ქვეჯგუფის – ქალებისა და ახალგაზრდებისთვის, ვინაიდან ტრადიციებით ნასაზრდოები დოგმატური შეხედულებები, ყოფითი პრობლემებით დამძიმებული სოციალური ფონი, ეკონომიკური სექტორის ერთფეროვნება და თვითგანვითარების შეუძლებლობა სერიოზულ წინაღობას წარმოადგენს ქალებისა და ახალგაზრებისთვის ხარისხიანი და სრულფასოვანი განათლების მიღების, პროფესიული რეალიზაციისა და სოციუმში ინტეგრაციის თვალსაზრისით, რაც მათ ადრეულ ქორწინებასა და კარიერული შესაძლებლობებისა თუ პიროვნული ინტერესების უარყოფას აიძულებს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ქალებსა და ახალგაზრდებს არა აქვთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო მეტად აქვეითებს მათი ზრდა–განვითარების სურვილსა და მოტივაციას, აქტიურ სამოქალაქო პოზიციას და იწვევს დაბალ თვითშეფასებას, რეგრესულ აზროვნებას, საკუთარ შესაძლებლობებსა და მომავლის პერსპექტივაში დაეჭვებას, ნიჰილისტურ დამოკიდებულებასა და ისეთ განწყობას, თითქოს მათ პრობლემებს მაინც არავინ არ გაითვალისწინებს და მსჯელობას არავითარი რეაგირება არ მოჰყვება, რადგან მათი ინტერესები და საჭიროებები საზოგადოების დანარჩები ნაწილისთვის შეიძლება უმნიშვნელოც კი აღმოჩნდეს, ვინაიდან ადგილობრივ ხელისუფლებას ისედაც ბევრი საზრუნავი აქვს. შექმნილი ვითარების გაუმჯობესების მიზნით, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ წარმოებულმა პროექტმა („მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარება“), ყველაზე მარგინალიზებული, დაუცველი და გარიყული წარმომადგენლების ინკლუზიური მონაწილეობის ხელშეყობის გზით, ყველა სოციალური ჯგუფის ჩართულობა უზრუნველყო; გამოკვეთა სქესის, ასაკისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ პირთა ინდიკატორები და განახორციელა ძირითადი პრინციპების შესაბამისი აქტივობები.

მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ ზემოთ აღწერილ რეალობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს, ერთი მხრივ, პოლიტიკური თუ ინსტიტუციური დიალოგისთვის განსაზღვრული პლატფორმის არარსებობა, ადგილობრივი ხელისუფლების არასრულფასოვანი რეაგირება, ფინანსური სიმწირე და პოლიტიკური ნების არქონა, ხოლო, მეორე მხრივ, აღწერილი პროცესების გააქტიურებისთვის აუცილებელი ისეთი ძირითადი უნარ–ჩვევების ნაკლებობა, როგორებიცაა: კომპიუტერის ცოდნა, მედიაწიგნიერება, სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები, გენდერისა და ქალთა უფლებების ცოდნა/გაცნობიერება, ლობირება/ადვოკატირება და სამეწარმეო უნარები. სწორედ, აღნიშნული საჭიროებებიდან გამომდინარე, პროექტის მიმდინარეობისას, სოფლებში გამართული შეხვედრების ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში ყველაზე მოწყვლად ჯგუფად ქალებისა და ახალგაზრდების გამოვლენის ფაქტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მერიაში არსებული „ქალთა ოთახის“ დატვირთვასა და მნიშვნელობას. ვინაიდან მათი ოპერირება და ფუნქციონირება, ამ ეტაპზე, დიდწილად ქაოსური აღმოჩნდა, ამიტომ, მათი ინსტიტუციური თვალსაზრისით გაძლიერების მიზმნით, „ქალთა ოთახის“ აქტიური ჩართულობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შემუშავდა „გენდერის ოთახის“ სტრატეგიული დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, რომელმაც მოიცვა ძირითადი მიზნები და ამოცანები და დაინტერესებულ მხარეებს შესთავაზა დასახული მიზნების ეფექტიანად განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციები.

პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა სამოქალაქო სექტორისა და მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერების, მათი ცოდნისა და უნარების განვითარების, სხვადასხვა ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოების აუცილებლობა, რის განსახორციელებლადაც უმთავრეს ამოცანად განისაზღვრა თანამშრომლობის ხელშეწყობა მოწყვლად ჯგუფებსა და ადგილობრივ მერიას შორის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და „ქალთა ოთახის“ წარმომადგენელთა ინსტიტუციური გაძლიერების გზით; წალკის მუნიციპალიტეტში (10 სოფელსა და ქალაქ წალკაში) მოწყვლადი ქალებისა და ახალგაზრდების იდენტიფიცირება მათი საჭიროებების კვლევის მიზნით; სოფლებში მობილიზაციის შეხვედრების გამართვა (შედგა 11 შეხვედრა) და აქტიური ჯგუფების ჩამოყალიბება; მოწყვლადი ჯგუფების Swot ანალიზის წარმოება და საჭიროებების კვლევა; არსებული გამოწვევების დადგენის მიზნით, ფოკუს–ჯგუფებთან შეხვედრების გამართვა და გენდერის ოთახის თანამშრომლებისთვის, მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ტრენინგების ორგანიზება. ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობებიდან აღსანიშნავია 4 სახის 8 ტრენინგის ჩატარება ქალებისა და ახალგაზრდებისთვის თემაზე: გენდერი და ქალთა უფლებები; სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები; საჯარო ფინანსების მართვა და სხვა; ასევე – არაფორმალური განათლების წახალისება, „მწვანე კამპანიების“ დანერგვა ქალებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერების, მიგრაციის შემცირებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

პროექტის ფარგლებში ორგანიზებულმა შეხვედრებმა, განხორციელებულმა აქტივობებმა, ჩატარებულმა ტრენინგებმა და წარმოებულმა მოლაპარაკებებმა, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობამ გამოკვეთა „ქალთა ოთახის“, როგორც თვითმმართველობის ორგანოს, ღია საინფორმაციო–საკონსულტაციო რესურსცენტრის აქტუალობა, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალების, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობის თვალსაზრისით დახმარება, ასევე – ქალებისა და მამაკაცების ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თანაბარი მონაწილეობის გაზრდა და წახალისება. მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ „ქალთა ოთახი“ უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე სწორი მართვის პრინციპების დანერგვასა და მათი ქმედითუნარიანობის გაზრდას გენდერული თანასწორობის პრინციპების მეინსტრიმინგით თვითმმართველობის ყოველდღიურ საქმიანობაში. ამასთანავე, „გენდერის ოთახი“ წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობ სივრცეს, რომელშიც მათ შეუძლიათ გამართონ შეხვედრები, წამოაყენონ ინიციატივები, მიიღონ კონსულტანცია მათთვის საჭირო საკითხებზე, ისარგებლონ შეთავაზებული სერვისებით – საინფორმაციო–საკონსულტაციო მომსახურებით, დაისვენონ ან/და განახორციელონ სოციალურ–ეკონომიკური აქტივობები. შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტში, ლაგის მიერ განხორციელებული პროექტის („მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარება“) დახმარებით, ადგილობრივმა მერიამ მიიღო სიღრმისეული და დეტალური ინფორმაცია მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებებზე და მოახდინა საპასუხო რეაგირება; „გენდერის ოთახის“ თანამშრომლებს ჩამოუყალიბდათ მკაფიო ხედვა თავიანთი საქმიანობისა და პოტენციური თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა მხარეებთან, რის შემდეგაც კიდევ უფრო ნათლად გააცნობიერეს ქალთა საჭიროებები და დაიწყეს არსებული გამოწვევების გადაჭრის მიზნით მოქმედება (ასევე, შეიმუშავეს ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა). თემატური ტრენინგების ჩატარებისა და ე.წ. „WBL მიდგომის“ გამოყენებით, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების ცნობიერება სამოქალაქო აქტივიზმზე, ასევე, მათ შორის სოციალიზაცია და ინტეგრაცია, გაიზარდა და მათ, საცხოვრებელი პირობებისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ერთობლივად დაიწყეს მუშაობა ადვოკატირების საკითხებზე.

When concluding your post, kindly include these hashtags: .

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს:
https://www.facebook.com/EmbraceTsalka
E-mail: [email protected]
პუბლიკაცია მომზადებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ პროგრამის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორ(ებ)ი და არ ასახავს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ან ევროკავშირის მთავრობის შეხედულებებს.
This publication was produced with the financial support of the government of the Federal Republic of Germany and the European Union (within the framework of the 'Strengthening Civil Society in the Eastern Partnership’ Programme. Its contents are the sole responsibility of the author(s) and do not necessarily reflect the views of the government of the Federal Republic of Germany or the EU.

გარემოსდაცვითი ცნობიერება და არაფორმალური განათლების კლუბი (ბედნიერი მოსწავლეების თვითრეფლექსიაზე ორიენტირებული საგანმან...
14/05/2024

გარემოსდაცვითი ცნობიერება და არაფორმალური განათლების კლუბი
(ბედნიერი მოსწავლეების თვითრეფლექსიაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო მოდელი)

ტექნოლოგიური ინოვაციებისა და მარკეტინგის სამყაროში, წიგნიერებასა და მედიაწიგნიერებაზე, მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაზე, ანალიტიკური აზროვნებისა და ცოდნის ტრანსფერის – პრაქტიკული ცოდნის მიღების – უპირატესობაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო და სოციოკულტურულ სივრცეში, ხარისხიანი და მრავალფეროვანი მეთოდოლოგიური მიდგომებით გავრცელებული განათლება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ახალგაზრდა ინდივიდების თვითგანვითარებისა და თვითშემეცნების, საკუთარი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, სიღარიბისა და უთანასწორობის აღმოფხვრისა და საზოგადოების მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. აღნიშნულიდან გამომდინარე, წალკის ადგილობრივი განვითარების (LAG) ჯგუფის (Embrace Tsalka) – ეს წალკაა – მიერ განხორციელებული პროექტის („მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარება“) ფარგლებში, სოფელ ბარეთის საჯარო სკოლაში, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა „გარემოს დამცველთა“ კლუბი. ჩატარდა ორი შეხვედრა: პროექტის გახსნა და საერთაშორისო პროექტები და კომპეტენციები; გაიმართა სოციალური საღამო თემაზე „ნაადრევი ქორწინება“. აღნიშნული პროექტი განხორციელდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში. მას მხარი დაუჭირა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერაციის სამინისტრომ. ამდენად, წალკის მუნიციპალიტეტში, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის, ახალგაზრდების ინტეგრაციის გაუმჯობესების, მათი ცნობიერების ამაღლებისა და სათანადო ცოდნის მიღების მიზნით, შემუშავდა არაფორმალური განათლების კურიკულუმი და შეირჩა ორი (წალკის N 1 და ბარეთის) საჯარო სკოლა, სადაც დაინერგა აღნიშნული კურიკულუმი და განხორციელდა მისი იმპლემენტაცია.
„ბერძნების მიგრაციის შემდეგ, ქვეყანაში არსებული ძალიან ბევრი პრობლემის გამო, წალკის მუნიციპალიტეტის განვითარება ძალიან შეფერხდა და, ჩვენ, სწორედ, იმ პერიოდში მოგვიწია სკოლის გახსნა. 2002 წელს გავხსენით ქართული სკოლა, ამიტომ, მართალია, ძალიან პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ისტორია აქვს ჩვენს სკოლას. კონკრეტულად ჩვენს სოფელში ძალიან ბევრი ყოფითი პრობლემებია, იყო და არის და აი, ასეთ დროს, ჩვენი სკოლის მისია და ხედვა იყო ისეთი, რომ, ფორმალურ განათლებასთან ერთად, სკოლაში აუცილებად უნდა დანერგილიყო არაფორმალური განათლება და დემოკრატიის კულტურა. მითუმეტეს, სკოლას არა აქვს დიდი ბიუჯეტი, აქედან გამომდინარე, თავისი ხარჯებით ვერ ახერხებს ყველა საჭიროების სათანადოდ დაკმაყოფილებას. ამ პროექტში ჩართვაში ხელი შემიწყო იმ გარემოებამაც, რომ წალკის ადგილობივი განვითარების ლაგ ჯგუფის წევრი ვარ და როგორც კი ხელჩასაჭიდი რამე გამოჩნდება, მითუმეტეს, მათი მხრიდან საინტერესო იდეა და შემოთავაზება, ბუნებრივია, ხელიდან არ ვუშვებთ ასეთ შესაძლებლობას. ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენს უმთავრეს მიზანს არაფორმალური განათლების დანერგვის გაძლიერება წარმოადგენს – მითუმეტეს – გარემოსდაცვის მიმართულებით“ – ნინო წიფიანი, ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ განხორციელებული პროექტი ხაზს უსვამს მოზარდებისა და ახალგაზრდების თვითგამოხატვისა და მდგრადი განვითარებისთვის მათი ლიდერობის მრავალმხრივი შესაძლებლობების შექმნის აუცილებლობასა და განათლებული მომავალი თაობის როლს ეკოლოგიურად შეგნებული, დემოკრატიულ პრინციპებზე მოაზროვნე, ტოლერანტი და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების ფორმირების პროცესში. პროექტი კიდევ ერთხელ გამოკვეთს მწვანე ბანაკების, გარემოსდაცვითი, ახალგაზრდული კამპანიებისა და სასკოლო კლუბების დანერგვა–განვითარების მნიშვნელობას, ვინაიდან, არაფორმალური განათლების ინტეგრირებით, საგანმანათლებლო სისტემა მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს პროფესიული თვითრეალიზაციისთვის ამზადებს. პროექტის უმთავრეს მიზანს ინკლუზიური და მდგრადი პროცესების მხარდაჭერა წარმოადგენს, რასაც შედეგად მოსდევს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება; გარემოსადმი მათი ჯანსაღი (მეგობრული) ქცევითი კულტურის ჩამოყალიბება; სოციალური, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი და კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარება.
წალკის მუნიციპალიტეტის ორ საჯარო (წალკის N 1 და ბარეთის) სკოლაში ორგანიზებულ არაფორმალური განათლების სასკოლო კლუბში განხორციელებული აქტივობების ფონზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა არაფორმალური განათლების, როგორც მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობის, იდეური არსი და მისი ისეთი ღირებულებები, როგორებიცაა: ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ მოპოვება; ბავშვებისა და მოზარდების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე ზრუნვა; მათთვის საჭირო კომპეტენციის მიწოდების უზრუნველყოფა; ბუნებრივ გარემოში ინდივიდის პოტენციალის გახსნა და თვალსაწიერის გაფართოება; შინაგან მოტივაციაზე დაფუძნებით, ბავშვებისა და მოზარდების სოციუმში ინტეგრაციისთვის აუცილებელი უნარებისა და ცხოვრებისეული ფასეულობების ჩამოყალიბება–განვითარება. სასკოლო კლუბის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე მოსწავლეებისგან მიღებული უკუკავშირები გამოკვეთს არაფორმალური განათლების იმ უპირატეს ასპექტს, რომლის თანახმადაც მოსწავლეს შეუძლია გაეცნოს მისთვის საინტერესო თემებს, მეგობრებთან ერთად იკვლიოს სასურველი საკითხები; განახორციელოს მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობები, რაც ზრდის მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხს, სასწავლო პროცესისადმი მათ დადებით დამოკიდებულებას, სწავლის სურვილსა და შინაგან მოტივაციას. შესაბამისად, არაფორმალური განათლება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა–სწავლების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში წიგნიერების, ციფრული, საკომუნიკაციო და სოციოკულტურული უნარების განვითარებას, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი და ინკლუზიური, მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებებსა და მათ ინტერესებზე მორგებული განათლების გავრცელების შესაძლებლობას გვთავაზობს.

წალკის ადგილობრივი განვითარების (LAG) ჯგუფის მიერ განხორციელებული პროექტი („მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარება“) კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ გარემოებას, რომ, სწორედ, განათლების საშუალებით ყალიბდება ის ღირებულებები და უნარ–ჩვევები, რომლებიც აუცილებელია მდგრადი და ინკლუზიური ზრდა–განვითარებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. ამდენად, აღნიშნულმა პროექტმა ცხადყო ადგილობრივების მიერ ცოდნის, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ფლობის აუცილებლობა იმისათვის, რომ მათ შეძლონ საკუთარი წვლილის შეტანა მდგრად განვითარებაში, რისი მიღწევაც წარმოუდგენელია ხარისხიანი განათლების გარეშე. შესაბამისად, მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილობრივთათვის კომპლექსური სამყაროს სწორ აღქმაში დახმარება, რათა მათ შეძლონ თანამშრომლობა, საკუთარი მოსაზრებების კონსტრუქციული გზებით გამოხატვა და პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ისეთი გამჭოლი კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობით, როგორებიცაა: თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნების, თავდაჯერებულობისა და პრობლემის გადაჭრილს კომპეტენცია. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგები გვიჩვენებს მდგრადი განვითარების, გარემოსდაცვითი განათლების არსს, რომელიც გულისხმობს მოსწავლეებისა და სტუდენტების, ქალებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობებით აღჭურვასა და მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების მოტივირებას – მაღალი ცნობიერების მქონე ინდივიდებად, რომლებიც იქნებიან ქმედითუნარიანნი და საკუთარ წვლილს შეიტანენ მდგრადი მომავლის უზრუნველყოფაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლების დირექტორები გამოხატავენ მსგავს პროექტებში თავიანთი სკოლების, ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და პედაგოგების აქტიურ ჩართულობას, სურვილსა და ინტერესს და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არაფორმალურ განათლებას ძალიან დიდი წვლილი ეთმობა მათ სასწავლო პროცესში, ვინაიდან, 2004–2005 წლებიდან დაწყებული, ისინი მონაწილეობდნენ არაერთ პროგრამასა და აქტივობებში, უკვე ჰქონდათ ეკოკლუბი და აცხადებდნენ ღიაობას ყოველგვარი თანამშრომლობისთვის, რადგან არაფორმალური განათლების ხელშეწყობას მოსწავლეების ყველა მიმართულებით განვითარებისთვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევდნენ. როგორც სკოლის დირექტორები და პროექტში ჩართული ლიდერი პედაგოგები აღნიშნავენ, პროექტსა და აქტივობებში მონაწილე 15–20 მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო ეთნიკური თვალსაზრისით და დაბალანსებული გენდერული კუთხით. მართალია, პროექტში ჩართულნი იყვნენ, ძირითადად, საშუალო და საბაზო, თუმცა აქტივობების შესრულებაში სამივე საგანმანათლებლო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კლუბის წევრები სკოლის ადმინისტრაციამ შეარჩია, თუმცა შერჩევის უმთავრესი კრიტერიუმი მათი ინტერესი, მოტივაცია, ღიაობა, მზაობა და პიროვნულ/აკადემიური უნარები გახლდათ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებისთვის განსაზღვრულ, კალენდრით წინასწარ გაწერილ შეხვედრებს ლიდერი პედაგოგები უძღვებოდნენ – დირექტორების უშუალო მონაწილეობითა და აქტიური ჩართულობით. პირველ შეხვედრაზე პედაგოგებმა იმსჯელეს პროექტის შესახებ, გაუზიარეს მოსწავლეებს ზოგადი ინფორმაცია, შემდეგ კი მდგრადი განვითარების მიზნებზე ისაუბრეს. შეხვედრები, როგორც წესი, 1 საათი (1.30 წუთი) გრძელდებოდა და ყოველ განხორციელებულ ღონისძიებასა თუ აქტივობას, პროექტის დაწყებასა და დასრულებას მოსდევდა განვლილი გზის გაანალიზება – სუსტი და ძლიერი მხარეების გამოყოფა, ერთობლივი მსჯელობა და მოსწავლეთა მხრიდან სიტყვიერი უკუკავშირის მიღება. ამასთანავე, დირექტორები ხაზს უსვამენ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო კავშირების დამყარების შესაძლებლობასაც (პუერტო რიკოს სკოლასთან საერთო ჩართვას, მათთვის ბავშვების მიერ დახატული ქართული ანბაბის გაცნობას), რაც კიდევ უფრო მეტად აღძრავს ქართველი მოსწავლეების ინტერესსა და პროექტში ჩართვის მოტივაციას. საჯარო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მასწავლებლები მადლობას უხდიან პროექტის ორგანიზატორებს, იდეის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს და, იმედოვნებენ, რომ მსგავსი პროექტები კიდევ უფრო ინტენსიური და მასშტაბური გახდება, ასევე, სურვილს გამოთქვამენ, რომ, მოსწავლეების რაოდენობასთან ერთად, გაიზრდება პროექტებში ჩართული მშობლების რაოდენობაც. როგორც ბარეთის სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნინო წიფიანი აღნიშნავს, პროექტში აქტიურადაა ჩართული რამდენიმე მშობელიც, თუმცა მცირე ნაწილი. პასიურობის მიზეზად ასახელებენ დროის უქონლობას, ყოფით პრობლემებს, ფიზიკური მუშაობით დატვირთვას. პირისპირ საუბრებსა და კვლევების პასუხებში ვლინდება მათი სურვილი, ინტერესი და დადებითი დამოკიდებულება, თუმცა რეალურ პრობლემას წარმოადგენს ცნობიერების ნაკლებობა და ის პოზიცია, რომ, მშობელთა აზრით, სიახლეების დანერგვისა და განხორციელების მთავარი ვალდებულება და პასუხისმგებლობა სკოლას აკისრია.
„დიდი იმედი მაქვს, რომ მოსწავლეებმა, ძირითადმა ნაწილმა, უკვე გაიაზრა ის, თუ რას აძლევთ მათ არაფორმალური განათლება. თუმცა მშობლებსა და დანარჩენ სასკოლო საზოგადოებას, დაინტერესებულ მხარეებსა და ბენეფიციარებს, თუნდაც თემში მცხოვრებ მოსახლეობას, შემიძლია ასეთი რამ ვუთხრა: ჩვენ, სკოლებს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, დაკვეთა რომ გვაქვს სახელმწიფოსგან ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესრულების, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევა გაცილებით გაგვიმარტივდება იმ შემთხვევაში, თუ არაფორმალური განათლება უფრო მეტად დაინერგება სკოლებში. მოსწავლეებს ხშირად უჭირთ სასურველი პროფესიის განსაზღვრა, გარემოსდაცვის მიმართულებით დაბალია მათი ცნობიერების დონე (ელემენტალურად, იმის აღქმა, რომ არ შეიძლება ფოთლების დაწვა და ნაგვის დაყრა), ამ ყოველივეს გააზრებაში კი დაეხმარებათ არაფორმალური განათლება. ისინიც და მომავალი თაობებიც უფრო მომზადებულნი იქნებიან რეალური ცხოვრებისთვის – ადეკვატურად უპასუხებენ ნებისმიერ გამოწვევას. შესაბამისად, მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან რამდენიმეზე აუცილებლად გავალთ“ – ნინო წიფიანი, ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი.
პროექტში ჩართული ორივე სკოლის ლიდერი პედაგოგი გამოყოფს რამდენიმე განხორციელებულ აქტივობას, რომელიც, მათი აზრით, ყველაზე საინტერესო, სახალისო, შემეცნებითი და ნაყოფიერი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. ისინი აღნიშნავენ აქტივობას მდგრადი სოფელი/ქალაქი, როდესაც გამოჩნდა მოსწავლეების ორიგინალური ხედვა, სწორი და ანალიტიკური აზროვნება, ის, თუ როგორ სოფელსა და ქალაქში ისურვებდნენ ცხოვრებას, რატომ და რა არის ამისთვის აუცილებელი. პედაგოგები გამოყოფენ აქტივობას „თემი, როგორც რესურსი“, რომელმაც მოსწავლეებს თემში არსებულ პრობლემებზე დაფიქრების, მათი იდენტიფიკაციის, კლასიფიკაციის, პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობისა და სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვის შესაძლებლობა მისცა. მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ხეების დარგვისა და მდინარის ნაპირის დასუფთავებისას მოსწავლეებმა კვლავაც გამოავლინეს ოპერატიულად, შეთანხმებულად მუშაობის, ორგანიზებისა და მობილიზების, თანამშრომლობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათავისების უნარი. პედაგოგებმა ხაზი გაუსვევს სხვადასხვა თამაშის, როგორც მოსაწყენი და რუტინული საგაკვეთილო პროცესის გახალისება–გამრავალფეროვნების, წინარე ცოდნის საინტერესოდ ჩართვა–გააქტიურების, ცოდნის ტრანსფერისა და აქტიური სწავლების ინსტრუმენტის არსს, რასაც მოსდევს დისკუსია და მოსწავლეთა თვითრეფლექსია.
„ბავშვები არაფორმალურ გარემოში არიან უფრო გახსნილები, თამამები და, საკლასო გაკვეთილისგან განსხვავებით, უკეთესად გამოხატავენ საკუთარ თავს. ის მოსწავლეებიც კი, რომლებცი პასიურები არიან საკლასო ოთახში, ამ გარემოში აქტიურდებიან და მათში ისეთ უნარებს აღმოვაჩენთ ხოლმე, რასაც ძალიან ნაყოფიერად ვიყენებთ საგაკვეთილო პროცესში კონკრეტული საგნებით დაინტერესების მიზნით. მოსწავლეები კლუბური მუშაობის ფარგლებში ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობენ და ისეთ უნარებს ივითარებენ, რასაც, შემდეგ, რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებენ. ამდენად, პროექტში მონაწილეობის უმთავრესი მიზანი და განმსაზღვრელი ფაქტორი მოსწავლეების თვითშემეცნებისა და თვითგანვითარების ხელშეწყობა, მათი სოციალური, კვლევითი უნარებისა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაა. კონკურენტუნარიან გარემოში ვცხოვრობთ. იმისათვის, რომ კონკურენციას გავუძლოთ მნიშვნელოვანია მრავალმხრივი გამოცდილების მიღება, უნდა გავიაროთ თუნდაც არაფორმალური განათლების კლუბის ფორმატით განხორციელებული აქტივობები, როდესაც ვსწავლობთ იმას, თუ როგორ უნდა ჩავატაროთ კვლევა, როგორ დავგეგმოთ პროექტი. ძალიან პრაქტიკულ უნარებს ივითარებენ მოსწავლეები, რაც აუცილებლად გამოადგებათ ნებისმიერი პროფესიის არჩევის შემთხვევაში, რათა იყვნენ მოთხოვნადი კადრი დამსაქმებლისთვის“ – მარიამ ელოშვილი, ბარეთის საჯარო სკოლის ქიმია–ბიოლოგიის მასწავლებელი.

წალკის N 1 საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი მარინე ბერიანიძე, იხსენებს მოსწავლეების მიერ ქართული ანბანის ასოების შექმნას ადგილობრივი (ეთნიკურ–კულტურული) სპეციფიკის განმსაზღვრელი ორნამენტების ჩართვით, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი და სახალისო აღმოჩნდა მათთვის. ხოლო, პროექტში ჩართული სკოლის ლიდერი პედაგოგი, ქალბატონი ნინო კვიციანი, აღნიშნავს, რომ არაფორმალური განათლება შეუცვლელი, უპირველესი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ ბავშვმა თვითონ გაიკვლიოს გზა და აღმოაჩინოს სიახლეები. მოსწავლეები იძენენ ყველა პრაქტიკულ, სასიცოცხლო მნიშვნელობის უნარს, უმაღლდებათ ცნობიერება, იაზრებენ რა არის მათი, როგორც მოქალაქის, მთავარი როლი საზოგადოებაში – გაცილებით უფრო სწორად აღიქვამენ და ეკიდებიან ისეთ საკითხებს, რასაც მისი თაობა არ ჩათვლიდა მნიშვნელოვნად და ვერც შენიშნავდა.
„თუ ბავშვი ბედნიერია იმ საქმიანობით, რასაც ის აკეთებს, მაშინ ვთვლი, რომ მიზანი მიღწეულია. ამ პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეები ყოველთვის გალაღებულები მოდიან, არანაირი დაზარება. რაც არ უნდა დაძაბული დღე მქონდეს და რაც არ უნდა დატვირთული ვიყო, რაც არ არის გასაკვირი დღევანდელ სოციალურ გარემოში, როგორც კი მივალ შეხვედრებზე ამ ბავშვებთან, ყველაფერი მავიწყდება, რამდენადაც ვფიქრობ, რომ კარგ საქმეს მოვკიდეთ ხელი. მნიშვნელოვანია არა დაზეპირებული ცოდნა და ძველებური, რუტინული მეთოდები, არამედ ბავშვის კმაყოფილებისა და ბედნიერების განცდა. მან უნდა ისწავლოს ის, რაც შეუძლია და რამდენადაც შეუძლია და, რაც მთავარია, გამოიყენოს – ყველაფრის ტრანსფერი უნდა შეძლოს ცხოვრებაში. სწავლა ცხოვრებისათვის, ჩვენი მომავლისათვის – ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ბედნიერი ადამიანი ისეთ იდეებს გადმოსცემს და გამოხატავს, რომლებიც სხვასაც გააბედნიერებს, ამიტომ ძალიან მინდა, ჩვენი ბავშვების თაობა იყოს ბედნიერი“ – ინგლისური ენის კონსულტანტ–მასწავლებელი, ნინო კვიციანი.
.

აღნიშნულ აქტივობას/ღონისძიებას ახორციელებს წალკის LAG. პროექტი ფინანსდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ და თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ (პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ ფარგლებში).

This activity/event is implemented by Tsalka LAG. The project is financed by the government of the Federal Republic of Germany and co-financed by the European Union (within the framework of the 'Strengthening Civil Society in the Eastern Partnership’ project).

ძალიან საინტერსო შეთავაზება, 18-დან 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის.  შერჩევის შემთხვევაში, მონაწილეობა სრულიად ფინანსდება პ...
11/03/2024

ძალიან საინტერსო შეთავაზება, 18-დან 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის. შერჩევის შემთხვევაში, მონაწილეობა სრულიად ფინანსდება პროექტის ფარგლებში.

📢 Youth Now: Creating Environments for Understanding

🔹 Short Course in Cooperation with UWC

🔹 In a time of a struggling humanity in terms of cooperation and peaceful coexistence, young generations are challenged to create new environments in which diversity is a source of positive interaction and prosperity. The EU-funded project EU4Dialogue (Component 1) seeks to encourage dialogue and foster better understanding by inviting young participants that are ready to rise to this challenge and embark on a transformative journey in joining the cross-regional Short Course “Youth Now: Creating Environments for Understanding”, that takes place in the Kakheti region in Georgia from June 17th to June 29th, 2024.

🔹This 12-day event aims at fostering exchange, joint learning, and networking among young participants across the region, with a focus on dialogue, social entrepreneurship, social action, and communication through viral storytelling, all of which are facilitated via an experiential learning approach that encourages engagement, action and reflection. The tools taught during the course, from active listening to cooperation skills in diverse work settings, will prove useful in any career path you may choose.

🔹 We, therefore, invite young participants (aged 18 – 21) from the South Caucasus (Georgia, Armenia, Azerbaijan) and Moldova to apply until March 24th.

For more information please visit: https://bit.ly/3TtYBnc

Address

Kldekari N5
Tsalka
5300

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995599368565

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Embrace Tsalka · ეს წალკაა - LAG posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Embrace Tsalka · ეს წალკაა - LAG:

Share

Our Story

ჩვენ წარმოვადგენთ წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG). ჩვენს ჯგუფში ჩართულა როგორც საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლები, ისე სხვადასხვა კომპეტენციის მქონე რიგითი მოქალაქეები.

ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მხარდაჭერით, წალკაში ჩვენ ვახორციელებთ საქმიანობებს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა

· სოფლის მეურნეობა

· ტურიზმი