22/04/2026
🌍 22 აპრილი დედამიწის მსოფლიო დღეა!
შეგახსენებთ, რომ ჩვენი პლანეტა ჩვენი პასუხისმგებლობაა.
ეს დღე გვაერთიანებს ერთი მიზნის გარშემო , ვიზრუნოთ გარემოზე, დავიცვათ ბუნება და შევინარჩუნოთ ის მომავალი თაობებისთვის.
დღეს წალკის განვითარების ცენტრში, ტრადიციულად აღვნიშნეთ დედამიწის დღე.
ღონისძიების ფარგლებში გვქონდა საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა ტრანსკავკასიის ბილის წარმომადგენლებთან.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა , მათ წარმოადგინეს შთამბეჭდავი მოხსენებები გარემოსდაცვით საკითხებზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ახალგაზრდების როლს მდგრადი მომავლის შექმნაში.
დღის დასასრულს ერთობლივად დავასუფთავეთ წალკის მიმდებარე ტერიტორიები . დღეს კიდევ ერთხელ გადადგეს ჩვენმა ახალგაზრდებმა პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი სუფთა და ჯანსაღი გარემოსკენ.
გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერს წალკის კეთილმოწყობისა და წყალმომარაგების სამსახურს, რომელმაც მოგვამარაგა საჭირო ინვენტარით და ხელი შეუწყო ამ მნიშვნელოვანი დღის განხორციელებას.
ასევე მადლობა თითოეულ მონაწილეს,ადამიანებს ვინც დაგვეხმარა ტრანსპორტირებასა თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებში.
გვჯერა ჩვენი ტრადიცია იქნება უწყვეტი და ერთად შევძლებთ დავიცვათ ჩვენი გარემო და ვიზრუნოთ დედამიწაზე ყოველდღიურად!