სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია / Samshvilde Archaeological Expedition

  • Home
  • Georgia
  • Tetritskaro
  • სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია / Samshvilde Archaeological Expedition

სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია / Samshvilde Archaeological Expedition The University of Georgia runs archaeological and interdisciplinary studies of Samshvilde former settlement since 2012.

Join our project and discover Samshvilde with us! საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია 2012წ დან აწარმოებს სამშვიდის ნაქალაქარის არქეოლოგიურ,ისტორიულ და სახელოვნებათმცოდნეო კვლევებს.

23/01/2026
დღეს 19 დეკემბერს, 15:00 სთ-ზე, საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში /519/ გაიმართება სამშვილდის არქეოლოგიურ...
19/12/2025

დღეს 19 დეკემბერს, 15:00 სთ-ზე, საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში /519/ გაიმართება სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის 2025 წლის შედეგებისადმი მიძღვნილი საანგარიშო კონფერენცია.
დასწრება თავისუფალია.

Remains of an unknown palace, architectural elements, remarkable finds, and previously unknown details of the Citadel — ...
24/06/2025

Remains of an unknown palace, architectural elements, remarkable finds, and previously unknown details of the Citadel — all this in just the third week of the excavations!

The role and importance of students and volunteers who love archaeology, medieval history, and are willing to dedicate their time and energy to studying the past of Samshvilde and making great discoveries is very significant in these findings!

Join us in Samshvilde and make your own discoveries!

სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია ულოცავს იუბილეს პროფესორ სერგო ცირამუას.პროფესორი სერგო ცირამუა სამშვილდის არქეოლოგიუ...
12/11/2024

სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია ულოცავს იუბილეს პროფესორ სერგო ცირამუას.

პროფესორი სერგო ცირამუა სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის დაფუძვნების დღიდან მისი წევრია, მის სახელს უკავშირდება სამშვილდის ნაქალაქარის ციტადელის, სიონის უბნის, ,,პალატის'' უბნის ტოპოგრაფიული და მობილური რუკების, ელექტრონული გზამკვლევებისა და სხვა თანამედროვე აპლიკაციების მომზადება, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამშვილდის პროექტის განვითარებასა და ცნობადობის ზრდას.

გარდა ამისა, ბატონ სერგო ცირამუას ხელმძღვანელობით შექმნილი, სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ვებ-გვერდი www.samshvilde.ge დღესაც გამართულად ფუნქციონირებს და წარმოადგენს იმ ძირითად სიახლეებსა და მიმართულებებს, რომლებიც პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

ბატონო სერგო, დიდი მადლობა ამდენი წლის დაუღალავი თანამშრომლობისთვის, გისურვებთ ჯანმრთელობასა და მომავალ წარმატებებს!

23/07/2024

საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია 2024 🤙💥 საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა/School of Arts and Humanities
Samshvilde Archaeological Expedition of the University of Georgia 2024 🇬🇪 🇸🇪 🇮🇹 🇺🇸 საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgiaხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა/School of Arts and Humanities

დღეს დაიწყო საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის სპეციალობის სტუდენტთა საველე პრაქტიკა საქართველოს უნივერსიტეტი • The U...
01/07/2024

დღეს დაიწყო საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის სპეციალობის სტუდენტთა საველე პრაქტიკა საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgiaხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა/School of Arts and Humanities

ველზე გასვლამდე, პრაქტიკის მონაწილე სტუდენტებმა გაიარეს სახანძრო უსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც მიიღეს ის აუცილებელი საბაზისო ცოდნა, რაც საჭიროა ველზე თუ არქეოლოგიურ ბაზაზე შექმნილი ექსტრემალურ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.

პრაქტიკული მეცადინეობა დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოს უნივერსიტეტისა და COS (Concept of Safety) COS - Concept of Safety თანამშრომლობის ფარგლებში.

02/06/2024

სამშვილდის ექსპედიცია 2024. არქეოლოგიური სეზონი დაიწყო.

17/05/2024

📣📣📣ტუშიას უნივერსიტეტის არქეოლოგიურ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველთა სამოტივაციო წერილისა და CV-ს გადმოგზავნის ვადა შეიცვალა.

ნაცვლად ადრე მითითებული 31 მაისისა, დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნული დოკუმენტები უნდა გადააგზავნონ არა უგვიანეს 24 მაისისა, 2024 წ. შემდეგ მეილზე:
[email protected]

14/05/2024
📣📣📣📢ახალი შესაძლებლობა საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის სპეციალობის სტუდნეტებისათვის!  საქართველოს უნივერსიტეტისა დ...
14/05/2024

📣📣📣📢ახალი შესაძლებლობა საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის სპეციალობის სტუდნეტებისათვის!

საქართველოს უნივერსიტეტისა და ტუშიას უნივერსიტეტის (იტალია) https://www.unitus.it/en/თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო არქეოლოგიურ სკოლაში, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 1-13 ივლისს, ლაციოს რეგიონის (ცენტრალური იტალია) ორ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლზე.

პირველი ძეგლი ვოლსინი (Volsinii - https://www.britannica.com/place/Volsinii ) წარმოადგენს ეტრუსკული კულტურის მნიშვნელოვან ქალაქს.

მეორე ძეგლი კორვიანო (Corviano - https://vitorchiano.artecitta.it/en/archaeological-area-of-corviano/ ) წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, რომლის ქრონოლოგიაც ფარავს დიაპაზონს ეტრუსკული პერიოდიდან, ვიდრე რენესანსის ეპოქამდე.

საზაფხულოს სკოლის პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა CV და სამოტივაციო წერილი უნდა გადაგზავნონ პროგრამის ხელმძღვანელთან შემდეგ მისამართზე - [email protected].

CV -ში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია აპლიკანტის მიერ სტუდნეტურ კონფერენციებზე მონაწილეობის, სტატიების ავტორობისა ან თანაავტორობის, არქეოლოგიურ პროექტებში ჩართულობისა და გამოცდილების შესახებ.

სამოტივაციო წერილში მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი ხედვა, თუ რატომ თვლის აპლიკანტი საჭიროდ ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში და როგორ გამოიყენებს მიღებულ გამოცდილებას თავის სამომავლო კარიერაში.

ამ მონაცემებისა და აგრეთვე, აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით უნივერსიტეტის არქეოლოგიის, ანთროპოლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობის დეპარტამენტი შეარჩევს ორ საუკეთესო სტუდენტს, რომელთაც დაუფინანსდებათ მგზავრობისა და აგრეთვე, იტალიაში ყოფნის ლოჯისტიკური (ბინადრობა, კვება) ხარჯები.

განაცხადები ზემოთ მოცემულ მეილზე გადაგზავნილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 24 მაისისა, 2024 წ. დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

შერჩეული აპლიკანტები დამადასტურებელ წერილს მიიღებენ 1 ივნისს და აგრეთვე გადაეგზავნებათ დამატებითი ინფორმაცია საზაფხულო სკოლის დეტალების შესახებ.

04/04/2024
ახალი სეზონი-სამშვილდე 2024 დაიწყო,📽️🎤📢.!!!ტრადიციულად, გასული წლის მონაპოვარის ინვენტარიზაცია, კამერალური სამუშაოები და...
03/04/2024

ახალი სეზონი-სამშვილდე 2024 დაიწყო,📽️🎤📢.!!!
ტრადიციულად, გასული წლის მონაპოვარის ინვენტარიზაცია, კამერალური სამუშაოები და მზადება ახალი გათხრებისათვის. მოლოდინი - ოპტიმისტური, განწყობა - ამაღლებული✅👍😎 საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა/School of Arts and Humanities

Address

Samshvilde
Tetritskaro

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია / Samshvilde Archaeological Expedition posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია / Samshvilde Archaeological Expedition:

Share

Our Story

Samshvilde Archaeological Expedition of the University of Georgia runs archaeological and interdisciplinary studies of Samshvilde former settlement (South Caucasus) since 2012. The Georgian, European and Canadian students are involved in the project. At the same time, we welcome every individuals who are interested in the history and Archaeology of Samshvidle and Georgia in general.