16/12/2023
2023 წლის 15 დეკემბერს ჩატარდა ზრდასრულთა განათლების ქსელის მიერ ქსელში გაერთიანებულ DVV-international-ის მიერ დაფუძვნებული ცენტრებთან მუშაობის შემაჯამებელი ღონისძიება.დაჯილდოება მოხდა რამოდენიმე ნომინაციაში. 2023 წლის საუკეთესო პარტნიორი მუნიციპალიტეტი. 14 მუნიციპალიტეტს შორის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, აქტიური მხარდამჭერია და თანამშრომლობს საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელში გაერთიანებულ კოდის სათემო განათლების ცენტრთან, რომელიც 2010 წელს დაარსდა DVV- internationali-ის მიერ განხორციელებული პროექტის, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლში" ფარგლებში და აღნიშნული პროექტი ემსახურებოდა დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციას ადგილობრივ თემთან, მათ ჩართვას სხვადასხვა სახელობო და პიროვნული განვითარების პროგრამაში.
პროექტის დასრულების შემდგომ, ცენტრი დარეგისტრირდა და ფუნქციონირებას განაგრძობს, როგორც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია თემის გაძლიერებაზე განათლების დონის ამაღლების გზით.
შეხვედრას, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, კოდის სათემო განათლების ცენტრის დირექტორი, მადონა ოქროპირიძე,
საქართველოს ზრდასრულთა ქსელის დირექტორი, ნინო ბაბალაშვილი,
კავკასიისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორი - დოქტორი ტომას ლიჰტემბერგი,
გერმანიის საელჩოს, DVV- international-ის, ზრდასრულთა განათლების ქსელის,ქსელში შემავსალი ზრდასრულთა სათემო განათლების ცენტრების დირექტორები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
#თეთრიწყაროსმუნიციპალიტეტი
#საუკეთესოპარტნიორი2023