თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი • Tetritskaro Youth Center

  • Home
  • Georgia
  • Tetritskaro
  • თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი • Tetritskaro Youth Center

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი • Tetritskaro Youth Center ორგანიზაცია ა.(ა).ი.პ.

"თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი" დაფუძნდა ქ. თეთრიწყაროში 2016 წლის 16 ნოემბერს. მისი მიზანია მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების მიმართულებით პროექტების განხორციელება.

🚨 მნიშვნელოვანი შეტყობინება თეთრიწყაროს მოსახლეობას! 🚨 ძვირფასო მეგობრებო, გული გვტკივა, რომ ამ ამბავს გიზიარებთ - ჩვენი...
25/09/2024

🚨 მნიშვნელოვანი შეტყობინება თეთრიწყაროს მოსახლეობას! 🚨

ძვირფასო მეგობრებო,
გული გვტკივა, რომ ამ ამბავს გიზიარებთ - ჩვენი საყვარელი თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი საფრთხის წინაშეა!
როგორც იცით, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ისტორია, დაიწყო იდეით, შეგვექმნა სივრცე მუნიციპალიტეტში, სადაც ახალგაზრდებს თუ ადგილობრივ მოსახლეობას ექნებოდა ურთიერთობის, ახალი ამბების გაგების, გართობისა და მუნიციპალიტეტზე ერთად ზრუნვისა და მისი განვითარების გარემო.
სწორედ ამ მიზნით, 2018 წელს მივმართეთ მერიას და 2 წლიანი უზურფრუქტით (უსასყიდლო სარგებლობთ) გადმოვგვცა ეს შენობა, ხელშეკრულება ყოველ ორ წელიწადში ახლდებოდა.
2018 წლიდან დღემდე, თქვენი დახმარებით, ის ადგილი სადაც შესაძლებელი იყო ახალგაზრდობის უსაფრთხო სივრცეში თავშეყრა და მათ განვითარებაზე ზრუნვა, მუნიციპალიტეტის გულად გადავაქციეთ.
მაგრამ ახლა...
👉 მუნიციპალიტეტი გვთხოვს, 3 ოქტომბრამდე დავცალოთ შენობა და შევწყვიტოთ ახალგაზრდებზე ზრუნვა.
გახსოვთ, როგორ გამოიყურებოდა ეს შენობა თავდაპირველად? რამდენი შრომა და სიყვარული ჩავდეთ მასში? რამხელა მუნიციპალური რესურსი და რამდენი დონორი ორგანიზაციის ფინანსები დაიხარჯა? და რამდენი ახალგაზრდის განვითარების იმედი დაუკავშირდა ამ ადგილს?
არ ვიცით, რა იქნება შემდგომი ნაბიჯი.

🙏 გთხოვთ:
1. გააზიარეთ ეს პოსტი, რათა ყველამ გაიგოს ცენტრის მდგომარეობის შესახებ.

2. მოგვწერეთ, იდეები, როგორ შეგვიძლია ერთად გადავარჩინოთ ცენტრი.

💪 ერთად ძლიერები ვართ!

#ერთადძლიერებივართ
#თეთრიწყარო

🥰გვეამაყება, რომ ქეა კავკასიის მხარდაჭერით, ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 27 ახალგაზრდა იყო ჩართული ახალგაზრდული ბანაკის ორივე...
09/09/2024

🥰გვეამაყება, რომ ქეა კავკასიის მხარდაჭერით, ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 27 ახალგაზრდა იყო ჩართული ახალგაზრდული ბანაკის ორივე ნაკადზე.

მონაწილეები იყვნენ სოფელი სამშვილდე, სამღერეთი და კოდის ახალგაზრდული კლუბებიდან.

მადლობა ჩვენს ახალგაზრდებს, ბანაკის ორგანიზატორებს, პარტნიორ ორგანიზაციებს 🙏

25/08/2024

📣სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია DEP ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ 18-35 წლის ახალგაზრდებს სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან, იწვევს პროექტში "ეთნიკურად არადომინანტური ჯგუფების მხარდაჭერა ახალგაზრდების გაძლიერების გზით" მონაწილეობის მისაღებად.

🎯ვისთვის არის პროექტი განკუთვნილი?
🔸 ეთნიკურად სომეხი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის;
🔸 ეთნიკურად სომეხი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი მასწავლებლებისთვის;
🔸 ეთნიკურად ქართველი მასწავლებლებისთვის, რომლებიც მუშაობენ არაქართულენოვან სკოლებში.

პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

🔹 გაიარონ ლიდერობის, ადვოკატირების, პროექტის მართვისა და ტრენერების ტრენინგები;
🔹 პრაქტიკაში გამოიყენონ ფასილიტატორული უნარები;
🔹 სასწავლო ვიზიტით ეწვიონ გერმანიას;
🔹 გახდნენ მრავალფეროვნების ბანაკის ლიდერები;
🔹 მონაწილეობა მიიღონ მინი-გრანტების კონკურსში და განახორციელონ თემის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები.

💬 დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

🔗 https://forms.gle/PEcsgt29NMD5WmQn8

📅 აპლიკაციები მიიღება 15 სექტემბრის ჩათვლით.

🗓️ პროექტთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 27 აგვისტოს, 3 სექტემბერს და 10 სექტემბერს 18:00 საათზე. შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
🔗 https://us02web.zoom.us/j/82259978495

📌 პროექტს "ეთნიკურად არადომინანტური ჯგუფების მხარდაჭერა ახალგაზრდების გაძლიერების გზით", ჩვენი ორგანიზაცია DEP ახორციელებს Rönne-Stiftung თან პარტნიორობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

🇯🇵 გუშინ, იაპონელმა სტუდენტებმა, პრეზენტაციების მეშვეობით გაგვიზიარეს სხვადასხვა ინფორმაციები იაპონოის შესახებ. 🗣️ვისაუბ...
25/08/2024

🇯🇵 გუშინ, იაპონელმა სტუდენტებმა, პრეზენტაციების მეშვეობით გაგვიზიარეს სხვადასხვა ინფორმაციები იაპონოის შესახებ.

🗣️ვისაუბრეთ იაპონიის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ბუნებაზე, კულტურაზე, სპორტის სახეობზე, ვცადეთ “გეტას” მეშვეობით სიარული, მოეწყო ქვიზები და ბოლოს ყველამ ერთად გავაკეთეთ ჩვენი მშვიდობის ორიგამი.

მადლობა იაპონური საღამოსთვის🙏

#თეთრიწყარო2024
JICA Georgia

🇯🇵 იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს  (JICA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, თეთრიწყაროში გვეწვია 5 იაპ...
24/08/2024

🇯🇵 იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, თეთრიწყაროში გვეწვია 5 იაპონელი სტუდენტი, რომლებიც სამი დღის განმავლობაში იქნებიან ჩვენთან ერთად.

📌დღეს, ჩვენს სივრცეში, საღამოს 19:00 საათზე, მათ იაპონური საღამოს მოწყობა დაგეგმეს.

გაგიზიარებთ ინფორმაციას იაპონური კულტურის შესახებ და ასევე თქვენ შეძლებთ მიიღოთ მონაწილეობა ორიგამის ვორქშოპში 🇯🇵

↘️ დასწრება თავისუფალია, ნებისმიერი მსურველისათვის.

#თეთრიწყარო2024
JICA Georgia

იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ , პარტნიორ ორგანიზაციებთან , ქალთა ასოციაცია „ვაკეთოთ ერთად“ და ასოციაცია „ქართული სახლი“...
15/08/2024

იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ , პარტნიორ ორგანიზაციებთან , ქალთა ასოციაცია „ვაკეთოთ ერთად“ და ასოციაცია „ქართული სახლი“, იწყებს ახალ პროექტს „დაბრუნებულ მიგრანტთა გაძლიერება უკეთესი
შესაძლებლობებისთვის.“

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრა თეთრიწყაროში 16 აგვისტოს, 15:00 საათზე. მისამართი: რუსთაველის ქ 27 , თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი.

პროექტის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში:
საკონტაქტო ინფორმაცია : +995 591 116 026,
E-Mail: [email protected]

📌პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სამი ახალგაზრდული კლუბის მონაწილეებისათვის (კოდა, სამშვილდე, სამღერეთი) ...
22/07/2024

📌პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სამი ახალგაზრდული კლუბის მონაწილეებისათვის (კოდა, სამშვილდე, სამღერეთი) მოეწყო გრაფიტი-ვორქშოფი.

✏️ ახალგაზრდები გრაფიტი-ხელოვნებისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ტექნიკას გაეცნენ და მიეცათ საშუალება პრაქტიკულად შეესრულებინათ საკუთარი ნამუშევრები მაისურებსა და სახატავ ტილოებზე.

🎬 შეხვედრის დროს ასევე ნაჩვენები იყო მოკლე დოკუმენტური ფილმი, რომლის შედეგადაც გაიმართა დისკუსია.

📍ვორქშოფს უძღვებოდა TAm Oonz
https://www.facebook.com/TamoOnzART?mibextid=LQQJ4d

21/07/2024

📽️

პროექტის ფარგლებში დღეს  ჩვენს სივრცეში სტუმარად TAm Oonz გვყავს, რომელიც კოდის, სამღერეთის და სამშვილდის ახალგაზრდული კ...
21/07/2024

პროექტის ფარგლებში დღეს ჩვენს სივრცეში სტუმარად TAm Oonz გვყავს, რომელიც კოდის, სამღერეთის და სამშვილდის ახალგაზრდული კლუბების წევრებს ხვდება ✨🌟💫☀️💥✨

11/07/2024
08/07/2024
08/07/2024

Address

S***a Rustaveli Street N27
Tetritskaro
2300

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი • Tetritskaro Youth Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი • Tetritskaro Youth Center:

Share