11/11/2024
🥳კიდევ ერთი ფერადი და საინტერესო დღე ჩვენი სოციალური საწარმოს მონაწილეობით.
🤩მეფე ერეკლეს დაბადების დღეს, ერეკლეობაზე, იგივე თელავქალაქობაზე, ჩვენი საწარმოს პროდუქცია გამოვფინეთ. შევხვდით ერთგულ მომხმარებლებს, მეგობრებს. ბევრ თანაქალაქელს თუ სტუმარს გავაცანით ჩვენი საქმიანობა.
👫გამოფენაზე მონაწილეობდნენ დღის ცენტრის წევრები ელმარი და ლელა, როგორც ჩვენი ნაწარმის შექმნის პროცესში ჩართული ახალგაზრდები.
🌞ყოველი გამოფენა, საზოგადოებასთან შეხვედრა, მოსაზრებებისა და შეფასებების მოსმენა, მოტივაციას უმაღლებს მათ.
📌შეგახსენებთ, რომ ჩვენი სოციალური საწარმო ძირითადად მომსახურების მიმწოდებელია, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, მატერიალურ პროდუქტსაც ვაწარმოებთ:
➡️სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ სამკაულებს,
➡️ხის დეკორებს,
➡️თიხის ნივთებს,
➡️ნაქსოვ სათამაშოებს.
🛒შეძენა შესაძლებელია როგორც ჩვენს შოურუმში (თელავი, ჩოლოყაშვილის ქ, #3),ასევე მაღაზია "ესკიში"(თბილისი, ნატო ვაჩნაძის #7).
🥰ჩვენი ბავშვების მიერ, სითბოთი და სიყვარულით შექმნილი ნივთები, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოქალაქემ შეიძინა უკვე.